როგორ გავხდი მეძავი(ნაწ.2 დასასრული)

პირველ რიგში,სანამ კითხვას დაიწყებთ მინდოდა მეთქვა, რომ მგონი სათაური საერთოდ არაა კავშირში მოთხრობასთან. რას ფიქრობთ? გადავარქვა სახელი? ყოველთვის მიჭირდა სათაურის შერჩევა. სწორად შერჩეული სათაური კი, მოგეხსენებათ ნახევარი საქმეა. შემომთავაზეთ იდეები:)

– მშვენიერი აზრია – ჩემი შეთავაზება მოეწონა, – მაგრამ მაგას ღამეც მოვასწრებთ, ვიღაც მინდა გაგაცნო, უფრო სწორად ვიღაცები. ეს დიდი ხანია მინდა.

– ვინები ზურა?

– ჩემები…

სახტად დავრჩი. არა, მე მზად არ ვარ.  ჩვენ ხომ, არც ისე დიდი ხანია რაც ერთმანეთს ვხვდებით. მერჩივნა საიდუმლოდ დარჩენილიყო ჩვენი ურთიერთობა. თუმცა ამ პატარა ქალაქში რას დამალავ… არადა უნდა მიხაროდეს ხომ? ე.ი სერიოზულად მიყურებს ამ ყველაფრის მერე.

– მერიდება რა… სხვა დროს იყოს კაი?

– ამ საღამოს მაიას დაბადების დღეა, თან გაგაცნობ კიდეც ყველას.

არ მიყვარს ასეთი სიტუაციები. ყველა მე მომაშტერდება, ვინაა ზურას „ნაშა“ აბა ერთი თვალი მოვკრათო, ფუფ!

– ბევრი ხალხი იქნება? – ოღონდაც არა, რა! რესტორანში ცოტა ხალხი იქნება აბა?!

– არა. ჩემი სიძე, ნათელა და გიო. მაიაც, თავისთავად.

აჰა,ექსმეუღლეც უნდა გამაცნოს. რაც არის არის.

– მზად რომ არ ვარ? – მაინც მიზეზს ვეძებ.

– მთელი დღე წინ არ გვაქვს?

ვდგები და მთელი ტანით ვეკვრები, მინდა რეალობას გავექცე…

– ზური! – მახსენდება უცებ.

– ჰოუ.

– მმმ… ხომ არავისთვის გითქვამს? – მრცხვენია.

ისე შემომხედა ენაზე ვიკბინე.

– არც ეტყვი? არც ძმაკაცებთან არ იმარიაჟებ? – სადაცაა ავღრიალდები.

– სოფი, შეურაცხყოფას მაყენებ მაგ სიტყვებით, ნუ ღელავ, ჩემთან იმიტომ ხარ რომ ერთმანეთი გვიყვარს, გასაგებია? – თვალს მიკრავს.

მაშინ კიდევ არაუშავს, თამამად შევხედავ ხალხს თვალებში. ღმერთო, ვის ვატყუებ…

დღე უცებ გავიდა და საღამო საშინლად მალე დადგა. ჩემი წამების საღამო…

– როგორ გამოვიყურები?

-სუპერ!

მაინც რა მაგარი კაცია, ვგიჟდები ისე მომწონს. მაგრამ ამას მაინც ვერ დავარქმევ  სიყვარულს. ვცდილობ ფეხი არ ამერიოს, მაგრამ რაც მეტს ვცდილობ უფრო ბატივით დავდივარ. ალბათ ესენი არიან – გავიფიქრე. მართალი აღმოვჩნდი.

„ექს“- ი კარგად გამოიყურება,  მოვლილი და ახალგაზრდულია. თბილად მიმიღო ჩემდა გასაკვირად. ყველაზე მეტად რასაც არ ველოდი ის იყო, რომ მაიას – ზურას შვილს, ალექსს – მაიას ქმარს და გიოს – მათ შვილს ვიცნობ. მოვიკითხე. გავწითლდი. მეზობლები ვიყავით სანამ ქმარს დავშორდებოდი. უხერხულად ვიგრძენი თავი. ვიცოდი, მათ უკვე იცოდნენ ჩემ შესახებ და მე კიდევ ასე უცებ შევეფეთე. ყოველთვის მეგონა, რომ ალექსს მოვწონდი.

