დღიური

           13 აპრილი 2012

                  მოწყალების მთხოვნელნი. არ მიყვარს სიტყვა მათხოვარი. ჩემს ქალაქში ეზოებში იშვიათად დადიან . დღეს იყვნენ ორნი. ერთი, პატარა ეტლში იჯდა. ფეხები არ ჰქონდა და სახეც… მოკლედ ვერ შევხედე. მეორე, ვინც ეტლით მოაგორებდა ასე ოციოდე უსუფთაო ყმაწვილი იყო. ეზოში ბავშვებმა ეტლში მჯდომი რომ დაინახეს ტირილით შეცვივდნენ სადარბაზოში. შეგვეცოდაო მერე მითხრეს. ორი ნაჭერი პური ყველას გვაქვს სახლში და ნუ იფიქრებთ, რომ ეს მათთვის ცოტაა. ვისაც ბავშვები გყავთ, სათამშოები გექნებათ, თუნდაც ცოტათი შელახული. პლუშის ფუტკარი ვაჩუქე პატარას. წარმოუდგენელია იმის გადმოცემა რამდენად იყო გახარებული. სინამდვილეში სათამაშოების გაჩუქება არასოდეს მომსვილია აზრად. როგორ ვცდებოდი.  მახსოვს, თამის პოსტმა  მიბიძგა ამისკენ  და მინდა მადლობა ვუთხრა მას იმ ბავშვის გახარებისთვის.

          როცა ვიღაც მოწყალებას თხოულობს, იცით რა მახსენდება? უფრო სწორად როცა მოწყალებას  გავცემ. ეს არის მომენტი „ძმები კარამაზოვები“-დან, სადაც ერთი არცთუ სახარბიელო რეპუტაციის მქონე ახალგაზრდა ქალი-გრუშენკა- ყვება იგავს:“ერთი ძალიან წუწკი დედაბერი გარდაიცვალა და ჯოჯოხეთის კუპრში იტანჯებოდა. მისი მფარველი ანგელოზი ფირობდა რამე კარგი გაეხსენებინა მისი, რომ გადაერჩინა, მაგრამ ვერაფერი გაიხსენა.

-ხახვი,ერთი თავი ხახვი მაქვს გაცემული-თქვა დედაბერმა-ბოსტანში ყოფნისას მომადგა მათხოვარი და ხახვი მივეცი.

-მაშ, აი შენ ხახვის ფოჩი, მოეჭიდე და თუ ამოგიყანს ამოდი – უთხრა ღმერთმა.

გაუწოდეს ხახვის ფოჩი, მოეჭიდა. ის იყო ამოსვლა დაიწყო რომ აქეთ-იქიდან სხვებმა დაუწყეს დაკიდება. დედაბერმა ყვირილი დაიწყო ჩემია მხოლოდ ჩემიო. ამ დროს გაწყდა კიდეც ფოჩი.“

           13 აპრილი(ისევ)

           ხდება ისე, რომ რაღაცას კარგს აკეთებ, მაგრამ მაინც ცუდად ხარ. დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გრჩება. გგონია, რომ მეტის გაკეთება  შეგეძლო. ეს ალბათ კარგია, მაგრამ არა შენთვის, არამედ მხოლოდ საზოგადოებისთვის. შენთვის კი-არაფერი, აბსოლუტურად არაფერი მოაქვს. ღმერთო, რა ეგოისტი ვარ თურმე. სინამდვილეში ასე სულაც არ ვფიქრობ. მინდოდა ასე მეფიქრა, ძალიან მინდოდა… მაგრამ, არ გამომივიდა.

