ჯინსების თაობა

ეს არის წიგნი, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა წაიკითხოს. განსაკუთრებით კი მათ, ვინც დღემდე მისტირის საბჭოთა კავშირს. მათ, ვისაც არ უცხოვრია ამ დაწყევლილ კავშირში, მაგრამ მაინც აქვთ მისი დაბრუნების  სურვილი. მხოლოდ იმიტომ, რომ 37 მანეთად შეძლონ მოსკოვში გადაფრენა. წაიკითხეთ (არა მარტო ეს წიგნი) და დაფიქრდით რამდენ ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე კომუნისტურმა რეჟიმმა.

გეგა კობახიძე (ლაზარეს როლში)

წიგნში მოთხრობილია რეალური ამბავი რამოდენიმე მეგობარზე, რომლებმაც გადაწყვიტეს თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით ამერიკაში – თავისუფალ ქვეყანაში –  მოხვედრა. ძნელი მისახვედრი არაა თუ როგორი სისასტიკით გაუსწორდებოდა საბჭოთა ხელისუფლება ყველა იმ ადამიანს, ვისაც თავისუფლებისკენ სწარფვას შეტყობდა. ამ ყველაფერს ჩვენი მშობლებიც ხომ მოესწრნენ. კიდევ მიკვირს რატომ ენატრებათ ის დრო. ნუთუ ცხელი წყალი და ვედროებით ხიზილალის ქონა რომელიმე ამ ბიჭების, თუნდაც ერთ-ერთის სიცოცხლედ ღირს?! მინდა ყველამ წაიკითხოთ ეს წიგნი და მიხვდეთ, რომ არსებობდნენ მამაცი ადამიანები, რომლებმაც შეძლეს  ტირანს დაპირისპირებოდნენ.

გია ტაბიძე (ჩემი ფავორიტი)

ერთი წუთითაც არ უფიქრიათ  უკან დახევა და არც დაუშვიათ, რომ ოცნების ასრულებას ვერ შეძლებდნენ. მინდა ასეთი ახლაგაზრდები ახლაც იყვნენ, არ ეშინოდეთ სამსახურის დაკარგვის და ამისგან გამოწვეული საკუთარი აზრის გამოთქმის. ამ ბიჭებმა საკუთარი სიცოცხლე დადეს სასწორზე, რადგან ვერ აიტანეს ამდენი მლიქვნელობა მათ გარშემო მყოფი ადამიანებისა. ადამიანებისა, რომლებიც დაუზარებლად უქიცინებდნენ კუდს საბჭოთა მმართველობას. როცა დღევანდელობას ვადარებ საბჭეთის დროს – განსხვავებას ვერ ვხედავ. მთავრობის ამბიცია და ხალხის მლიქვნელობა –  იგივეა. ერთი განსხვავებაა მხოლოდ, ახლა „დემოკრატია“  გვაქვს. ფსევდო, მაგრამ მაინც დემოკრატია. ზუსტად ამიტომ არიან ეს ბიჭები -გეგა კობახიძე, კახა და პაატა ივერიელები, გია ტაბიძე, სოსო წერეთელი, დათო მიქაბერიძე და რა თქმა უნდა თინა ფეტვიაშვილი – გმირები. თემურ ჩიხლაძე – ადამიანი, რომელიც არ იმყოფებოდა თვითმფრინავში და მაინც დახვრიტეს. მან „აღიარა“ დანაშაული, რადგან ეგონა ამით მეგობრების სიცოცხლეს იხსნიდა.

სოსო წერეთელი

კახა ივერიელი

პაატა ივერიელი

თინა ფეტვიაშვილი

გეგა კობახიძე, ირაკლი ჩარკვიანი

არსებობენ და იარსებებნ ადამიანები, რომლებისთვისაც სულ ერთია იქნებიან თუ არა თავის უფლები. მათ არ ესმით და ვერ გაიგებნ იმას, რატომ მიმართეს ასეთ რადიკალურ ზომას ამ ახალგაზრდებმა, რათა გაეღწიათ საქართველოდან. ისინი ფიქრობენ, რომ „ჯინსებისა და კაი ცხოვრებისთვის“ მიდიოდნენ ამერიკაში. აქ ავიწყდებათ…. არა არ ავიწყდებათ, არ იციან რომ არსებობს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ – თავისუფლება. უფლება იმისა, რომ თავად გადაწყვიტო როგორ მოიქცე, რა თქვა…  ამის საშუალება არ ჰქონიათ.

