უცნაური სიზმარი. არა უფრო კოშმარი!

        მაშ ასე, დავდგი ლობიო.ამ დროს როცა ფანჯრები იორთქლება ბავშვობა მახსენდება.სამზარეულოში რომ ვისხედით მთელი ოჯახი და “კერესინკა” ხრჩოლავდა.მე-დედაჩემის და მეზობლის ქალის ლაპარაკში სწავლას ვცდილობ.თუმცა უნდა ვაღიარო,რომ მათი ლაპარაკი უფრო მეტად მაინტერესებდა:) .

სინამდვილეში პოსტის წერა დავიწყე იმიტომ,რომ მომეყოლა ჩემი უცნაური სიზმარი.მინდა გითხრათ რომ ამ ბოლო დროს უცნაური სიზმრების დეფიციტს ნამდვილად არ განვიცდი.როგორც წესი და ალბათ ყველას,მეც მავიწყდება ხოლმე.ეს სიზმარი იმიტომ დამამახსოვრდა რომ ჩემს დეიდაშვილს მოვუყევი.მოკლედ მირეკავს გია სურამელაშვილი (მადლობა ღმერთო რომ სიზმარი იყო!) და -ვაგზალზე შევხვდეთ,მოდიხარ?(ლოლ). გავედი ვაგზალზე და ჯერ წინა ჩავუარე(ნეტავ რატომ?:/),რა თმა უნდა ვერ მცნობს,პორველად უნდა შევხვედროდი. ამ დროს “მეჩითება” ჩემი ძმა(პიზდეც), აქეთ საქმე ჰქონია. გავყევი საავადმყოფოში,ყოველ შემთხვევაში რაღაც შენობაში შევედით. ისევ მირეკავს გია (ეს,ჩვენი კაცო,სურამელაშვილი:დ) -არ მოდიხარ?მარშუტკებთან გელოდები.ვიწყებ ახსნას რომ არ ვიცი სადაა მარშუტკები,თან ჩემს ძმას გამოვეპარე ამ დროს და გავდივარ შენობიდან. გამოვედი და ვეფეთები გიას(:დ),ამჯერად მცნობს(ღმერთო დამიფარე!),იქვე მეტროში ჩავდივართ(რა რომანტიკულია).ყველაზე საოცარი მეტრო რაც კი მინახავს,ირგვლივ სასწაული სიჩუმე.გამიკვირდა მაგრამ მერე მივხვდი რომ დენი ჩაქრა ამიტომაა ასე(აბა რა:დ). სხვათაშორის ეს გიასაც ვუთხარი (მეცინება ასე რომ ვამბობ-გია,კაი ნაცნობივით). ჰო მართლა,ყველაზე მთავარი არ მითქვამს, კი გიაა სურამელაშვილი,მაგრამ ანრი ჯოხაძეა ამ დროს(დიდი ვერაფერი შეღავათია დამეთნხმეთ)  რატომ ვეძახი გიას,თუ რატომ მგონია გია აზრზე არ ვარ.  -გია,სინამდვილეში სულ სხვანაირი ყოფილხარ და ტელევიზორში რატომ იტყლარჭები ხოლმე? არადა ვუყურებ,ანრია. სამწუხაროდ, ამ კითხვაზე ჩემმა ქვეცნობიერმა პასუხი არ გამცა. რაღაც დეტალები იყო კიდევ,მაგრამ ჩემი მწირი გადმოცემის უნარის გამო გამოვტოვებ:)

why me? why me?

Advertisements

რას ფიქრობ შენ?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s