ანორექსიას გადავურჩი :)

წონა  ჩემი პრობლემაა. მაგრამ არა – ზედმეტი, პირიქით. რაც თავი მახსოვს სულ მომატება მინდა. სულ შვიდიოდე კილო მჭირდება იდეალურ წონამდე. აი მაშინ ვიქნები იდეალური აღნაგობის (იფ,იფ,იფ).

არა, ასეთი არ ვარ :დ

მეორე ბავშვი რომ გავაჩინე, მაშინ  დაახლოებით ვიყავი 57 კგ. ბევრი ვეცადე არ დამეკლო, მაგრამ მაინც გავხდი. კარგა ხანი ვიყავი 45კგ და ეს ძალიან მაწუხებდა. მაწუხებდა გარშემომყოფების : „რა გამხადრი ხააარ?!“-ს „ვაი შე საწყალო“ სახის ფონზე წარმოთქმა. კიდევ „რატომ ხარ ასეთი გამხდარი?“. – არ მაჭმევენ დეიდებო და ბიძიებო. მოკლედ დამღალეს.

ამ გაზაფხულზე ძალიან ვეცადე და მოვიმატე კიდეც. არც ძალიან ბევრი, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ. ვჭამდი ერთსა და იმავე დროს და ვცილობდი საუზმე არ გამომეტოვებინა (არ ვსაუზმობდი და ახლაც არ ვსაუზმობ ისევ). კიდევ მინდა მომატება, მაგრამ ისევ ავუშვი. რეჟიმიდან მაგრად ამოვვარდი. კიდევ კარგი დავრწმუნდი მაინც რომ მომატება შემიძლია და ანორექსია არ მაქვს. რისიც მართლა ძალიან მეშინოდა.

რატომღაც ჰგონიათ, რომ ვარჯიში მხოლოდ გახდომისთვისაა. სულაც არა 🙂

ვარჯიშის დროს კუნთი იბერება, ამიტომ თუ გასახდომად ვარჯიშობთ აუცილებელია დიეტა.

უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ მარტო სიმსუქნე არაა პრობლემა. რატომღაც მგონია, რომ დაკლება უფრო ადვილია (ეს ჩემი სუბიექტური აზრით). ამ ბოლო დროს ორი უკიდურესობა გამოიკვეთა. ან გახდომა უნდათ ან მომატება. შეიძლება უბრალოდ ახლა ალაპარაკდა ხალხი იმაზე, რომ მომატებაც საჭიროა და სიგამხდრე უფრო მეტად პრობლემურია. ასევე, თუ ვახსენე “დიეტა” -გაკვირვებისგან დაქაჩული თვალები მხვდება. ამ დროს სასწრაფოდ სიტყვა “მოსამატებელი” უნდა დავამატო 🙂

მე შუას ვირჩევ,მარცხენას – არავითარ შემთხვევაში. რომელია შენი იდეალი ამ სამიდან?

თუ თქვენს სიმაღლეს გამოაკლებთ 100-ს და მიღებული რიცხვი თქვენი წონის ტოლია, მაშინ გილოცავთ, თვქენ იდეალური აღნაგობა გაქვთ.

Advertisements

36 comments on “ანორექსიას გადავურჩი :)

  1. კაი რა სისულელეა, ეხლა მე რომ 72 კილო ვიყო სახლიდან არ გამოვიდოდი ალბათ. არ ვიცი რა გამოთვლითაა ეგ წონა იდეალური :))) ჩემი 53 კილო კანფეტ!! მაკმაყოფილებს. ის კი არა, პრესები და ფეხების ვარჯიში არ მაწყენდა, ცოტა კიდე შევამცირებდი გარშემოწერილობას რომ არ მეზარებოდეს :)) დიეტები მე არ გამომდის, თუ მშია ვერაფერი დამაკავებს.