მამა თევდორე(თემურ ჩიხლაძე)

ეს ამბავი, თვითმფრინავის გატაცებისა, რომლითაც  ხელისუფლებამ (საქართველოს!) ისარგებლა და ქულები დაიწერა „დიდი რუსეთის“ თვალში, არის კიდევ ერთი უდიდესი მიზეზი რატომაც უნდა მძულდეს საბჭოთა კავშირი.


სასამართლო პროცესი

უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ მე მესმის მათი და ისინი ჩემთვის გმირები არიან. ნეტავ ვიყო მათსავით გაბედული და მიზანდასახული. არა მარტო მე, ჩვენ ყველანი მათნაირები რომ ვიყოთ სულ ცოტათი, ჩვენი ქვეყანა ასეთი საცოდავი აღარ იქნებოდა.

პ.ს დათო მიქაბერიძეს ფოტო (რომელმაც თვითმფრინავშივე მოიკლა თავი) სამწუხაროდ ვერ ვიპოვნე.

Advertisements

26 comments on “ჯინსების თაობა

  1. 1984-ში ილია II_მ ტელევიიზით განაცხადა – თემურ ჩიხლაძე – ასეთი მღვდელი არა გვყავსო…
    ილია II-მ, იმის მაგივრად რომ თავდებად დადგომოდა ამ ადამიანს, დაეცვა უდანაშაულო ადამიანი , არა როგორც ეკლესიის მსახური თუნდაც უბრალო მორწმუნე ქრისტიანი , რომელიც არ იყო დამნაშავე , პილატესავით “ხელები დაიბანა” და მამა თევდორე მის ძმაკაც შევარდნაძეს და საყვარელ კაგებეს შეატოვა , კომუნიზმის დიად ბურჯებსაც რა უნდოდათ მეტი , ადგნენ და მიახვრიტეს დანარჩენებთან ერთდ სრულიად უდანაშაულო ადამიანი , ისევ და ისევ “სამშობლოს მტრის” სახელით .

    • მე არ მინახავს მთავრობისაგან დაეცვა ვინმე ჩვენს პატრიარქს. მრჩება შთაბეჭდილება რომ ყველანაირ ხელისუფლებას “ერგება” და ხალხი სულ ფეხზე კიდია.

      • კაგებეს ნაწრთობ აგენტს მოსთხოვე ეხლა ადამიანობა , საქართველო ხომ ის ქვეყანაა სადაც მღვდელი უღმერთოა და პოლიციელი კრიმინალი , რეჟიმები იცვლება , თაობები , საუკუნეები მაგრამ არ იცვლება სამყაროს ქართული ხედვა , ქართული აზროვნება და გაგება , როგორია ქართული გაგება და აზროვნება ვინც არ იცის გადახედოს თუნდაც უახლოეს და თუნდაც დანარჩენ , “საამაყო” ისტორიას ,

        ” ყველანაირ ხელისუფლებას “ერგება” ” – აქაც ისევ ქართულ გაგებასთან და აზროვნებასთან გვაქვს საქმე , “ხელი ხელს ბანსო”– ამათზეა ნათქვამი , და მერე ეს ორივე ხელი ერთად ძარცვავს საკუთარ დამშეულ ხალხს

  2. ტურაშვილი ძალიან კარგად წერს, მაგრამ “ჯინსების თაობა” მისი ყველაზე სუსტი ნაწარმოები მგონია :))) თუმცა, თქვენი პათოსი, სხვა მხრივ, კარგად მესმის :))

    • ტურაშვილის სხვა წიგნები წაკითხული არ მაქვს ასე,რომ ვერ შევაფასებ. მაშინდელი რეჟიმის სიავეს რომ მიხვდნენ ზოგიერთები იმიტომ უნდა წაიკითხონ ეს წიგნი :))

