პერსონაჟები, რომლებიც შემიყვარდა

შეგყვარებიათ რომელიმე პერსონაჟი? წიგნიდან ან თუნდაც ფილმიდან.

ისე ,შეიძლება ითქვას რომ ჩემი პირველი სიყვარული სწორედ წიგნის პერსონაჟი იყო. ეს იყო დანკო. დიდი შანსია რომ ვერ იცნოთ, რადგან სასკოლო პროგრამიდან არის ეს პერსონაჟი. მისმა სიმამაცემ განაპირობა ჩემი მისდამი სიყვარული. თუმცა ცოტა დაწვრილებით მოგიყვებით მის შესახებ, რადგან არ შემიძლია ასე უბრალოდ ავუარო გვერდი.

მაშ ასე, დანკო –  პერსონაჟი რუსული ლეგენდიდან, რომელიც მეოთხე თუ მეხუთე კლასის სახელმძღვანელოში აღმოვაჩინე და შემიყვარდა. ის იყო ძალიან მამაცი ბიჭი, რომელმაც თავისი სოფელი დამპყრობლებს გაარიდა და გაუძღვა ტყისკენ რომლის გავლაც არც ისე ადვილი იყო. თუ ტყეს დაღამებამდე ვერ გააღწევდნენ ყველა დაიღუპებოდა. თანასოფლელებმა დაიჯერეს მისი, რომ გაივლიდნენ ტყეს და აღმოაჩენდნენ ახალ მიწას საცხოვრებლად. ძალიან ბევრი იარეს. ბინდდებოდა. ტყე კი არ მთავრდებოდა. სოფლელებს უკვე ეჭვი ეპარებოდათ მასში. დაღამებულიყო უკვე.  დანკო ამხნევებდა მათ, ეუბნებოდა რომ სულ ცოტაღა იყო დარჩენილი. ბოლოს, როგორც მოსალოდნელი იყო, აუჯანყდა ხალხი მას. დანკომ ამოიგლიჯა გული. ის ანათებდა. გაუძღვა ამ ანთებული გულით და გამოვიდნენ კიდეც ტყიდან. დანკო იქვე ჩაიკეცა. – მოკლედ ეს იყო ძალიან ემოციური ამბავი მაშინ ჩემთვის და რა გასაკვირია, რომ მე ის დღემდე მიყვარს . თუმცა ჯობია თავად ნახოთ 🙂

იყო კიდევ პეპი, რომელიც მეგობურულად შემიყვარდა 😀 თუმცა ვის არ შეყვარებია.
მინდოდა მისნაირი ვყოფილიყავი და ცალი წინდა აწეული მქონდა ხოლმე, ცალი –  ჩმოჩაჩული.
 აღფრთოვანებული ვიყავი შერლოკ ჰოლმსის გამჭრიახობით. მეც ვეცადე დედუქციის მეთოდების გამოყენებას, მაგრამ ამაოდ.კარგად მასოვს სემიუელ პინგლიც. ისიც მიყვარდა და მასთან ერთად მოგზაურობაზე ვოცნებობდი.კიდევ მიყვარდა:  დიდოსტატი კონსტანტინე (დიდოსტატის მარჯვენა), თარაშ ემხვარი (მთვარის მოტაცება), მანუელო კოსტა (სამოსელი პირველი), მაიკლი 
(ნათლია), ვოლანდი და იეშუა ჰა-ნოცრი (ოტატი და მარგარიტა).ბევრი გამოვტოვე. სამწუხაროდ ამ წუთას მეტი არ მაგონდება. ფილმებიდან ახალა რაც მახსენდება არის „უკანასკნელი სამურაი“-დან, ტომ კრუზის პერსონაჟი.

თქვენ?  შეგყვარებიათ პერსონაჟი?

Advertisements

8 comments on “პერსონაჟები, რომლებიც შემიყვარდა

    • ჰო, ეგ თავისთავადია როცა ყველა წიგნიდან გიყვარდება,მაგრამ მერე მხოლოდ გამორჩეულები რჩებიან გონებაში.

      კი, მაგრამ არაფერი წაგკითხავს ისეთი სადაც მამრობითი სქესის პერსონაჟი შეგიყვარდებოდა?:დ:დ სულ ასე “ცუდები” იყვნენ? :))

  1. კონსტანტინე მეც უზომოდ მიყვარდა, თუმცა მყავს გამორჩეული პერსონაჟი, რომელიც ალბათ არასოდეს დამავიწყდება და სულ დიდი სიხარულით გავიხსენებ იმ პირველ ემოციებს, რაც მან დამმართა. ეს არის მანუელო კოსტა, გურამ დოჩანაშვილის ,,სამოსელი პირველიდან”

რას ფიქრობ შენ?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s