ჩემი on line მეგობარი

მინდა მოგიყვეთ მეგობარზე, რომელიც სამიოდე წლის წინ გავიცანი ერთ-ერთ საიტზე და გუშინ, რელიგიური აზრთა სხვადასხვაობის გამო გამომიცხადა რომ ჩემნაირ მწვალებლურაზრებიან ადმიანთან ურთიერთობას ვერ გააგრძელებდა. შოკირებული ვარ. იმის მიუხედავად (გარკვეულ მიზეზთა მიზეზების გამო), რომ არასოდეს მინახავს პირადად და არც ართმანეთის ხმა გაგვიგონია(მხოლოდ მიწერ-მოწერით შემოვიფარგლებოდით) ვთვლიდი რომ საკმაოდ კარგად ვიცნობ მას, როგორც ადამიანს. აღფრთოვანებაში მოვყავდი მის იუმორის გრძნობას და არც მე ვუჩივი მაინცადამინც. ჩემთვის არის წარმოუდგენელი, როგორ შეიძლება ამდენი ხნის მეგობრობა ერთი ხელის მისმით წაშალო იმის გამო, რომ მე-ერთ უბრალო მოკვდავს-მაქვს ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი და მართლა საეჭვო კითხვა ჩემს საკუთარ რელიგიასთან დაკავშირებით. იმის გამო რომ მე ხანდახან არ მჯერა საიქიოს არსებობის, შესაბამისად მარხვაც აზრს კარგავს ამ შეთხვევაში იმიტომ, რომ სულის ცხონებისთვის მარხულობ.

ჰო, კინაღამ დამავიწყდა, სტიქაროსანია ერთ-ერთ ეკლესიაში, ინახავს მარხვას და ასე თუ ისე ერკვევა რელიგიაში. თუმცა არ მგონია რომ ეს აძლევდეს მას უფლებას მე როგორც ადამიანს წამართვას არჩევანის უფლება ვიყო მორწმუნე ან-ურწმუნო. არჩევანის თავისუფლება ხომ ყველა ადამიანს აქვს. და კიდევ, დარწმუნებული ვარ ასე არ გადახაზავდა ჩვენს მეგობრობას liveმეგობრები რომ ვყოფილიყავით.

  არა, ჩემი ბრალია რა! ხომ ვიცი:“თუ გინდა ადამიანს წაეჩხუბო რელიგიაზე ან პოლიტიკაზე უნდა ელაპარაკო“-ოჩილა.

მაშ ასე, მის მესიჯს აღარ უნდა ველოდო. თუ მაინც ოდესმე გადმოდგამს ნაბიჯს ჩემსკენ ჩევნი ურთიერთობა არ იქნება ისეთი როგორიც იყო. თუ ადამიანისვის ძვირფასი ხარ ამას მოქმედებით ამტკიცებ და არა სიტყვების რახარუხით. რაც უნდა ეთქვა აქამდე ჩემთვის ის სიტყვები ახლა ნულის ტოლია და აბსოლუტურად უაზრო.

  მივხვდი, რომ On line აგებული ნებისმიერი ურთიერთობა ყალბია. ასე, რომ საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობ. მიმიღე ისეთი როგორიც ვარ ან მიყურე როგორ მივდივარ. ა ბატონო, ჩემი მეორე ლოყა!

Advertisements

12 comments on “ჩემი on line მეგობარი

  1. ავატარით თუ ვიმსჯელებ– მგონი მოვაგენი შენს ბლოგს. ყოველგვარი პირფერობის გარეშე გეტყვი , რომ ზალიან კარგად წერ და უაზროდ ჩამთრევი თხრობის სტილი გაქვს– ისეთი როგორიც მაიძულებს ბლოგი სიამოვნებით წავიკითხო ხოლმე. მოკლედ მომწონს აქაურობა და გისურვებ ბევრი , შენთვის სასურველი და საინტერესო მკითხველი გყოლოდეს ძალიან მალე. 🙂
    რაც შეეხება პოსტს: კარგად მესმის შენიც და იმ შენი ვირტუალური მეგობრისაც. არასდროს არ უნდა იმსჯელო ერთი მაგალითით დანარჩენ შესაძლო სხვა ონლაინ ნაცნობებზე. მერწმუნე ხშირად ონლაინში აღმოჩენილი მეგობრობა უფრო უანგარო და სასიამოვნოა– ვიდრე პირადად გაცნობილი ადამიანების ურთიერთობები. მომწონხარ და წარმატებებს გისურვებ. ჯგუფ BNG ს დაემატე ფეისბუქზე და ბევრ სასიამოვნო ადამიანს იპოვი, განსაკუთრებით მკითხველებს ბლოგისთვის. 🙂

    • კი,მომაგენი და კომენტარისგან მიღებულ სიამოვნებას მაზიარე 😀

      ეს “მეგობრობაც” უანგარო და სრულყოფილი ჩანდა:( უბრალოდ,არც ისე ხშირად ვაბამ ურთიერთობებს საპირისპირო სქესთან ინტერნეტში. უფრო სწორად არც ვაბამ,ეს იყო განსაკუთრებული შემთხვევა და მეორედ აღარც გავიმეორებ. ალბათ 🙂

  2. არ გინდა კიდევ ერთი, მეორე, მესამე ან რა ვიცი მეატასე მეგობარი ? ეგ აზრები და ზოგადად საუბარი არის ჭეშმარიტების მიგნების საშუალება. მას უბრალოდ არ ეყო არგუმენტები, შენთან საურთიერთოდ და წავიდა, სულ ესა…

რას ფიქრობ შენ?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s