მომაბეზრებელი გრძელცხვირები

ძალიან ბევრი ადამიანია ჩემს გარშემო, რომელიც ისე გაჯახებს სიმართლეს, რომ ყბა დაგრჩება ღია. უმრავლეს შემთხვევაში სიმართლე მწარეა ხომ? და ხუმრობით შენიღბული ვითომ არააა მტკივნეული? თან ამ დროს ფოქრობენ: რა მოხდა ვხუმრობ – ო.

რამდენი ცხვირი აღმოჩენილა იქ სადაც არ ესაქმება

ეს ძირითადად მაინც კახელებს ეხებათ. ნუ მიწყენთ კახელებო, სიმართლე მწარეა-მეთქი ვთქვი უკვე. მაგრამ კახეთში არ იცავენ სუბორდიანაციას ადმიანის პირად ცხოვრებასთან მიმართებაში. (არა,სრულიად საქართველოში თუ იცავენ?! )ჩვეულებრივი კითხვებია: რამდენი გაქვს ხელფასი? ასევე ახლობელი ადამიანების ხელფასის გამოკითხვაც არაა პრობლემა. მართალია ეს პრობლემა მარტო კახეთში არაა, მაგრამ აქ ყველაზე  მეტად ვგრძნობ ჩემს მიმართ დასმულ არაკორექტული კითხვების სიმწარეს. (ალბათ იმიტომ რომ კახეთში ვცხოვრობ :D)    ტყუილად კი არ ამბობენ აქ: ისეთ ხუმრობას რა ვუთხრა ნახევარი მართალი არ ერიოსო.

ერთი ნათესავი გოგონა გათხოვდა, რომელსაც მოკითხვის დონეზე ვეკონტაქტები და შემთხვევით გავიგე რომ ფეხმძიმედ ყოფილა. მისი ფეხმძიმობის ამბავი საზღვარგარეთიდან მამცნო ერთმა ადამიანმა.  ვინც ეს ამბავი შემატყობინა იმდენად გაუკვირდა – როგორ, არ გიკითხავსო?! – ეგ რა მოსარიდიაო. ვერაფერიც ვერ ვუპასუხე, ყბა ჩამომვარდა და თვალები ბუდიდან გადმომცვივდა.  წარმომიდგენია ეხლა საწყალი ბავშვი – გოგოები, რომლებიც თხოვდებიან და  3 – 4 წელი არ ყავთ ბავშვი (თუ მეტი ეგ უკვე, ჰო ჰო რა ამბავია ხოლმე),როგორ იტანენ აქეთ-იქიდან არამკითხე მოამბეებისგან დასმულ ამ მომაბეზრებელ კითხვას. რძალი მყავს რომელსიც უკვე მესამე წელია გათხოვილია. მკურნალობს,ხომ ვიცი  რომ ძალინ უჭირს ამ კითხვის მოსმენა.

P.S ცხვირის დასამოკლებლად მიაკითხეთ პლასტიკურ ქირურგს.

Advertisements

4 comments on “მომაბეზრებელი გრძელცხვირები

რას ფიქრობ შენ?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s