ეძღვნება მას, სრულიად უანგაროდ 🙂

გოგოს თავი გვერდზე გადაეხარა და ჭერს მიშტერებოდა. თითებით ბიჭის თმას ეალერსებოდა. ბიჭს – კი სახე გოგოს კისერში ჩაერგო. მისი სურნელის დამახსოვრებას ცდილობდა თითქოს. ორივე გაუნძრევლად იწვა. უაღრესად ინტიმური ატმოსფერო შეინიშნებოდა ოთახში.

ფანჯრიდან  ნაცრისფრად ჩამოჟამული დღე მოსჩანდა. მოსჩანადა დღე, რომელიც მერყევ ადამიანებში მელანქოლიას აღვიძებდა და მათ ყველაფრის დასრულებისკენ მოუწოდებდა.

ჩვენს წყვილს კი ეტყობოდა, რომ სულ არ ადარდებდა როგორი ხასიათის დღე თენდებოდა.

ამინდის შემქმნელი ორივეს თან ჰყავდა.

გოგო: – რამე დაგიკარგავს?

ბიჭი: – რა თქმა უნდა.

გოგო: – რა დაგიკარგავს?

ბიჭი: – რა ვიცი… ფული დამიკარგავს…

გოგო: – არა ფულზე არ გეუბნები, ღირებული თუ დაგიკარგავს რამე?

ბიჭი: – არა, არ დამიკარგავს.

გოგო: – ეგ როგორ?

ბიჭი: – არ მქონია არაფერი ღირებული. არაფერი როგორ უნდა დაკარგო.

გოგო: – ვინმე დაგიკარგავს?

ბიჭი: – არავინ, ჯერ არავინ…

გოგო გაჩუმდა. რაღაცას მიხვდა. ეტობოდა  რაღაც აღმოაჩინა, რაღაც ძალიან ღირებული.

Advertisements

რას ფიქრობ შენ?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s