სიტუაცია მაგიდასთან ძალიან მოსაწყენი იყო. ისეთ თემებზე საუბრობდნენ კინაღამ ჩამომეძინა. ძირითადად კაცები საუბრობდნენ, მაია და დედამისი კი დიდი გულისყურით უსმენდნენ. შეიძლება ჩემთან ლაპარაკს მათი მოსმენა ერჩივნათ უბრალოდ. ამასობაში საერთო ენა გიოსთან გამოვნახე, რაც დიდად არ მოეწონათ დედას და ქალბატონ ბებიას. სახლში მინდა! ამათ ლაპარაკში მთელი ბოთლი შამპანური შემომეცალა.

საპირფარეშოში გასვლისას დიდი ძალისხმევა დამჭირდა რომ სწორად მევლო. გამოსვლისას კინაღამ ალექსს შევასკდი.

– ვაი,ბოდიში – მეცინება, საკმაოდ მომკიდებია ალკოჰოლი.

– არაუშავს – მიღიმის და მიყურებს, წასვლას არ ჩქარობს თითქოს.

– მომენატრე – მეუბნება და ყურებს არ ვუჯერებ, ასე უცებ, ასე გახსნილად… მოკლედ მაგრად დავიბენი. მაგრამ დავასკვენი რომ მომეჩვენა, თუმცა გაწითლებას ვერაფერს ვუხერხებ და სახეზე დამეწერა, რომ კონპლიმენტი მესიამოვნა.

ვდგავართ და ერთმანეთს ვუყურებთ.

კორიდორში ზურა გამოჩნდა, ალბათ ძალიან დავიგვიანეთ.

– როგორ ხარ პატარავ? – წელზე ხელი მომხვია და ეჭვნარევი მზერა ესროლა ალექსს – ვიფიქრე ცუდად ხომ არ არის – მქთქი.

– ვლაპარაკობდით… – არ მინდოდა თავის მართლება გამომსვლოდა, მაგრამ ზუსტად ასე გამომივიდა.

მივხვდი  არ მოეწონა… ალბათ გრძნობს ჩვენს შორის რაღაც უხილავი რომ არის…

–   ხომ არ წავიდეთ? – ვეჩურჩულები და ბიბილოზე ვკბენ.

დგება და ხელს მკიდებს, პატარა ბავშვივით მივყვები. მეჩვენება  რომ უხეშად მექცევა და ვიბუსხები.

– ჩემთან წავდეთ?

– ხომ იცი უარის თქმის უფლება არ მაქვს.

– ვიცი – იცინის.

არ მომწონს ეს ნახევრად ხუმრობა. საშინელ ხასიათზე ვდგები. მარტო მინდა ყოფნა.

– რა გჭირს, ვიხუმრე.

– ვითომ? მაშინებ რაღაცნაირად.

– ჩემი მშიშარა გოგო.- წეღანდელი უკმაყოფილების აღარაფერი ეტყობა, მაგრამ ახლა მე მკითხოს?!

– როცა ნასვამი ვარ ასე ნუ იხუმრებ კაი? – ოოხ, ისევ ცრემლები. წესვრად ვერ დამილაპარაკია, ეგრევე ცრემლები მახრჩობს.

– როდის უნდა გაიზარდო? ა ?

– რა შუაშია ეგ!

– ძალიან პატარა

– და საყვარელი – აყოლებს

– გააჩერე!

– რატომ?

– რატომ? – ვუბრუნებ კითხვას და ხელს შარვალში ვუცურებ, თუმცა ჟიმაობის ხასიათზე ნაღდად არ ვარ.

მანქანას არ აჩერებს. მკიდია. შარვალს ვუხსნი და მისკენ ვიხრები. ნეტავ ვინმეს გაუკეთებია მისთვის მინეტი მანქანაში? ალბათ კი. რა მნიშვნელობა აქვს, ჩემთვის პირველია. აჩერებს. აი, არც მანქანის კაპოტზე მქონია სექსი. შიშობ რომ ვიღაც დაგინახავს და ეს უფრო აღგაგზნებს.

– არ შემოხვალ? – ვეპატიჟები ჩემთან, მისსავე ბინაში.

– არა,დასივენე. ხვალ მეც ბევრი საქმე მაქვს. საღამოს გამოგივლი.

