გეკითხები

უბრალოდ, ყოველგვარი წყენისა და ბლა, ბლა, ბლას-ს გარეშე მინდა გითხრა რომ მიყვარხარ და გაფასებ. ახლა არ მითხრა: მაფასებ რა, ვიტრინაში გამოკიდებული მაიკა კი არ ვარო.

იქნებ ფიქრობ , რომ ქარაფშუტა ვარ? ხანდახან მგონია, რომ ასე ფიქრობ. სულელი გოგო, რომელსაც სერიოზულად ვერ აღიქვამ.

ხომ გახსოვს მითხარი, რომ ისეთი გიყვარვარ როგრიც ვარ. გახსოვს? მიუხედავდ ჩემი გულმავიწყობისა, მე მახსოვს. ჰოდა, ახლა, მინდა კიდევ კარგად დაფიქრდე და იგივე გაიმეორო. დარწმუნებული ხარ რომ გიყვარვარ?

  • მაშინაც, როცა ირონიულად გელაპარაკები?
  • როცა შენთვის მიუღებელ რაღაცაზე აბსოლუტურად დადებით პოზიციას ვაფიქსირებ მაშინაც?
  • როცა ვამბობ ბიბლიაც ადამიანის დაწერილია-მეთქი, მაშინაც გიყვარვარ?
  • თუ ჰომოსექსუალების მხარდასაჭერად მთელს სამყაროს დავუპირისპირდები, მაშინაც გეყვარები?
  • იმქვეყნიურობის არსებობაში, თუ ეჭვი შემეპარება მაშინაც?

ან, რას ნიშნავს საერთო ინეტრესების არარსებობა? აბა, რაზე ვსაუბრობთ მე და შენ? როდის უნდა გაიზრდო? (მოეშვა ბუტიაობას, არ თქვა ეხლა არ ვიბუტებიო) ? და ბოლო ჩემთვის მნიშვნელოვანი კითხვა: შენთვის რამეს წარმოვადგენ?

Advertisements

10 comments on “გეკითხები

  1. როცა ადამიანი შენს აზრებს არ იზიარებს , შენი მსოფმხედველობა არ მოსწონს , რომელსაც შენი არ ესმის , მაშინ მგონი ესეთ ადამიანთან ერთად ყოფნა არ არის ადვილი

      • მერე ვინც ამას იტანს და ესე ყოფნა მოსწონს (თუ ესე ხარ და არაფერს ცვლი მოგწონს 🙂 ) გამოდის რომ სადისტია და თავს იტანჯავს 😀

      • მოათეისტო აზრების და კრიტუკული აზროვნების რატო ეშინია ისე ყველას ? 😀
        და ყველაზე მეტად იმ ირონიას ვერ ვიგებ და იმას ვერ ვხვდები როგორ უნდა დაგცინოს ან აგითვალწუნოს ადამიანმა შენი სკეპტიკური შეხედულების გამო რელიგიის მიმართ 🙂

  2. იცი რა არის? მეგონა რაღაც შეიცვლებოდა, მაგრამ ამის შანსი არაა რა, მივხვდი უკვე მაგას.

    ამჯერად ყველაფერი სხვანაირად იქნება 🙂

რას ფიქრობ შენ?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s