როცა მზეს ეძინა

 ბაღში, მწვანედ შეღებილ მერხზე ისხდნენ. მათ უკან ეკლესია მოსჩანდა. ცას ისეთი ვარდისფერი გადაჰკრავდა, გაზაფხულობით რომ იცის ხოლმე, წვიმამდე. ამ სურათის შემხედვარეს, მოგინდებოდათ  ფირზე  აღგებეჭდათ ეს ყველაფერი.

იცით, ისხდნენ ისე თითქოს ერთმანეთისთვის სრულიად უცხო, ორი ადამიანი შემთხვევით ჩამომჯდარაო გვერდი-გვერდ. არადა, ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ. გაგიკვირდათ ხომ? ერთმანეთისთვის ბევრი რამ ჰქონდათ ნათქვამი უკვე და როგორც ჩანს კიდევ დარჩენოდათ. მაგრამ, რატომღაც ორივე დუმდა და გარშემომყოფებს მათ უცხოობაზე აფიქრებინებდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს იყო პირველი შემთხვევა რამოდენიმეწლიანი ურთიერთობის მერე, როცა ასე თითქოსდა უბრად იყვნენ ართმანეთთან. დიახ, დიახ პირველი. მე მგონია, რომ ეს იყო ის მომენტი, როცა მეგობრობა მთავრდება და რაღაც ახალი, მეგობრობაზე მეტი იწყება. ჰო, კარგით, შეიძლება არც მთავრდება, მაგრამ ახალი გრძნობა რომ ემატება ეს უეჭველია.

ასე იყო თუ ისე, ბიჭი გონს მოეგო თითქოს და ხმა ამოიღო. მაგარმ ვაი რომ ლაპარაკი დაიწყო იმ გოგონებზე, რომლებიც მის მოწონებას იმსახურებდა. არ უნდოდა გრძნობები გაემხილა. ჯერ-ჯერობით მაინც, სანამ ბოლომდე არ დარწმუნდებოდა. ვერც გავამტყუნებთ, იმ დროისათვის მან ჯერ კიდევ არ იცოდა რა ხდებოდა მის თავს.

ამავე დროს გოგომაც შვებით ამოისუნთქა. ისიც მალავდა თავის ახალ გრძნობას, რომლისთვისაც ჯერ-ჯერობით სახელი ვერ მოეძებნა.

როგორც ყოველთვის, საღამოს ბარში დათქვეს შეხვედრა.

ბიჭი: უჩვეულოდ ღელავს, აფორიაქებული, დაბნეული. არჩევს რა ჩაიცვას, როგორ შეხვდეს. რა უთხრას.

გოგო: უჩვეულოდ აფორიაქებული, ჩასაცმელს არჩევს, არჩევს, არჩევს… უკმაყოფილოა, უფრო მეტად ღელავს. დიდხანს უყურებს სარკეში თავს. ფიქრობს რა უთხრას, როგორ შეხვდეს.

და აი შემოდის გოგო ბარში და ბიჭს ჟრუანტელი უვლის. დაინახა და მიხვდა.

ნაზი იყი, სიფრიფანა. თხელი თეძოები, ჩამოქნილი ფეხები, სავსე მკერდი. მუქი ფერის სწორი თმა, ნაცრისფერი კატისებრი თვალები, სწორი ცხვირი, თხელი ტუჩები. ერთი სიტყვით ლამაზი იყო. მომნუსხველი ღიმილით მოაბიჯებდა ბიჭისკენ. უყურებდა ბიჭი და მის გარშემო ყველაფერი ნისლში იძირებოდა. დარჩა მხოლოდ „ის“.

ბიჭსაც თავის მხრივ სიმპათიური მამაკაცი ეთქმოდა. დატალღული ოდნავ გრძელი თმა კისერთან შეეკრა. სწორი ცხვირი, ოდნავ სქელი ტუჩები, მამაკაცური ყბები, მაგრამ საოცრად ლამაზი ნაკვთები ჰქონდა. ტანად საშუალო სიმაღლის იყო, არანავარჯიშევი, მაგარმ ჩამოსხმული ტანით. ერთი სიტყვით ერთმანეთს, ზუსტად რომ შეეფერებოდნენ.

არც ამ საღამოს უთქვამთ ერთმანეთისთვის რაიმე, უმიზნო საუბარს თუ არ ჩავთვლით. თითქოს ერთმანეთის თვალებში ხედავდნენ ყველაფერს. უყურებდნენ ერთმანეთს თვალებში და ეღიმებოდათ, თითქოს მოცქრიალე ეშმაკუნებს ხედავდნენ იქ.

ცოტა დალიეს, ბევრი იცეკვეს.

ნელ – ნელა მიიწევდნენ ზევით და ზევით, კიბეები ილეოდა.  რაც უფრო უახლოვდებოდნენ კარს მით უფრო ცუდ ხასიათზე დგებოდა ბიჭი. აი მისი კარიც. ერთი ჩვეულებრივი შავად შეღებილი რკინის კარი იყო. არ უნდოდა გოგო ამ კარის იქით გაეშვა. „ასე როგორ!“ – იყვირა გონებაში, გოგო თავისკენ მოიზიდა და აკოცა ისე მხურვალედ, ისე ვნებიანად, რომ თავადაც გაუკვირდა თავის. თითქოს პირველად მოძალვოდეს ვნება. გოგოს სუნთქვა გახშირებოდა. ეს იყო ნაპერწკალი, რომელსაც მისი აფეთქება შეეძლო. ნეტარების ბურუსში დალივლივებდნენ და   ლოგიკურ დასასრულს უახლოვდებოდნენ.  „თავისდაუნებურად“ გაიღო კარი. ისევე, როგორც საძილე ოთახის.

ორი, გზნებით ანთებული სხეული. შემოძარცვული სამოსი. კბენა ყურის ბიბილოზე. კოცნა კისერზე. სუნთქვა – გახშირებული. მოძრაობა რიტმული. წვეთები ზურგზე. შეგრძნება ღვთაებრივი; და კვნესით გაპობილი სიჩუმე.

ბიჭმა თვალი გაახილა. უთუოდ ნახვა უნდოდა იმისა, იყო თუ არა ყველაფერი სიზმარი. მის ფიქრებს მზის პირველი სხვი შემოჰყვა. ოქროსფერ, ურცხვად შემოჭრილ მზეს, ერთ სხეულად ქცეული ორი ადამიანი დახვდა გოგოს ოთახში.

Advertisements

11 comments on “როცა მზეს ეძინა

  1. ჩემი აზრითაც, მუდამ ასე მთავრდება გოგოს და ბიჭის მეგობრობა:)
    მომწონს შენი ეროტიული მოთხრობები<3

  2. ცით, ისხდნენ ისე თითქოს ერთმანეთისთვის სრულიად უცხო, ორი ადამიანი შემთხვევით ჩამომჯდარაო გვერდი-გვერდ. არადა, ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ. გაგიკვირდათ ხომ? ერთმანეთისთვის ბევრი რამ ჰქონდათ ნათქვამი უკვე და როგორც ჩანს კიდევ დარჩენოდათ —ra nacnobia 🙂 momewona:)

რას ფიქრობ შენ?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s