რა კარგია მარტოობა ხანდახან. ძალიან დავიღალე. მომშივდა კიდეც უკვე. პიცის მოლოდინში კომპიუტერს ვრთავ და შემოსულ მესიჯებს სულმოუთქმელად ვკითხულობ. ორი დღეა არ შევსულვარ ინტერნეტში. მაიკლის მესიჯები დამხვდა.  მაიკლი ერთ – ერთ საიტზე გავიცანი რამოდენიმე წლის წინ. ძალიან დავუახლოვდი, მან ყველაფერი იცის ჩემ შესახებ, ისევე როგორც მე – მასზე. ახლა აპირებს საქართველოს ესტუმროს და მეკითხება – საშიში ხომ არ არის, ქუჩაში თავდასხმების სტატისტიკა როგორია ქვეყანაში და ა.შ. ძლივს დავარწმუნე რომ საშიში ქვეყანა არაა. იქნებ მოვახერხო მისი ნახვა? ბოლოსდაბოლოს ამდენი ხანია ვიცნობ და არც ხმა გამიგია  მისი  და შესაბამისად არც ნანახი მყავს. ძალიან მაინტერესებს რეალურად როგორია. ჩემზე ათი წლით პატარაა, ოცი წლის არის. როცა ველაპარაკები ვერც კი ვგრძნობ ამას, თუმცა რაღა მნიშვნელობა აქვს, მთავარი ისაა, რომ არაჩვეულებრივი ადამიანია. პარადოქსია, მაგრამ  ჩემზე მეტი სექსუალური გამოცდილება აქვს მას,  ოცი წლის ლონდონელ ბიჭს. ხანდახან მეშინია, რომ მაიკლი, როგორც მამაკაცი მომეწონება და ეს ყველაფერს გააფუჭებს. არ მინდა ერთი სექსუალური აქტის გამო მეგობარი დავკარგო.  მეგობრობის მეტის შეთავაზებაც არ შემიძლია ასაკში სხვაობის გამო. რა ძველმოდური ვარ არა? ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ინტერნეტში გაცნობილ ადმიანს ვხვდები რეალურად. ღმერთო ჩემო, თავი თექვსმეტი წლის მგონია,რაღაც ბევრი რამ ხდება “პირველად”. არაუშავს, ვიმშვიდებ თავს,ბოლოსდაბოლოს ჩემი ასაკის ქალიშვილები არსებობენ და თან არც ისე ცოტა.გამოცდილებაზე მათ  რაღა უნდა თქვან.

მაიკლს ჩემი მობილურის ნომერი დავუტოვე და დასაძინებლად დავწექი. ჩემი და მაიკლის შესახებ ზურასთვის არაფერი მითქვამს, ვგრძნობ არ მოეწონება.

ზურამ გასაფრთხილებლად დამირეკა, უამრავი საქმე აქვს დღეს და საერთოდ ვერ მოიცლის ჩემთვის. არც კი ვიცი ხალ რა ვაკეთო, მთელი დღე ლოგინში ვინებივრო თუ სადმე წავიდე. აბაზანაში შევედი და იმედი მქონდა იქ მაინც მომივიდოდა რაიმე საინტერესო იდეა.

ლოსიონს, როგორც წესი, ოთახში ვისმევ ხოლმე. ჩვეულებისამებრ, პირსახოცი თავზე დავიმაგრე და ოთახში შიშველი გამოვტანტალდი. გამოსვლა და ჩემი ადგილზე გაშეშება ერთი იყო. დივანზე, ვითომც არაფერი, ალექსი იჯდა…

ისე ვიყავი გაოგნებული, რომ მხოლოდ რამოდენიმე წამის შემდეგ მოვიფიქრე მოსაცმელად უკან შევარდნა.

–  რამე მოხდა? – ვიფიქრე ზურას დაემართა რამე.

– არა, არაფერი. ისე შემოგიარე, ხომ გითხარი მომენატრე მეთქი, მართლა მომენატრე.

– ზურამ იცის აქ რომ ხარ? – არ შევიმჩნიე მისი ნათქვამი.

–  კი, თვითონ მთხოვა მენახე და მეკითხა რამე ხომ არ გინდა.

ისეთი სახე მქონდა, რომ მაშინვე დაამატა:

– რა, არ გჯერა? აბა, გასაღებს ვინ მომცემდა?

ვუსმენდი და ვერ ვიჯერებდი. ერთი სიტყვით საშინელ ხასიათზე დავდექი. ის კი, იჯდა და მიყურებდა გაღიმებული.

–  ზურა ხვალ საღამომდე ვერ მოიცლის, არ გინდა სადმე წავიდეთ? მე და შენ – დააყოლა იდუმალი, ინტიმნარევი ხმით.

– არა, არ მინდა. არაფერი მინდა – ვეცადე ხმა არ ამკანკალებოდა, თუმცა არ გამომივიდა.

