როგორ გავხდი მეძავი(ნაწ.1)

            -თანახმა ხარ?

ზურა ფიქრობდა. სერიოზულ სახეზე ყოყმანის ნატამალს ვერ შემაჩნებდით, ალბათ დათანხმდება. ბოლოსდაბოლოს მისი რა მიდის. ფული? ჰმ,მისთვის არც ისე ბევრი…

-კარგი!

არა,რაღაცნაირად მინდოდა უარი ეთქვა. ახლა უკან ხომ არ დავიხევ, ამის გარდა სხვა ოცნებების ასრულებაც შემიძლია. ვფიქრობდი მე და თავს ვარწმუნებდი, რომ ეს პროსტიტუცია კი არა გარიგებაა, და თან ძალიან ჭკვიანური ჩემი მხრიდან. საკმაოდ სიმპათიური მამაკაცია ზურა, მომხიბვლელობას ფინანსური შესაძლებლობებიც მატებს. თმა გაჭაღარავებია. უხდება კიდეც. მომწონს. Continue reading

შენ, როგორც ყოფილი კოლეგა

   

 შენ ფიქრობ,  რომ კარგია, როცა გაქვს სამსახური და უფრო კარგია, როცა მეგობრული და საინტერესო ხალხი გყავს შემოკრებილი. ასე ყოველი დღე განსხვავდება ერთმანეთისგან და ერთფეროვანი, მოსაწყენი აღარაა. შენ სამსახურში წასვლა გიხარია. თქვენ ყველანი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებით. მიუხედავად ამისა განსაკუთრებულად კარგი დამოკიდებულებით გამოირჩევით მთელ კომპანიაში.

  • ერთი ზედმეტად სერიოზული ტიპია, თითქმის მოსაწყენიც კი.
  • ერთი, გამორჩეულად ლამაზი და ამით ყველაფერი ნათქვამია მასზე.
  • ერთი თქვენ შორის ყველაზე ჭკვიანი, რომელსაც ყველა კითხვაზე აქვს პასუხი.
  • ერთი არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობით გამოირჩევა.
  • შენ კი, შენ  ყველაზე მხიარული ხარ. გგონია ყველას უყვარხარ. შეიძლება არც ცდები.

Continue reading

ჩემი პირველი სიყვარული

დიახ, მართლაც რომ უჩვეულო იყო ეს დღე. დღე როდესაც „ის“ პირველად დავინახე. დავინახე და მივხვდი, დიახ, მივხვდი რომ უნდა მყვარებოდა. მართალი რომ გითხრათ მაშინვე ვერ ვიგრძენი, მაგრამ რაც მთავარია  ვიცოდი, რომ მთელი ცხოვრება  მეყვარებოდა. ცოტა მოგვიანებით კი გავაცნობიერე, რომ მე „ის“ მაშინვე შემიყვარდა, მხოლოდ ის იყო, რომ შემდეგღა მივხვდი ამას. ვერ მივხვდი ლაბათ იმიტომ, რომ პატარა და გამოუცდელი ვიყავი. და აი ასე, სრულიად გაუცნობიერებლად მომადგა კარზე სიყვარული. Continue reading

NocHuRa's Official BLOG

რ ე ზ ი უ მ ე

2012 წლის 20 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი
„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის
შესახებ“. კანონი შესაძლებელს ხდის დაინტერესებულ პირსა და
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის
უვადო შეთანხმების დადებას, რომელიც დაინტერესებულ პირს,
სახელმწიფოს სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ, გარემოს
დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სფეროში ჩადენილი
სამართალდაღვევებისთვის პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლებს.
ამასთან, შეთანხმების ხელმომწერი დაინტერესებული პირი, თავისუფლდება
ყოველგვარი ვალდებულებისგან, ჯარიმის ან/და ზიანის ანაზღაურებისგან,
ასევე, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდის
ვალდებულებისგან. კანონი, აგრეთვე, კრძალავს დაინტერესებული პირის
საქმიანობის მაკონტროლებელი ორგანოების მიერ შემოწმებას.

