ჩემი პირველი სიყვარული

დიახ, მართლაც რომ უჩვეულო იყო ეს დღე. დღე როდესაც „ის“ პირველად დავინახე. დავინახე და მივხვდი, დიახ, მივხვდი რომ უნდა მყვარებოდა. მართალი რომ გითხრათ მაშინვე ვერ ვიგრძენი, მაგრამ რაც მთავარია  ვიცოდი, რომ მთელი ცხოვრება  მეყვარებოდა. ცოტა მოგვიანებით კი გავაცნობიერე, რომ მე „ის“ მაშინვე შემიყვარდა, მხოლოდ ის იყო, რომ შემდეგღა მივხვდი ამას. ვერ მივხვდი ლაბათ იმიტომ, რომ პატარა და გამოუცდელი ვიყავი. და აი ასე, სრულიად გაუცნობიერებლად მომადგა კარზე სიყვარული.

მის გულისცემას დიდი ხანი ვგრძნობდი. ჩემში ვაყალიბებდი მის გემოვნებას. უბრალოდ, ვოცნებობდი მასზე. მე ხომ არ ვიცოდი როგორი იქნებოდა გარეგნულად, ცოტათი მაინც დამემსგავსებოდა თუ არა.

ის უჩვეულო დღე, ასევე უჩვეულოდ დადგა. ისევე მოულოდნელად, როგორც მთლიანად მისი გამოჩენა ჩემს ცხოვრებაში.

მის გამოჩენას უდიდესი ტკივილი ახლდა თან, მაგრამ ყველაფერი დავიწყებას მიეცა  იმ მომენტიდან, როცა მისთვის თვალის მოკვრას ვცდილობდი. შემეშინდა. ხმა არ ამოიღო. ცოტა დრო დასჭირდა იმისთვის, რომ ჩემთვის რამე „ეთქვა“.როცა დავინახე უჩვეულო გრძნობა დამეუფლა, ვერ აღვწერ ისეთი.

მას შემდეგ ცხრა წელი გავიდა. რაც დრო გადის, მით უფრო მეტად ვხვდები თუ რაოდენ მიყვარს იგი. ჩემი გოგონა ახლა ცხრა წლის არის და ის, ჩემი პირველი სიყვარულია.

Advertisements

16 comments on “ჩემი პირველი სიყვარული

რას ფიქრობ შენ?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s