მაიკლი ვინატრე. ჩავეხუტებოდი და აღარასოდეს მოვშორდებოდი. ის ერთადერთია, ვისაც გულწრფელად, ყოველგვარი ბინძური აზრების გარეშე ვუყვარვარ, ამაში დარწმუნებული ვარ.

   ალექსთან ზუგშექცევით ვიდექი, როგორ მომიახლოვდა ვერ გავიგე. ხელები მომხვია და კისერზე მაკოცა. შევცბუნდი, მისგან გათავისუფლებას ვეცადე, მომეჩვენა რომ ჩემს გაშვებას არ აპირებდა. ძალიან შემეშინდა… ის იყო  კივილის ატეხა დავაპირე, რომ გამიშვა კიდეც ხელი. შეშინებული სააბაზანოში შევიკეტე.

– სოფი, მაპატიე, არ მინოდა შენი შეშინება…

– გთხოვ, წადი…

– კარგი, მივდივარ.

გავიგონე  როგორ დაეცა გსაღებების ასხმა მაგიდაზე და მას კარის ჯახუნიც მიჰყვა.

რამოდენიმე საათის შემდეგ ტელეფონმა დარეკა, მაიკლი იყო. ისე არავინ მჭირებოდა ახლა როგორც ის. ჩამოსულა უკვა თბილისში და მე მელოდება. შევპირდი ორ საათში მანდ ვიქნები მეთქი და სასწრაფოდ დავიწყე მზადება. სანამ ჩავალ დასვენებასაც მოასწრებს.

მომხდარის გამო ძალიან აღელვებული ვიყავი და ცრემლები მახრჩობდა. ყველაზე ძალიან რას განვიცდიდი დანამდვილებით ვერ გეტყვით. იმას, რომ ზურამ ალექსს ჩემი ბინის გასაღები მისცა და ასეთი მან რაღაც გამიკეთა, თუ თავად ალექსის საქციელს. რაც დანამდვილებით ვიცოდი ის იყო, რომ ერთადერთი ვინც მჭირდებოდა მაიკლი იყო, მეგობარი რომელიც გვერდში დამიდგებოდა და დამამშვიდებდა. ის ერთადერთი იყო ვინც გამიგებდა და ყველაფრის მიუხედავად ვეყვარებოდი.

ზუსტად ოთხ საათზე სასტუმროს ფოიეში ვიყავი და მის გამოჩენას ველოდი. ჩემი რეაქცია მის დანახვისას გაკვირვება იყო, რაც მისმა სიმაღლემ გამოიწვია. ბევრად დაბალი მეგონა. ვერაფრის თქმა მოვახერხე, უბრალოდ ჩავეხუტე და ავტირდი.  შევატყვე, ასეთ რეაქციას არ მოელოდა. კარგა ხანს არცერთს ამოგვიღია ხმა, ვიდექით შუა ფოიეში და ერთმანეთს ვუყურებდით. ბოლოს მოვკიდე ხელი და გარეთ გამოვიყვანე. ერთი სული მქონდა ყველაფერი დაწვრილებით მომეყოლა და არ ვიცოდი საიდან დამეწყო.

ღამე მასთან დავრჩი, გვერდიგვერდ გვეძინა. რა თქმა უნდა როგორც მეგობრებს. მაიკლი ორი კვირით ჩამოვიდა, დღეს პირველი დღე იყო, მაგრამ უკვე მაწუხებდა ის ამბავი, რომ ის უნდა წასულიყო…

მეორე დღეს, მასთან ერთად დავბრუნდი. პირდაპირ ზურას მივადექი სამსახურში და გამოვუცხადე: – მაიკლი სანამ აქ იქნება ჩემთან იცხოვრებს-მეთქი. და ამის მერე გავაცანი ერთმანეთს. ზურას ჩემს გასაკვირად წინააღმდეგობა არ გაუწევია, ალბათ ძალიან კატეგორიული ტონი მქონდა. თუმცა უნდა ავღნიშნო, შევატყვე არ მოეწონა მაინცდამაინც. ამ საუბარში ალექსი შემოგვესწრო. ზურასთან მუშაობს. მთელი გუშინდელი ამბავი გონებიდან ამოვარდნილი მქონდა და ახლა, მისმა გამოჩენამ ადგილზე მიმყინა. ზურამ, რადგან მე არანაირი რეაქცია არ მქონდა ალექსის დანახვაზე, მაიკლი გააცნო. მაიკლმა ზიზღით ჩამოართვა ხელი. საშინელ ხასიათზე დავდექი.

