ის და მე, მე და ის…

აი, ისიც გამოჩნდა. მის სიარულის მანერას მილიონში გამოვარჩევ.ჯერ ვერ მხედავს.ხეს მოვეფარე. მისი ყურებით მინდა დავტკბე – ამაყად წელში გამართული, მედიდურად მონარნარებს. დიახ, არ ვაჭარბებ, როცა ვამბობ მონარნარებს-მეთქი. ნარ-ნარად, სექსუალურად მოარხევს თეძოებს. მოკლე ქვედაბოლო კი ორმაგად სექსუალურს ხდის მის მოძრაობას.მაღალი, სწორი ფეხები, პატარა მკერდი, მაღალი ყელი და მსხვილი ტუჩები. რაც მთავრია, დამატყვევებელი ღიმილი. იცის ალბათ რომ ძალიან უხდება ღიმილი და ამიტომაც იღიმის სულ. ახლოს მივედი. თვალებში ბრაზი გაუკრთა. კოცნის ნება არ მომცა. ვინანე რომ დავემალე. წელზე მინდა ხელი მოვხვიო, მაგრამ ვერ ვბედავ. წარმოგიდგენიათ? მე – ვერ ვბედავ! რაღაც ახალი სენი მჭირს ეს. მაბნევს და რაღაცნაირ აღფრთოვანებაში მოვყავარ ამ ქალს. მისი დაუფლება ჩემი კრედო გახდა. სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია ახლა ჩემთვის. სახლში მისვლისას სინდისი მქენჯნის. ოფრო სწორად, როგორ გითხრათ, ეს სინდისი კი არაა, ბოღმაა უფრო  – ბოღმა იმ ადამიანის მიმართ ვინც იქ მხვდება. მე „ის“ მინდა მხვდებოდეს. ნერვებზე მშლის ის ფაქტი, რომ „ის“- ჩემი სათაყვანებელი არსება ახლა ვიღაცისთვის ადვილად მისაწვდომია..

ვცდილობ წარმოვიდგინო, როგორ მექნება სექსი მასთან, ან როგორი იქნება საწოლში თავად.

ღამე, როცა უსულო საგნებსაც კი სძინავთ , მე არ მძინავს, მასზე ვფიქრობ. ვიხსენებ იმ მომენტს, ზღვაზე…  ზღვიდან ამოდის, მის სხეულზე წყლის წვეთები ბრწყინავს, გამომწვევად მიყურებს და მისი სველი ტუჩები საკოცნელად მეძახის. ამ ზაფხულს გავიგე მისი ტუჩების გემო სწორედ. მაგრამ მეტი ვერაფერი. ის იყო ლიფის გახსნას უნდა შევდგომოდი რომ თითქოს გონს მოეგო…  გაემქცა.

ჰოდა, ვიხსენებ, როგორ ამოდის  ზღვიდან და როგორ ბრწყინავს ტანზე წყლის წვეთები. ეს ერთი მომენტიც საკმარისია ჩემი ერეგრირებისთვის. ცოლთან „სიყვარულის მორევში“ გადავეშვები და სინამდვილეში მასზე ვიფიქრებ.  როგორ შემომხვევს გრძელ, ლამაზ ფეხებს და ჩვენ ერთნი ვიქნებით, მე და ის, ის და მე…

Advertisements

4 comments on “ის და მე, მე და ის…

რას ფიქრობ შენ?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s