ბატონო პრეზიდენტო, როგორც საქართველოს თავისუფალი მოქალაქე, კი არ გთხოვთ, არამედ მოვითხოვ თქვენგან, რომ ეს კანონი გააუქმოთ და თუ კანონპროექტზე გადახედვა და წაკითხვა გეზარებათ, ჩემი რჩევა იქნება, იქნებ ვინმე “წამკითხველი” დაიქირაოთ, სანამ მსგავს კანონპროექტზე მოგაწერინებენ ხელს.

ვფიქრობ, არც კი იცით რაზე გაქვთ მოწერილი ხელი და თუ იცით, იმედია აცნობიერებთ თუ რამხელა ეკოლოგიური კატასტროფის და საფრთხის წინაშე აყენებთ საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებს!

რაღა დაგიმალოთ, მეგონა გვაშაყირებდა მთავრობა, მანამ…

View original post 826 more words

როგორ გაგრძელდა მეგობრობა on line

თუკი შენ, ახლა, ამ პოსტს კითხულობ, მაშინ წაიკითხე ჯერ ეს პოსტი და შემდეგ განაგრძე, თუ რა თქმა უნდა გაინტერესებს როგორ გაგრძელდა ჩემი და ჩემი on line მეგობრის ურთიერთობა. მიხვდით ხომ გაბრაზებული რომ ვიყავი? ამას წინა პოსტის ბოლო აბზაცი მოწმობს. იმ ადამიანისგან გწყინს ვინც გიყვარს ასე არაა? თუმცა ეს მხოლოდ მედლის ერთი მხარეა. როცა ვწერდი დარწმუნებილი ვიყავი რომ აღარ  გავცემდი ხმას და ასე დავსჯიდი. მაგრამ გულის სიღრმეში მე თვითონ მაინც თუ მჯეროდა ამის ვერ გეტყვით. მაშ ასე, მისგან  წერილი მომივიდა. Continue reading

“ანუ” – ჩემი ტკივილი

ველურული ძროხა

ქართული „გალმურულ-სვეცკი“ საზოგადოება საკუთარი „სვეცკობის“ დასამტკიცებლად იგონებს გარკვეული ტიპის სიტყვებს, რომლის წარმოთქმაც წარმომთქმელს უნდა ანიჭებდეს „გლამურული ველურულის“ სტატუსს. ეს „სვეტსკი“ სიტყვები კი „გლამურული“ საზოგადოების მიღმა დარჩენილ წევრებს საკმაოდ მტკივნეულად წიწკნის ნერვებს. თუმცა სნობს რა დალევს ამ ქვეყნად (ჩვენდა, პატიოსან, „გოიმ“ ხალხთა სამწუხაროდ) და „გლამურული“ საზოგადოების მიღმა დარჩენილი სნობებიც წარმატებით ითვისებენ არასაჭირო და ნერვების მომშლელ სიტყვებს, მაგ.: ანუ! Continue reading

წიგნი VS ინტერნეტი

„უცებ გაითამაშებდა ხოლმე რაიმე მოულოდნელ სახეს და, რაც მთავარია, ეს მას სრულიად არ სჭირდებოდა“

საკმაოდ  ვარ ინტერნეტზე დამოკიდებული. ზუსტად აქედან გამომდინარე დავასკვენი რომ ჩემთვის წიგნი უფრო მნიშვნელოვანი ყოფილა ვიდრე ინტერნეტი. უფრო სწორად მივხვდი. მესამე დღეა რაც დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვები“ დავიწყე. დავიწყე და და ვეღარც მოვწყდი. თუ ადრე უმეტეს დროს კომპიუტერთან ვატარებდი და ოჯახის წევრებს ჩემს გამო შეზღუდული ჰონდათ(:D ) საერთო სარგებლობის კომპიუტერი გვაქვს), ახლა უპრობლემოდ ვთმობ ინტერნეტსივრცეს. ვიცი წიგნი მელოდება. Continue reading