– დავიღალე, ჩვენ წავალთ.

–  საღამოს გამოგივლი, სადმე წავიდეთ. სტუმარს საქართველო ვაჩვენოთ – ირონია გაერია ხმაში.

–  კარგი – არ შევიმჩნიე, ერთი სული მქონდა იქაურობას გავცლოდი.

მაიკლი ორი კვირის შემდეგ წავიდა. ეს იყო უბედნიერესი ორი კვირა ჩემთვის. წინა დღეს ზურამ გამოსამშვიდობებელი საღამო მოაწყო, ალბათ ბედნიერი იყო თავიდან რომ იშორებდა. მგონი ეჭვიანობდა კიდეც.

ის წავიდა და თავი ძალიან მარტოსულად ვიგრძენი.

საღამოს, ისევ ცუდ ხასიათზე ვიყავი მაიკლის წასვლის გამო, ზურამ შენთვის სიურპრიზი მაქვსო სადღაც წამიყვანა. ეს „სადღაც“ მისი სახლი აღმოჩნდა. აქამდე ნანახი არ მქონდა, უზარმაზარი სახლი ჰქონია. ყველა მსხური მოიხმო და ჩემი თავი გააცნო

– მარგო – მიმართა ოდნავ ჩასუქებულ, სასიამოვნო სახის ქალს –  გაიცანით ჩემი საცოლე, ამ სახლის მომავალი დაისახლისი.

რა თქმა უნდა გაკვირვება არ შევიმჩნიე და მათი გასვლის მერეღა ვკითხე:

– რა იყო, გიტყდება შენი საყავრელი რომ ვარ? – დავცინე.

– რა?

– ჰო…

– მე.. შენს გამო ვთქვი ასე… – ძალიან უბრალოდ და მართლად გამოუვიდა და გულის სიღრმეში თავი დამნაშავედ ვიგრძენი.

– ჰმ, ჩემს გამო რატომ? მე სულაც არ მიტყდება, რაც სიმართლეა – სიმართლეა – თავის მხიარულად დაჭერას ვცდილობ არადა ტირილი მინდა. უბრალოდ ჩხუბის მიზეზს ვეძებ, ვის ვეჩხუბები ეს უკვე სულ ერთია.

მისი კოლოფიდან სიგარეტს ვიღებ და ვუკიდებ. იცის რომ არ ვეწევი, არც ვეწევი. მხოლოდ მისი პროვოცირება მინდა, მინდა როგორმე მოვშალო. ნაფაზს ვარტყამ და გამომწვევად ვყურებ. გვვედით მომიჯდა, გაბრაზების არაფერი ეტყობა. სიგარეტს მართმევს, ერთ ნაფაზს თვითონ არტყამს და მიბრუნებს. დავიხარე, არ მინდოდა აცრემლებული ჩემი თვალები ენახა, სიგარეტი საფერფლეში ჩავსრისე. მოულოდნელად ჩამეხუტა.

–  კარგი, დამშვიდდი. მე – მიყვარხარ! – ისეთი თბილი ტონითმითხრაბურთი ყელში მომებჯინა. საკუთარ თავზე გავბრაზდი, ადამიანის დაფასება რომ არ ვიცი. ერთი კვირაც და ჩვენს  „კონტრაქტს“ ვადა გასდის. ეს არის ჩვენი  ერთად ყოფნის ბოლო კვირა.

თითქოს ჩემი აზრები წაიკითხა, მეუბნება:

– იცი, ეს ხომ ბოლო კვირაა ჩვენი არა?

–  ….. ?

– ხოდა ვიფიქრე, მოკლედ, პარიზზე რას იტყვი?  ვიფიქრე ეს კვირა იქ ხომ არ გავატაროთ – მეთქი.

– ეს, ქრთამია?

–  კარგი, კარგი, მე უბრალოდ შემოგთავაზე, თუ არ გინდა არანაირად არ დაგაძალებ – დაღლილი ხმით მითხრა. შემეცოდა, როგორ დავღალე.

– კარგი! წავიდეთ, მაპატიე…

გადაწყდა, ხვალ დილით პარიზში მივფრინავთ.

პარიზში გატარებული დროის მოყოლით თავს აღარ შეგაწყენთ. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ როცა მასთან ერთად ხელიხელჩაკიდებული უმიზნოდ დაბოდიალობდი პარიზის ქუჩებში მე მივხვდი – ის იყო „ის“ ვინც მიყვარდა. ამის აღიარება საკუთარ თავთან ძალიან გამიჭირდა.

