როგორ გავხდი მეძავი(ნაწ.1)

            -თანახმა ხარ?

ზურა ფიქრობდა. სერიოზულ სახეზე ყოყმანის ნატამალს ვერ შემაჩნებდით, ალბათ დათანხმდება. ბოლოსდაბოლოს მისი რა მიდის. ფული? ჰმ,მისთვის არც ისე ბევრი…

-კარგი!

არა,რაღაცნაირად მინდოდა უარი ეთქვა. ახლა უკან ხომ არ დავიხევ, ამის გარდა სხვა ოცნებების ასრულებაც შემიძლია. ვფიქრობდი მე და თავს ვარწმუნებდი, რომ ეს პროსტიტუცია კი არა გარიგებაა, და თან ძალიან ჭკვიანური ჩემი მხრიდან. საკმაოდ სიმპათიური მამაკაცია ზურა, მომხიბვლელობას ფინანსური შესაძლებლობებიც მატებს. თმა გაჭაღარავებია. უხდება კიდეც. მომწონს.

პლასტიკური ოპერაციის მერე დავბრუნდით ჩვენს პატარა ქალაქში. აქამდე სექსი არ გვქონია. ახლა ვნერვიულობ. მოვეწონები? რა სისულელეა, რა თქმა უნდა მოვეწონები. სხვა თუ არაფერი ჩემი ახალი მკერდი მოეწონება. ეს აზრი მახარებს. თითქოს პირველი ღამეა ჩემი – მამაკაცთან. ვღელავ. რამდენი ხანია სექსი არ მქონია? 6 თვე? არა,მეტი. კიდევ კარგ ნერვებზე ვარ. ქმარი, ჩემი პირველი და ერთადერთი მამაკაცი იყო, ზურამ ეს იცის .შეიძლება ამან მოხიბლა. ვინ იცის… კაცებს რას გაუგებ.

მელოდება. რა ვქნა? სასტუმრო ჯობია მაინც, პრველად…

–  ზურა, – ცოტა მივეჩვიე მთელი ამ დროის მანძილზე გვერდით მედგა და უცხოდ აღარ ვგრძნობ თავს – შეგვიძლია ეს ღამე სასტუმროში დავრჩეთ?

ისედაც ხომ ყველაფერი ნათელია, ეს უნდა მომხდარიყო.

პასუხი დადებითია – რა თქმა უნდა. მანებივრებს ყოველ შემთხვევაში ჯერ – ჯერობით მაინც.

მანქანიდან გადასვლას არ ვჩქარობ, მუხლები მიკანკალებს და მგონია, რომ წავიქცევი. ახლა მგონია მეტყვის, რომ:’’არ გაძალებ შენ თუ არ გინდაო’’. მაგრამ არა, დუმს. ნეტავ რაზე ფიქრობს? მომბეზრდა უაზროდ ყოფნა.

– წავიდეთ -კი არ ვთქვი ჩავიჩურჩულე უნებურად.

წელზე ხელს მხვევს და კისერში მკოცნის. ვდუნდები, მისი ხელი რომ არა ნამდვილად ჩავიკეცები.

უკვე ნომერში ვართ. აღარ მახსოვს აქამდე როგორ მოვედით. თავისთვის – ვისკის, ჩემთვის კი – მარტინის ასხამს.

– ვისკი დამისხი მეც რა?!

– ხომ არ გადაიფიქრე? – გამომცდელად მიყურებს.

არა, არ გადამიფიქრებია, მაგრამ თავს ისე ვგრძნობ თითქოს რაღაცას ვაშავებ.

–         არა,ცოტას ვნერვიულობ.

მომიახლოვდა ჭიქით ხელში. მკოცნის. რა თბილია. ვისკი სულმოუთქმელად გამოვცალე. გაკვირვებული მიყურებს.

– რა გჭირს? – ისთი მზერა აქვს, თითქოს ჩემს აზრებს კითხულობს.

-არაფერი… ხომ გითხარი, ვღელავ ცოტას – გაღიმებას ვცდილობ. მიღიმის და ჩემს გვერდით ჯდება საწოლზე. ჯერ ყვრიმალს, შემდეგ ყურის ბიბილოს მიკოცნის. სავსე ჭიქას მაგიდაზე დგამს. ისე ვნებიანად მკოცნის, აღმაგზნო. პერანგის ღილები როგორ შემხსნა  ვერ გავიგე. უკვე დავსველდი. სასწრაფოდ ვაძრობ მაისურს. ახლა უფრო თავისუფლად ვარ. ქამრის ბალთას ვეპოტინები. ქვედა საცვლის ამარა დარჩენილს ხელში მიტაცებს და ლოგინზე მაწვენს.