            14 აპრილი

სოფელში დავრჩი მარტო. სასწაულია ფაქტიურად. სიმშვიდე, მიწის სუნი და ღამე ბაყაყების ყიყინი. ერთი სიტყვით სრულ იდილიამდე ჰამაკი დამაკლდა, დახეული იყო. მაინც სასიამოვნო დღე მქონდა, კარგია რომ წასვლა არ დამეზარა. როგორც წესი დაპირება ვიცი და შესრულება მეზარება მერე, მაგრამ იმდენჯერ დავპირდი ჩემს რძალს მოვალ მეთქი, რომ ტეხდა არ წასვლა.

სამწუხაროდ ოთახში შუქი არ მქონდა, ცივილიზაცია მოიკოჭლებს სოფლებში 😀 ამიტომ, ჩანაწერის გაკეთება ტელეფონის შუქზე მომიხდა.

ყველაზე მთავარი იცით რა იყო? თორმეტ საათს რომ გადასცდა ეს იყო უკვე 15 აპრილი, ქრისტე აღსდგა! (თავგადაკლული მომრწმუნეობით შეიძლება არ გამოვირჩევი, მაგრამ გულწრფელად მიხარია შობისა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულები).

          17 აპრილი

          ისევ სოფელი, ისევ სასაფლაო. ამჯერად მამაჩემის. ვერასოდეს გამოვხატავდი სითბოს მის მიმართ. არამარტო მის მიმართ. გრძნობების გამჟღავნება, სიყვარულის გამოხატვა არ გამომდის. თვითონაც ასეთი იყო. მას ვგავარ ხასიათით.

           18 აპრილი

ფრაზას “მთავარია ბავშვი იყოს ჯანმრთელი” სასაცილოდ ვიგდებთ. რომ იცოდეთ რა მნიშვნელოვანია ბავშვის კარგად ყოფნა. ნეტავ შემეძლოს მათი ავადმყოფობების ჩემზე გადმომისამართება 😦

          27აპრილი

საშინლად დავასრულე დღევანდელი დღე… დასასრულით ვიწყებ იმიტომ, რომ განსაკუთრებული სხვა არც არაფერი მომხდარა. ერთ მეგობარს ვაწყენინე… თითქმის ვერცერთ საკითხზე ვთანხმდებით, ამჯერადაც სხვადასხვა შეხედულებების გამო მოგვივიდა უსამოვნება. ის ფიქრობს, რომ საერთო ინტერესები არ გვაქვს. ასე იმიტომ ამბობს რომ ყველა საკითხზე ურთიერთსაპირისპირო დამოკიდებულება გვაქვს. მე ვთვლი, რომ ეს ბუნებრივია, ესაა „+“ და „-“.

           28 აპრილი

აბა რა გითხრათ, ოცდაშვილი წელია უკვე ვარსებობ. ზოგს ვუხალისებ, ზოგს კი – ვუმწარებ სიცოცხლეს.

         1 მაისი

ეს დღეები ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ, უაზროდ ვჩხუბობ…. ამის გამოსწორება ერთ ადამიანს შეუძლია მხოლოდ:)

        22 მაისი

რამდენი ხანია ჩანაწერი არ გამიკეთებია თურმე აქ… რაღაც დპრესია მაქვს მგონი, მაგრამ არ ვიმჩნევ, როგორც ყოველთვის. ესაა კარგ და ცუდ ხასითზე ყოფნა ერთდროულად 🙂

        23 მაისი

ისევ კარგ და ცუდ ხასიათზე ვარ ერთდროულად 😀 მართვის მოწმობის ბილეთებს უნდა ჩავუჯდე მერამდენედ უკვე. დავიწყებ, დავიზეპირებ მერე დავანებებ თავს. მერე ისეევ. ახლა ისევ ვიწყებ და იმედი მაქვს მივალ გამოცდამდე ამჯერად 🙂

        8 ივნისი

იცით რა ღმოვაჩინე? თურმე ცინიკოსი ვყოფილვარ. მე პირადად არ ვთვლი ასე, მაგრამ უკვე იმდენმა ადამიანმა მიწოდა ცინიკოსი, რომ მგონი დროა დავიჯერო :დ  არა, სინამდვილეში არ ვიცი… ალბათ უბრალოდ ასე გამომდის, თორემ… არ ვარ ცინიკოსი. ალბათ?