დაბრუნებისას, მე გადავწყვიტე აეროპორტშივე დავმშვიდობებოდი, იქვე დამესვა წერტილი ჩვენი ურთიერთობისათვის.

– სოფი, ეს ერთი დღეც მე დამითმე კარგი? მხოლოდ ვახშამზე გეპატიჟები, ესაა და ეს.

ამის მეტი არაფერი უთქვამს, არც მე ამომიღია ხმა მთელი ამ დროის მანძილზე. ბოღმა მახრჩობდა, მინდოდა ეთხოვა ჩემთვის, ემუდარა,  მასთან დავრჩენილიყავი. თითქოს ამას ველოდი, მაგრამ არა! როგორც ჩანს მისთვის მხოლოდ თოჯინა, რიგითი გასართობი ვიყავი, რომელიც მაოიწყინა და სანაგვეზე გადააგდო.

-რვაზე „მერიდიანში“ გელოდები –  ესღა მითხრა და ტაქსში ჩამსვა.

არანაირი ვახშამი აღარ მინდოდა, მოშხამული ვიყავი მთელი დღე.

არც საღამოსთვის ვიყავი კარგად, მაგრამ უნდა წავსულიყავი, სხვა გზა არ მქონდა. მინდოდა მალე დამთავრებულიყო ეს დაწყევლილი დღე.

შესვლისთანავე, კოსტუმიანი ტიპი მომეგება და ზურას მაგიდამდე მიმაცილა. აღელვებული მეჩვენა.

– ყველაფერი რიგზეა? – ვკითხე ვალის მოხდის მიზნით.

– კი… დაჯექი – მითხრა და დაჯდომაში მომეხმარა.

თავისთვის ვისკი, ჩემთვის მარტინი შეუკვეთა.

– მისმინე, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა მაქვს შენთან – მითხრა იდუმალი, ძალიან სერიოზული ხმით.

– გისმენ… – რარაცნაირად შევშინდი.

– მინდა, პირველ რიგში იცოდე, რომ ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინათ მივიღე, მაგრამ გუშინ საბოლოოდ დავრწმუნდი მის სისწორეში. გახსოვს, გეუბნებოდი მიყვარხარ – მეთქი, ხოდა ეს სიტყვები მხოლოდ ლოგინისთვის არ იყო ნათქვამი, მე მართლა მიყვარხარ.

ცოტა ხანი გაჩუმდა. არც მე მითქვამს რამე, გული გამალებით მიცემდა.

–  გამომყვები ცოლად?

პ.ს ტექნიკური შეცდომებისთვის ბოდიშს გიხდით 🙂

Advertisements

13 comments on “როგორ გავხდი მეძავი(ნაწ.2 დასასრული)

  1. აუ… არ ვიცი რა დავწერო ბულვარულ რომანს ჰგავს, არადა დასაწყისი და სათაური მართლაც დამაინტრიგებელი იყო..თუმცა ჰეპი ენდ ფინალი ჩემი სისუსტეა, იმედია ცოლად გაჰყვა სოფო ზურას და მაიკლები და სხვა კაცები თავიდან ამოიგდო. თუმც ვისაც ბედნიერი დასასრუ;ი არ უყვარს თავისუფლად შეუძლია ივარაუდოს რომ სოფო ზურას არ გაყვა ცოლად, სექსი ქონდა მაიკლთან, მისი ქვეყნიდან გამგზავრების შემდეგ ზურას შვილის ლოგინში აღმოჩნდა, მისი საწოლიდან კი პანელზე ისკუპა…:)

  2. magari zgaparia, cxovrebashi sxvagvrad xdeba xolme, tan 1 dgeshi aravin getyvis colad gamomyevio da tu getyvis an aferistia da an suleli)))), tan amdeni kacebi ra ambavi iyo, ert dgeshi agmoachina yvela? aqamde ezina?))))

  3. ბულვარულს ვერ ვიტყოდი, სხვანაირია რაღაც… ქალის განცდები ჩანს კარგად, სუფთად და შეულამაზებლად… კარგია, მოკლედ 🙂

  4. დასაწყისმა ძალიან მომნუსხაააა…..ბოლოს აშკარად დაგზარებია …. წარმატებებს გისურვებ მთელი გულით… წავიკითხავ ამ საინტერესო ბლოგს სულ!!!

რას ფიქრობ შენ?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s