ორგაზმის მოლოდინი მათრთოლებს, რამდენი ხანია არ განმიცდია. მასტურბირება არ ითვლება. რა მოსატანია. მშვენიერ ფორმაშია, საერთოდ სხვანაირი წარმოდგენა მქონდა ამ ასკის ხალხზე სექთან დაკავშირებით. აი მივაღწიე პიკს, მგონი უკვე მიყვარს ეს კაცი. სიამოვნებისგან ცრემლები მომდის. ის ხვდება, რომ ეს სიამოვნებისგან არის  და უაზრო კითხვას – რა გატირებს? – არ სვამს. თვალებს მიკოცნის. ბედნიერი ვარ. არავის უკოცნია ჩემთვის თვალზე. წვრილმანია, მაგრამ ძალიან სასიამოვნო წვრილმანი. ნეტავ შეიძლებოდეს წამების უსასრულოდ გაწელვა. რამდენ რომანში წამიკითხავს ეს. აი ახლა მჯერა რას განიცდიდნენ ჩემი გმირები. სენტიმენტალური გავხდი მომენტალურად.

-ჩემი ბიჭი – ვამბობ და თვითონაც მიკვირს ასე ახლოს რომ ვარ მასთან. დღემდე რაღაც რიდს ვგრძნობდი.

მაგრად მიკრავს. ეს სიტყვებზე მეტია ჩემთვის. მეტირება. კარგად ვარ. არ მინდა ჩემი ცრემლები დაინახოს. მაინც ამჩნევს და მამშვიდებს ბავშვივით.

რატომ მაღვიძებს? – ვაპროტესტებ – ისე ვიქცევი თითქოს ჩემი რამე მართებს. ცუდ ხასიათზე ვდგები როცა მაღვიძებენ, მითუმეტეს სექსისთვის. არა, შევცდი. მკოცნის და აბაზანაში შედის. ახლა ხომ არ დავიძინებ? ვდგები და მეც აბაზანაში ვიჭყიტები. არ შევმცდარვარ, კარგ ტანზეა, ეტყობა თავს უვლის. ფეხაკრეფით ვიპარები შიგნით. უფ,კიდევ კარგი არ ვჩანვარ.კბილებს მაინც გამოვიხეხავ. კაბინაზე ვუკაკუნებ.

ისე ამიტაცა თავი პლუშის მეგონა. არა, აბაზანაში სექსს არ გირჩევთ, ძალიან მოუხერხებელია. ფეხი ცურავს, რამდენჯერმე გადავრჩით დაცემას. აბაზანაში ორალური ჯობია,გადავწყვიტე უცებ. მინეტის დროს მე ვრჩები ყოველთვის დაუკმაყოფილებელი, ამიტომაც არ მიყვარს. წინ კიდევ ერთი სიურპრიზი მელოდა. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა კუნილინგუსზე რომ გადავიდა.ყველამ ვიცით და ხმამაღალი ნათქვამიც არ გამომივა თუ ვიტყვი,რომ ქართველები  ძალიან აზიატები არიან ამ მხრივ.ნუთუ ვერ ხვდებიან რა სიამოვნებას გვაკლებენ. ნეტარებიდან ვეღარ გამოვდიოდი.

– დღეს თავისუფალი ვარ, წავიდეთ სადმე?

– თუ, დავრჩეთ და საწოლიდან არ ავდგეთ? – ვთავაზობ და ჩემი თავის მიკვირს. როდიდან გავხდი სექს მანქანა?!

Advertisements

24 comments on “როგორ გავხდი მეძავი(ნაწ.1)

  1. აუ რა მაგარიააა, კარამელოოო ძალიან მომეწონა და …ალბათ მეორე ნაწილში ხდება მეძავი??? აქ ჩვეულებრივი ქალია და:(:)

  2. ბრავო ! 🙂 არაფერი ზედმეტი, ყველაფერი მსუბუქად, ბუნებრივად წერია… არავითარი ზედმეტი და გადაპრანჭული სტილი (რაც მოდაშია ახლა). მოკლედ, კარგად იკითხება 🙂

  3. “.ნუთუ ვერ ხვდებიან რა სიამოვნებას გვაკლებენ. ნეტარებიდან ვეღარ გამოვდიოდი.”
    ეს საკუთარი გამოცდილების გაზიარებაა თუ?

რას ფიქრობ შენ?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s