გოგო “ცუდის” იმიჯით

 

 

–         ფუ, შენი! – მივაფურთხე გაგულისებულმა.

–         წადი შე ნაბოზარო – მომაძახა და წავიდა.

როგორ გაბედა! “ბაიკიდან” გადმომაგდო. ნაბიჭვარი! ჰგონია გავეკიდები? გულიანად შევუკურთხე. მისი ამალიდან ერთი გაჩერებულიყო, ისე ვიყავი გაბრაზებული ვერც კი შევამჩნიე.

–         რატომ უზრდელობ კამე? – ესღა მაკლდა რა!

–         შენ ხომ მყავხარ ანგელოზი – შევუბღვირე – იმასავით, – გზისკენ ვანიშნე.

–         წამო, წაგიყვან. სად მიდიხარ?

–         რავი, ჯანდაბაში! – ვთქვი და მოტოციკლეტზე შემოვუჯექი.

–         ლუდი თუ ვისკი? – ქალაქში მოსულს შევთავზე.

–         ამჯერად ლუდი იყოს – უახლოეს კაფეში შევედით.

–         მართლა, გაგიკვირდება და შენი სახელი არ ვიცი, ან ვიცი და არ მახსოვს.

–         მე რომ ვიცი? ან მახსოვს შენი?

–         ეგ ვიცი უვე რომ იცი. რა გქვია? – მაღიზიანებს ასეთი „უწი-პუწი“ ლაპარაკი.

–         კაი ჰო, რა ნერვიული ხარ რა! კახა მქვია, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ქალბატონო – მეღადავება თავისი ჭკუით.

–         ასეთი „საყვარელი“ ბაიკერი არ მინახავს ჯერ – დავცინე დაუფარავად.

–         ასეთებიც არსებობენ როგორც ხედავ – შეიფერა – რაზე იჩხუბეთ?

–         ო, რავი, არაფერზე. აღარ მაინეტერესებს რა! მკიდია ეგ ნაბიჭვარი!

–         კაი, წავედი – უკმაყოფილება შევატყვე. ნაღადად არ მინახავს ასეთი „ბაიკერი“. გამეცინა.

–         რა გაცინებს? – გაბრაზდასავით.

–         „Rock Star“-ის ბილეთები მაქვს, გინდა? – გავატარე კითხვა.

–         მაგაზე უარი როგორ ვთქვა? – გაეცინა, თვალი ჩამიკრა და გავიდა.

შოუს დაწყებამდე გამომიარა.

–         ვა, რა სხვანაირი ხარ?! – უცნაურად შემომხედა.

–         რა სხვნაირი – გმოვაჯავრე.

–         რავი… არ მინახიხარ ასეთი.

–         ახლავე მნახავ ისეთს, როგორსაც მხედავ ხოლმე.

მივხვდი რაც იგულისხმა. ყოველთვის ჯინსის შორტით, ტყავის ხელთათმანებით და გიჟური ვარცხნილობით მხედავდა. კონცერტისთვის ასე გამოვეწყვე რაღა თქმა უნდა. როკ- კონცერტზე სხვა იმიჯით ხომ არ წავიდოდი?!

კახას ყურადღებას არ ვაქცევდი ადრე. ახლა, რაღაცნაირად მესიმპათიურა. გულუბრყვილოდ მიყურებდა. შეხედავ, წვერგაბურძგნული, გრძელთმიანი, „ბაიკზეა“ შემომჯდარი. უხეში და უზრდელი ადამიანი გეგონება. მთავარი კი ისაა, მის თვალებამდე მიხვიდე, ცისფერ ბავშვურ თვალებში ჩახედო და ყველაფერს მიხვდები. ერთი სიტყვით დიდი ბავშვია.  არა დიდი არა, გიგანტური ბავშვი.

მზადებას მოვრჩი და ოთახიდან გამოვედი.

–         დაიცა, ის სადაა? -ოთახისკენ იცქირება.

–         ჰაჰა, ძალან გამაცინე – გავუღიმე ირონიულად – წავედით ახლა!

–         ნწ, არაა, შენ „შენ“ ხარ.

–         არ გეგონოს ტანსაცმელი მცვლიდეს – ენა გამოვუყავი და კიბეზე დავეშვი.

ძაალიან ბევრი ვიგიჟეთ. ის „ნაგავიც“ იქ იყო. მის ჯიბრზე საკაიფოდ გავრეთე. კახა ძალიან მომყვა, თავისუფალია და მხიარული, თან იუმორის გრძნობა აქვს რაღაც ზე.

შოუს მერე ისევ დავლიეთ. ჩემთან დავპატიჟე მოკლედ. არაო, სახლში ბავშვი მელოდება, უჩემოდ არ დაიძინებდაო. Wow, ბავშვი? აღარ ჩავეძიე. სულ ტყუილად მომეწონა-მეთქი ესღა გავიფიქრე. სადაც ბავშვი, იქ – ცოლიც. აი ასე. არაფერი მითქვამს, უბრალოდ ჩავეხუტე და წამოვედი.

პოსტი ერთ ადამიანს ეძღვნება. საბედნიეროდ ვერ მიხვდება 🙂

Advertisements

6 comments on “გოგო “ცუდის” იმიჯით

  1. 🙂 კარამელოო დასასრული არ მომეწონა . ცოტა არალოგიკურია,რომ ბავშვი მამის გარეშე ვერ იძინებდეს, ცოტა დამაჯერებელი მიზეზი მოეფიქრებინა ვაჟკაცს:)

    • გამარჯობა ნათია 🙂 მიხარია შენი კომენტარი ❤ გაგრძელება ჩფიქრებული არ იყო, მაგრამ შეიძლება ცდა. ვნახოთ ^_^

რას ფიქრობ შენ?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s