შენ, როგორც ყოფილი კოლეგა

   

 შენ ფიქრობ,  რომ კარგია, როცა გაქვს სამსახური და უფრო კარგია, როცა მეგობრული და საინტერესო ხალხი გყავს შემოკრებილი. ასე ყოველი დღე განსხვავდება ერთმანეთისგან და ერთფეროვანი, მოსაწყენი აღარაა. შენ სამსახურში წასვლა გიხარია. თქვენ ყველანი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებით. მიუხედავად ამისა განსაკუთრებულად კარგი დამოკიდებულებით გამოირჩევით მთელ კომპანიაში.

  • ერთი ზედმეტად სერიოზული ტიპია, თითქმის მოსაწყენიც კი.
  • ერთი, გამორჩეულად ლამაზი და ამით ყველაფერი ნათქვამია მასზე.
  • ერთი თქვენ შორის ყველაზე ჭკვიანი, რომელსაც ყველა კითხვაზე აქვს პასუხი.
  • ერთი არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობით გამოირჩევა.
  • შენ კი, შენ  ყველაზე მხიარული ხარ. გგონია ყველას უყვარხარ. შეიძლება არც ცდები.

აი, შენი მაგიდის მოპირდაპირე მაგიდასთან  ზედმეტად სერიოზული ტიპი ზის, თითქმის მოსაწყენიც კი. ასეთ ადამიანებს ვერ იტან. მაგრამ ამის მიუხედავად ერთ დღეს ის, არ მოვა სამსახურში და უსაზღვროდ მოგენატრება. შემდეგ, ისევ მოდის  და გიკვირს,  როგორ შეიძლებოდა მოგნატრებოდა ეს უჟმური
ტიპი.

კოლექტივში ყველაზე ლამაზ გოგოს, კოლექტივის თითქმის ყველა მამრი თვალებს უჟუჟუნებს, თუმცა მხოლოდ ერთჯერადი(ან თუნდაც მრავალჯერადი) სექსისთვის თუ გამოიყენებ მას, რადგან დიდად ინტელექტს ვერ მოჰკითხავ. ამჯერად მას ბოიფრენდი ჰყავს და არაფერი გამოსდით. ასევე მოდის უკანასკნელ ტენდენციებზე მოგაწვდით უახლეს ინფორმაციას.

ყველაზე ჭკვიანი გოგონა თითქმის ისეთივეა, როგორც ზედმეტად სერიოზული ტიპი. ყოველთვის „ნაცრისფერი“ და შეუმჩნეველი. ერთმანეთს კარგადაც უგებენ. ეჭვი გვაქვს რომ მათ შორის სასიყვარულო ძაფები აიხლართება. შეიძლება ახლართულიც არის და გვიმალავენ, მაგარმ არ მგონია, ორივე ძალიან უნიჭო მსახიობია საიმისოდ რომ რამე გამოგვაპარონ.

ყველაზე კარგად უგებ იუმორის ნიჭით დაჯილოდოებულ ახალგაზრდას. ვინც გამხიარულებს მასზე დადებითი განწყობა გრჩება. გგონია რომ უყვარხარ, რადგან ასე გინდა რომ იყოს. არადა მოგწონს მაინც თუ არა მაგასაც ვერ იტყვი. ერთი სიტყვით  შენ და ‘იუმორის მამა’ასულდგმულებთ  მთელს შემადგენლობას.

შენ გგონია მათთვის შეუცვლელი ხარ და რამეს წარმოდგენ. სანამ ერთ დღეს არ დატოვებ სამსახურს და შემდეგ, ყოფილი თანამშრომლების სანახავად „აქვე ვიყავი“-ს დროს შეირბენ. გგონია ვერ იპოვიდნენ შენს ღირსეულ შემცვლელს. იქ კი… იქ, შენი შემცვლელი იუმორის ნიჭით დაჯილდოებულ ახალგაზრდას ემასლაათება, ზედმეტად სერიოზული ტიპიც კი იღიმის მისი შემხედვარე. შენ კი მხოლოდ მოგიკითხეს, არა ვერ იტყვი რომ არ გაუხარდათ შენი დანახვა მაგრამ… მოკითხვის მერე ისევ სამუშაოს მიუბრუნდნენ…. და შენ ხვდები რომ ეს ყველაფერი ერთი  დიდი, გულის ამრევი ნაგავია. რომ ამ ქვეყნად არავინ და არაფერია შეუცვლელი.

Advertisements

13 comments on “შენ, როგორც ყოფილი კოლეგა

    • ყოველთვის ასეა, როცა მათთან ერთად ხარ გგონია არ შენ შეუცვლელი და არც ისინი, მაგრამ საკმარისია წამოხვიდე და სადღაა ის ძველი სითბო

    • შემზადებული კი ხარ და იცი უკვე, მაგრამ არ მგონია ეს იმ ტკივილს ანელებდეს:) იქნებ ვცდები კიდეც, რა ვიცი…:)

რას ფიქრობ შენ?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s