“ანუ” – ჩემი ტკივილი

ველურული ძროხა

ქართული „გალმურულ-სვეცკი“ საზოგადოება საკუთარი „სვეცკობის“ დასამტკიცებლად იგონებს გარკვეული ტიპის სიტყვებს, რომლის წარმოთქმაც წარმომთქმელს უნდა ანიჭებდეს „გლამურული ველურულის“ სტატუსს. ეს „სვეტსკი“ სიტყვები კი „გლამურული“ საზოგადოების მიღმა დარჩენილ წევრებს საკმაოდ მტკივნეულად წიწკნის ნერვებს. თუმცა სნობს რა დალევს ამ ქვეყნად (ჩვენდა, პატიოსან, „გოიმ“ ხალხთა სამწუხაროდ) და „გლამურული“ საზოგადოების მიღმა დარჩენილი სნობებიც წარმატებით ითვისებენ არასაჭირო და ნერვების მომშლელ სიტყვებს, მაგ.: ანუ!

ყველაზე, ყველაზე ნერვების მომშლელი სიტყვა, რომელსაც დიდიან-პატარიანად, მასწავლებლიან-მოსწავლიანად, სნობიან-არასნობიანად (მეტად რთული შემთხვევაა დამეთანხმეთ), აბსოლუტურად ყველა იყენებს ამ დაწყევლილ „ანუს“.

–         გოგო სად ხარ? მალე იქნები? გელოდები.

–         კი მალე. აანუუ ხუთ წუთში მან ვარ რა.

–         ანუ არ მალოდინო ოქეი?

„ანუ“ მოგონილი ნამდვილად არ არის და ძალიან საჭიროცაა, მაგრამ უაზროდ და წარა-მარა „ანუ“-ს ძახილი არ უნდა იყოს მთლად ლამაზი, ასე არაა?

ასე, რომ ძირს უაზროდ გამოყენებული „ანუ”.

Advertisements

20 comments on ““ანუ” – ჩემი ტკივილი

  1. კი მალე. აანუუ ხუთ წუთში მან ვარ რა.
    ამ შემთხვევაში ,,ანუ” აბსოლუტურად სწორადაა გამოყენებული, თუმცა იმაში გეთანხმები, რომ ეს ჩვენი საზოგადოების სენია. პრინციპში ასეთი ,,ჰიტები” ალბათ ყოვეთვის არსებობდა…

    • კი ეგ სწორადაა, “ანუ არ მალოდინო” უადგილოა.:)

      ხანდახან როცა საჭიროა “ანუ”, შეგნებულად ვარიდებ თავს და სხვა სიტყვას ვიყენებ ამ “გაპაპსავების” გამო:)

      • მოკლე და პრაქტიკული სიტყვაა, მეტყველებიდან ამოსაგდები ნამდვილად არაა, მაგრამ ეს შენი პოსტი ნამდვილად პრობლემატურ საკითხს ეხება. გააგრძელე სერია: რავი, აუ, ძაან და ა.შ. 🙂 🙂 ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამ სიტყვებს ხმარობენ ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და თვით პრეზიდენტიც კი.

      • ეს სიტყვა ჩემს ნერვებზე სასტიკად მოქმედებს, მით უმეტეს ისაა კიდევ რომ ახლახანს “დამკვიდრდა” და ასე წარა-მარა აკვეხებენ სადაც არაა საჭირო და პირიქით 🙂

  2. ისე ველურული ძროხა უფრო ლამაზია ვიდრე მის მსგავსად facebook_ის ფოტოებიდან ამ ძროხის მიმბაძველი “ძერსკ ტუჩებიანი” “ორიგინალური” ადამიანები……

რას ფიქრობ შენ?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s