წიგნი VS ინტერნეტი

„უცებ გაითამაშებდა ხოლმე რაიმე მოულოდნელ სახეს და, რაც მთავარია, ეს მას სრულიად არ სჭირდებოდა“

საკმაოდ  ვარ ინტერნეტზე დამოკიდებული. ზუსტად აქედან გამომდინარე დავასკვენი რომ ჩემთვის წიგნი უფრო მნიშვნელოვანი ყოფილა ვიდრე ინტერნეტი. უფრო სწორად მივხვდი. მესამე დღეა რაც დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვები“ დავიწყე. დავიწყე და და ვეღარც მოვწყდი. თუ ადრე უმეტეს დროს კომპიუტერთან ვატარებდი და ოჯახის წევრებს ჩემს გამო შეზღუდული ჰონდათ(:D ) საერთო სარგებლობის კომპიუტერი გვაქვს), ახლა უპრობლემოდ ვთმობ ინტერნეტსივრცეს. ვიცი წიგნი მელოდება.

რომელია თქვენი სამაგიდო წიგნი? ამ პოსტში მხოლოდ „ძმები კარამაზოვები“ მოვიყვანე მაგალითად, მაგრამ ჩემი საყვარელი წიგნი „ოსტატი და მარგარიტაა“. მას ვერაფერი შეცვლის. ეს არის წიგნი რომელიც, რამდენჯერაც უნდა წავიკითხო, არასოდეს მომბეზრდება და ძველებურად  მოვყავარ აღფრთოვანებაში.

“მე შენი გახრწნა, შენი გადაბირება კი არ მინდა, იქნებ შენი    საშუალებით მე საკუთარი თავის განკურნება მინდა”.

 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ       

ვერასოდეს, ვერასოდეს შევძლებ ვწერო ისე როგორც – დოსტოევსკი. კლასიკოსს არ ვედრები, ასე ვერ გავკადნიერდები, მაგრამ შეუძლებელია ვინმემ ჩემი ნაწერისგან ისეთივე სიამოვნება მიიღოს, როგორსაც მე ვიღებ დოსტოევსკის კითხვისას.

 

“თურმე ზოგჯერ, აღტაცებამ კაცი შეიძლება

თვითმკვლელობამდე მიიყვანოს”.

 

 

 

 

“ნუ შეგაშინებთ ცოდვა, თუკი მას

შეიგრძნობთ, ოღონდ მოინანიეთ იგი

და ღმერთს პირობებს ნუ წაუყენებთ “

 

„რეალისტში რწმენა

სასწაულიგან კი არ ჩნდება,

არამედ სასწაული ჩნდება რწმენისგან“

 

ეს ფრაზები ასე თუ ისე, ზოგად  წარმოდგენას შეგიქმნით წიგნის შესახებ. წავედი დავასრულო პირველი ნაწილი, ხვალისთვის მეორე ნაწილის გამოტანას ვგეგმავ ბიბლიოთეკიდან. სამწუხაროდ წიგნების სასტიკ ნაკლებობას განვიცდი და კიდევ კარგი ნაცნობი აღმოვაჩინე ბიბლიოთეკაში, წიგნის გატანაზე არანაირი პრობლემა არ მექნება :)

10 comments on “წიგნი VS ინტერნეტი

  1. tignebi chemi meore cxovrebaaa, martalia xandaxan vgalatob da kompiuteris ekranze vecnobi axal-axal natarmoebebs magram martivi mizezia. internetshi vkitxulob ufasod da esaa ertaderti mizezi, ise ki ratkma unda sad tigns rom gadafurclav da mis surnels sheigrdznob, da sad kompiuteris ekranze takitxuli. mec tignebis sasargeblod vixrebi. exla oskar uaildis dorian greis vkitxulob magram samagido tigni ar makvs shemidzlia dausruleblad vikitxo yvela chemi sayvareli tigni, triumpaluri tagi, martoobis asi telitadi shagrenis tyavi, tertmeti tuti da am sias bolomde rom chamovuyve shens postze grdzeli komentzari gamomiva.

    • დიდი ნაწარმოების კითხვა ინტერნეტში ცოტა რთულია,მაგრამ გეთნხმები ადვილად ხელმისაწვდომია:)

      • ხო თვალები აღარ მივარგა, სათვალეს ვხმარობ უკვე ამის გამო:((

  2. ცუდია რომ ეს პოსტი აქამდე არ მქონდა ნანახი,გეთანხხმები,სჰედევრია…
    და საერთოდაც კარგი წიგნი მუდამ სჯობს კომპიუტერს,კომპიუტერი ისაა რაც რაღაც მომენტში მაინც გაბეზრებს თავს,კარგი წიგნი კი არასდროს

    • აბსოლუტურად გეთანხმები! დღემდე ვერ მომბეზრდა მაგალითად “ოსტატი და მარგარიტა” :)

  3. დოსტოევსკის დონის მწერალი უნდა იყო, რომ აღწერო, როგორი შედევრია “ძმები კარამაზოვები” :) ორი საუკუნის წინ ცხოვრობდა და ორი საუკუნით უსწრებდა საზოგადოებას.
    ბულგაკოვი – ძალიან მოკლედ- გენიოსია :)
    ოღონდ… რაღაც ფობია-ფილიებში ნუ ჩამომართმევთ და… რუსულადვე, ორივე მწერალი, რუსულად აუცილებლად :)

    • რას ნიშნავს ეს “რუსულად”? სიმართლე გითხრა ვერ მივხვდი რა იგულისხმე:)

      • რუსულად, ანუ რუსულ ენაზე წაკითხვა ჯობია -მეთქი, ქართულად ნათარმგნის წაკითხვას :)

  4. აა, რა თქმა უნდა! “ოსტატი და მარგარიტა” მინდა რუსულად რომ წავიკითხო. დოსტოევსკს კი ნაღდად ვერ გავქაჩავ ჩემი რუსულით:დ

რას ფიქრობ შენ?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s