ჯინსების თაობა

ეს არის წიგნი, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა წაიკითხოს. განსაკუთრებით კი მათ, ვინც დღემდე მისტირის საბჭოთა კავშირს. მათ, ვისაც არ უცხოვრია ამ დაწყევლილ კავშირში, მაგრამ მაინც აქვთ მისი დაბრუნების  სურვილი. მხოლოდ იმიტომ, რომ 37 მანეთად შეძლონ მოსკოვში გადაფრენა. წაიკითხეთ (არა მარტო ეს წიგნი) და დაფიქრდით რამდენ ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე კომუნისტურმა რეჟიმმა.

გეგა კობახიძე (ლაზარეს როლში)

წიგნში მოთხრობილია რეალური ამბავი რამოდენიმე მეგობარზე, რომლებმაც გადაწყვიტეს თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით ამერიკაში – თავისუფალ ქვეყანაში –  მოხვედრა. ძნელი მისახვედრი არაა თუ როგორი სისასტიკით გაუსწორდებოდა საბჭოთა ხელისუფლება ყველა იმ ადამიანს, ვისაც თავისუფლებისკენ სწარფვას შეტყობდა. Continue reading

Advertisements

ანორექსიას გადავურჩი :)

წონა  ჩემი პრობლემაა. მაგრამ არა – ზედმეტი, პირიქით. რაც თავი მახსოვს სულ მომატება მინდა. სულ შვიდიოდე კილო მჭირდება იდეალურ წონამდე. აი მაშინ ვიქნები იდეალური აღნაგობის (იფ,იფ,იფ).

არა, ასეთი არ ვარ :დ

მეორე ბავშვი რომ გავაჩინე, მაშინ  დაახლოებით ვიყავი 57 კგ. ბევრი ვეცადე არ დამეკლო, მაგრამ მაინც გავხდი. კარგა ხანი ვიყავი 45კგ და ეს ძალიან მაწუხებდა. მაწუხებდა გარშემომყოფების : „რა გამხადრი ხააარ?!“-ს „ვაი შე საწყალო“ სახის ფონზე წარმოთქმა. კიდევ „რატომ ხარ ასეთი გამხდარი?“. – არ მაჭმევენ დეიდებო და ბიძიებო. მოკლედ დამღალეს. Continue reading

როგორ იმსხვრევა პრინციპები (ნაწ.2 დასასრული)

საღამოს, ვისხედით ეზოში მოხუცებთან ერთად. ყოველთვის მაინტერესებს მათი ახალგაზრდობის ამბები, რა როგორ იყო და დიდი სიამოვნებით ვუსმენ.  არასოდეს არცერთ ბებოს არ დაზარებია თავისი ახაგაზრდობის ამბის მოყოლა. ბევრი სახალისო ამბავი იყო, ბევრიც – სევდიანი. ვისაუბრეთ წიგნებზე. კარგად გავუგეთ ერთმანეთს. ერთი სიტყვით ძალიან თანამედროვე მოხუცები არიან.

ისინი მალე დაგვემშვიდობნენ. როცა დილის მზეს ვუყურებდით, თურმე მაშინ ემზდებოდნენ  სამუშაოზე გასასვლელად. დასვენება ხომ უნდოდათ.

ჩვენ ორნი დავრჩით. პლუს ცოტაოდენი შინაურული გრილი ღვინო. Continue reading

როგორ იმსხვრევა პრინციპები (1ნაწ.)

ბოლოსდაბოლოს რაჭაში მივდივარ. მთელი ცხოვრებაა ნახვა მინდა. არა, უფრო სწორად – მივდივართ. დამპატიჟა და დავთანხმდი. რა მექნა, ძალიან მინდოდა და ჩემით როდის ვნახავდი აზრზე არ ვარ. ჰოდა, დავთანხმდი. მაგრამ გულში საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ მასთან სექსი არავითარ შემთხვევაში მექნება – მეთქი.  ასე გადავწყვიტე. მე – ისევე, როგორც ყველა ადმიანს – გამაჩნია საკუთარი პრინციპები, რომლებსაც არაფრით დავარღვევ. Continue reading

პერსონაჟები, რომლებიც შემიყვარდა

შეგყვარებიათ რომელიმე პერსონაჟი? წიგნიდან ან თუნდაც ფილმიდან.

ისე ,შეიძლება ითქვას რომ ჩემი პირველი სიყვარული სწორედ წიგნის პერსონაჟი იყო. ეს იყო დანკო. დიდი შანსია რომ ვერ იცნოთ, რადგან სასკოლო პროგრამიდან არის ეს პერსონაჟი. მისმა სიმამაცემ განაპირობა ჩემი მისდამი სიყვარული. თუმცა ცოტა დაწვრილებით მოგიყვებით მის შესახებ, რადგან არ შემიძლია ასე უბრალოდ ავუარო გვერდი.

მაშ ასე, დანკო –  პერსონაჟი რუსული ლეგენდიდან, რომელიც მეოთხე თუ მეხუთე კლასის სახელმძღვანელოში აღმოვაჩინე და შემიყვარდა. ის იყო ძალიან მამაცი ბიჭი, რომელმაც თავისი სოფელი დამპყრობლებს გაარიდა და გაუძღვა ტყისკენ რომლის გავლაც არც ისე ადვილი იყო. თუ ტყეს დაღამებამდე ვერ გააღწევდნენ ყველა დაიღუპებოდა. Continue reading

ცუდი ხასიათი – მავნე ჩვევა

მინდა ხასიათის დაპროგრამება შემეძლოს. ოღონდ, მაშინ როცა მარტო ვარ. თუ ვინმეა ჩემ გვერდით, არ აქვს კონკრეტული მნიშვნელობა მეგობარი იქნება ეს თუ უბრალოდ ნაცნობი, არ შემიძლია ჩემს გვერდით მყოფებს გადავდო უარყოფითი მუხტი. ჰო, ფაქტიურად თამაში მიწევს. ამიტომაც არის, რომ იმ უიშვითეს შემთხვევაში როცა ვერ ვთამაშობ და ვარ ცუდ ხასიათზე-ეს გამოიხატება იმით რომ ხმას არ ვიღებ საერთოდ-მესმის:“მე ასეთს არ გიცნოობ?!“ Continue reading