იცით, როდის ვწერ? როცა ცუდ ხასიათზე ვარ. ეს კი სულ პატარა რამემ შეიძლება გამოიწვიოს. მაგალიათად, ფბ-ს ფრენდლისტიდან ერთ-ერთი ფრენდის მიერ ერთმა თიტქოსდა უწყინარმა ფრაზამ. მით უმეტეს თუ ეს ადამიანი მეძვირფასება. მერე რა რომ თითქმის არც ვიცნობ.

     17 ივნისი

 ერთი მეგობარი ბიჭი მეუბნებოდა, რომ მინეტი და კუნილინგუსი ყველაზე საშინელი რამეა რაც ადამიანებს მოუგონიათო. დავფიქრდი და მივხვდი, რომ ეს არასწორი წარმოდგენა ძალიან ბევრ ადამიანს (როგორც მამაკაცებს ასევე ქალებს) აქვს. ყველაზე საინტერესო კი იცით რა არის?  კუნილინგუსი “საზიზღრობაა”-ო ამბობენ  და ამ დროს მინეტით ტკბებიან მავანნი.  “ქალი, რომ პირში სიგარეტს ჩაიდებს…” და აქ უკვე პაუზა უნდა გააკეთონ ჩცინებითურთ. მოდი მაშინ მერე ნუღა მოითხოვ რა მინეტს. თუმცა ცოლს მაგას როგორ აკადრებ, წახვალ ბოზებში. იქნებ რამე განსაკუთრებულად საშიში დაავადებითც “დაგასაჩუქრონ”. მერე ეს “საჩუქრი”მეუღლეს მოართვი, რომელიც გაიგებს ბოლოს რაშიც არის საქმე და არაფერი გეშველებათ არცერთს. ადგება და.. გაპატიებს. “რა მოხდა კაცია გაიარაო”. ასეთი ბნელი საზოგადოება გულს მირევს. არა, რაც შეიძლება მალე უნდა წავიდე ამ ქვეყნიდან. წავიდე და არასოდეს, აღარასოდეს დავბრუნდე!

      1 აგვისტო

დღეს უკვე პირველი აგვისტოა. მაგრამ მე იმის დაწერას არ ვაპირებ სად ვიყავი დასასვენებლად ან სად უნდა წავიდე. ორი კვირის უკან ისეთი ქარიშხალი დაგვატყდა თავს, რომ აივანზე გაფენილი სარეცხი თავის ადგილზე რომ დამხვდა დიდ სასაწაულად მივიჩნიე. სეტყვა ბევრჯერ მინახავს და არ შემშინებია, მაგრამ როცა გადაიღო და აივანზე გასვლა შევძელი დავინახე ფესვიანად მოგლეჯილი ხე (ჩემი ავნის წინ ზუსტად) და გზაზე შენობებიდან მოხდილი და გადმოყრილი თუნუქის ფურცლები. ამის დანახვაზე შემეშინდა სერიოზულად. ვიგრძენი, რომ რაღაც საშინელებას გადავურჩით. მადლობა ღმერთს დილის სამი საათი იყო და არ იყო მოძრაობა ქუჩებში, თორემ მსხვერპლს ვერ ასცდებოდა ქალაქი. ვუყურებდი ჩემს ეზოს, სადაც ოთხი ხე დაგაემტვრია ქარიშხალს და ვგრძნობდი, რომ ერთი უსუსური, ნაჭრის ძონძებისგან შეკერილი თოჯინა ვარ. მაშინვე გაითიშა გაზი, დენი, ტელეფონი…   არ ვიცოდით რა გვექნა, რა უნდა გაგვეკეთებინა. იმ დღეს საჭმელი “გარაჟში” ანთებულ “ფეჩზე” გავაკეთე. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ როცა კატასტროფას ტელევიზორში უყურებ ვერ გრძნობ იმ საშინელებას და ძრწოლას რაც სინამდვილეშია.