    • ეხ, აბა რავიციც, ჩემი მოგონილი კი არაა:დ სადღცას მქონდა წაკითხული ეგ გამოთვლებაი. თუმცა აგერ მეტიჩარამ დამილინკა და ეგ უფრო ახლოსაა სისწორესთან:)

      • კი ეგ გავაკეთე და იდეალურშიც მშვენივრად ჩავჯექი. გავს რეალობას :)) ანუ რა არის იცი, ჩემი თავიდან გამომდინარე ეხლა ძალიან გამხდარი ნამდვილად არ მეთქმის, თუმცა ტანზე მიმიღია კომპლიმენტი.. ანუ არც ისეთი ფორმები მაქვს რომ შევაწუხო ვინმე და პირველ რიგში საკუთარი თავი. ხოდა, ეხლა ამაზე 20 კილოთი მეტი რომ ვიყო, ნამდვილად ვიქნებოდი “მსუქანი” და არა იდეალური წონის პატრონი..

      • არა, ისე მეც დავფიქრდი ეხლა 60 კილომდე მინდა რომ ავიდე, მაგრამ სიმაღლეში აშკარად მეტი ვარ და მინიმუმ 70 კილო რომ გავხდე კარგად დავმრგვალდები მეც:დ

  2. ჰმ…
    14 წლის ვარ და ჩემი სიმაღლე დაახლოებით 1,53.. მაქსმუმ 1,55
    ხოდა ზონაში ვარ 32-33 კგ.
    საშინელებაა:/ძალიან გამხდარი ვარ, მაგრამ უკვე შეეგუვნენ და ურჩევნიათ ასეთი სუსტი ვიყო ვიდრე ერთი ჩემი ნათესავისნაირი ვიყო, რომელიც 13 წლისაა 1,58(იქნება დაახლოებით) და იწონის 58კგ-ს მინიმუმ :/

    • ხოდა შეუძახე შენს თავს და მოიმატე, მათავარი მონდომებაა. ჩემსავით. ეხლა ისევ უნდა ჩავდგე რეჟიმში. ერთსა და იმავე დროს თუ შეჭამ უკეთესია.

      • სკლის მერე ზუსტად ერთს და იმავე დროზე ვჭამ. მაგრამ რო დავაკვირდი ზამთარში ჩონჩხიი ვარ, და ზაფხულში კაი ხორცი მადევს ხოლმე.. ალბათ სკოლის პერიოდში გამოცდები ჩათველები და რააცეები მიღებენ ბოლოს. მეტი რა შეილება იყოს?!

  3. 🙂 არამგონია ჩემთვის იდეალური წონა 70 კგ. იყოს. ზამთარში 57-58-მდე ავედი და თავი მოვიკალი, სანამ 55 არ გავხდი. სხვათაშორის დედაჩემს ჰქონდა შენნაირი პრობლემა. ახლა 40 წლისაა და მისთვის სასურველ წონას 2 წლის წინ მიაღწია. ვერაფრით სუქდებოდა, მაგრამ თავისთავად მოიტანა თითქოს ასაკმა. ასე რომ, ბალზაკამდე მოიცადე და მერე წლებზე იყოს. 🙂 🙂

  4. რამდენადაც მე ვიცი ეგ ძალიან არასწორი ფორმულაა. მე ვიცი რომ წონა, მაგალითად 48 კგ, უნდა გაიყოს სიმაღლეზე – მაგალითად მეტრი და 70 ანუ 1,70. აი ამგვარად 48/1,7=დაახლოებით 28
    კოეფიციენტ 28–დან 30–ის ჩათვლით წონა ჟანსაღია, მის ზევით კი ჭარბწონიანობის კოეფიციენტებია.

  5. და კიდევ ეს ქალისთვის ,მამაკაცისთვის ფორმულა განსხვავებულია, იმდენად რამდენადაც კაცი ძვლების მასით განსხვავდება ქალისგან.წესით 🙂

  6. ეს ფორმულირება კაცისთვისაა და არა ქალისთვის. ქალისთვის სიმაღლეს მინუს 110 ია. ანუ თუ ხარ სიმაღლეში 180 მაშინ წონა უნდა გქონდეს 180-110=70, და კიდევ, ეს ფორმულა შეგიძლია გამოიყენო უკვე ზრდასრულმა და არა 14 წლის ბავშვმა.

რას ფიქრობ შენ?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s