    25 დეკემბერი

ახალი წელი მოდის ამის დედაც…

24 აპრილი

ღმერთო ჩემო! რამდენი ხანია აღარაფერი დამიპოსტავს ამ ფეიჯზე. მოკლედ, ძალიან ბევრი რაღაც დამიგროვდა სათქმელი და ეხლა არ ვიცი საიდან დავიწყო. მოდი იმით დავიწყებ, რომ მალე დაბადების დღე მაქვს, რაც არც ისე ძალიან მიხარია. ვერ გეტყვით – რატომ. ჩემ უხასიათობას სიბერესთან ვერ დავაკავშირებ. ნუ, ჰო, არ მსიამოვნებს წლების მატება, მაგრამ ამჯერად ყველაფერი არც ისე ცუდად არის. თქვენ წარმოიდგინეთ თაყვანისმცემელიც კი გამომიჩნდა, თუმცა ამაზე პოსტში მოგიყვებით, რომლის დადებაც დღეს მინდოდა და ვერ გამომივიდა. ცოტათი დეპრესიონერა ვარ ამ ბოლო დროს და მგონი ეს ახალ-ახალ პოსტ-ამბებს გამოიწვევს 😀

 10 მაისი

თურმე ძალიან ადვილია ვირტუალურ მეგობარს ირონიულად ელაპარაკო, გული ატკინო და დაიკიდო. მე ასე გამიკეთეს 🙂

28 ივნისი

ჩემ თავს შევპირდი, რომ ამ ფეიჯზე ყოველდღე გავაკეთებ ჩანაწერს. საკუთარი თავის იმედი არ მაქვს და მოდი, თქვენ გქონდეთ :)))))

30 ოქტომბერი

ხომ გითხარით ჩემი თავის იმედი არ მაქვს-მეთქი, გვერდის არსებობა მგონი დამავიწყდა კიდეც, არათუ ჩანაწერის გაკეთება. დეპრესიული ხასიათი როცა შემომიტევს მხოლოდ მაშინ ვწერ. ჩემი ბლოგი არის ერთადერთი მსმენელი ჩემი, რომელთანაც ბოლომდე შემიძლია გულახდილი ვიყო.

7 მარტი

დღეს შვიდი მარტია, ხვალ რვა, ზეგ ცხრა… რატომ უნდა მიხაროდეს ეს რვა მარტი არ ვიცი. როცა მილოცავენ ეგრევე ბავშვები მახსენდებიან ლექებს რომ დააზეპირებინებენ ხოლმე მისალოცად. ეს დღე იმ ქალებს უხარიათ რომლებიც სკამზე მდგრები დალევენ სიყვარულის და მუხლებზე დაჩოქილები კაცების – სადღგრძელოს. თუმცა.. პრინციპში საჩუქრები ცუდი არ არის:)))) და არც სხვა დღეებში ვიტყოდი უარს :)))

 

14 ნოემბერ 2014 წელი

საკმაოდ დიდი დრო გავიდა მას მერე, რაც არაფერი ჩამიწერია დღიურში. ამ დიდ დროში კი იმდენად ბევრი სათქმელი დამიგროვდა რომ ასე ერთად ვერ მოვყვები ყველაფერს. არ მახსოვს, მაქვს თუ არა ნათქვამი, რომ საქართველოდან გაქცევა უკანმოუხედავად მინდოდა. ჰოდა, მინდა გითხრათ, რომ მე ეს გამომივიდა.

Advertisements

6 comments on “დღიური

  1. გადავხედე კარამელკას პოსტებს და ყველგან სექსი!სექსი!სექსი!
    ცხელი ქალია აშკარად და ვნებიანი.
    მმმ…

რას ფიქრობ შენ?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s