  3. ამ წიგნს ვაფასებ და თვითმფრინავის ბიჭებს თანავუგრძნობ, მაგრამ ისინი ჩემთვის გმირები ნამდვილად არ არიან…
    მგონი, არც ტურაშვილის მიზანი ყოფილა მათი გმირებად წარმოჩენა. პირიქით, გვანახა ისინი თავიანთი ყველა ნაკლითა და ღირსებით…
    თუ ვინმეს გმირობაზე მიდგება საქმე, ბერი თევდორე უფრო გმირია ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ ის თვითმფრინავში არ ასულა და ყველანაირად ცდილობდა, გადაეფიქრებინა ბიჭებისთვის ეს განზრახვა…
    ამ ბიჭებს ოცნებები, მართლაც ლამაზი ჰქონდათ და არც არაფრის ეშინოდათ, მაგრამ მარტო ოცნება არ კმარა გმირობისთვის… არც მარტო თვითმფრინავის გატაცება… გმირები არ უნდა უშვებდნენ ერთი ადამიანის სისხლის დაღვრასაც კი თავიანთი ოცნების ასახდენად… სამწუხაროდ, მათ ამაზე არ იფიქრეს

    • სისხლისღვრაში მე მაშინდელ მთავრობას ვადანაშაულებ და მჯერა რომ მთავრობას შეეძლო ისე გაეკეთებინა, რომ არ ყოფილიყო მსხვერპლი.

      • იმ დროს ყველამ იცოდა, როგორი იყო მთავრობა და რომ არავის დაინდობდნენ. ამ ბიჭებმა მაინც გარისკეს. თან მარტო საკუთარი კი არა, ყველა სხვა მგზავრის სიცოცხლითაც…
        ეს რომ გააკეთო, ან ძალიან უპასუხისმგებლო უნდა იყო და ყველა საკუთარი თავის გარდა ფეხზე გეკიდოს, ან იმდენად დაუფიქრებელი უნდა იყო, რომ ამას ვერ ხვდებოდე…
        გმირები ასე არ იქცევიან
        სიკვდილით დასჯა სისასტიკე იყო, რაც არ უნდა დაეშავებინათ. მითუმეტეს, როცა რეჟიმის დანაშაული გაცილებით დიდი იყო…
        თუმცა, ასეთი რეჟიმის პირობებშიც კი ადამიანს უნდა ახსოვდეს “მორალური კანონი” (გეგა კობახიძე ახსენებდა, მგონი თავის ბოლო სიტყვაში) ჰოდა, მორალური კანონი ჩემთვის ნიშნავს, რომ არცერთი ადამიანის სიცოცხლეზე წინ არ დააყენო საკუთარი ინტერესები… მათ შორის, არც ამერიკული ოცნებები და თავისუფლების წყურვილი…

    • დავამთავრე კიდეც 🙂 სიმართლე რომ გითხრა რაგაც უფრო სხვას ალბათ უფრო მეტს მოველოდი ავტორისგან ^_^
      თვითმფრინავის ბიჭები ჩემთვის ალბათ უფრო გმირები არიან ყველა იმ მიწისქვეშა ორგანიზაციის ხალხივით ვინც საბჭოეთს ნელნელა ძირს უთხრიდა 🙂

  4. ეს ამბავი ჩემზე ძალიან მოქმედებს, მაგრამ, იცი არ გიფიქრია,რომ ისინი აწ უკვე გათამამებული და ყველაფერს მობეზრებული ახალგაზრდები იყვნენ??? როგორც იცი არცერთ უჭირდა, საკმაოდ “მაყუთა” ხალხის შვილები იყვნენ. არ გიფიქრია,რომ ეს მათი აკვიატება იყო?? მორიგი მიზანი??? ის რაც გააკეთეს არ არის გმირობა. მთავრობა კი ნამდვილად ნაგავია.საერთოდ სიკვდილით დასჯა მეზედმეტება მე ზოგადად. მაგრამ ამ ამბავს იმდენი კუთხე და წვრილმანი აქვს,რომ ძნელია ასე უბრალოდ ან მოღალატე ან გმირი უწოდო. არ გიჩნდება კითხვა რატომ არ წავიდა ჩარკვიანიც??? ხოლო ნაწარმოებს რაც შეეხება სუსტია, უბრალოდ ამბავია შემზარავი :/
    პ.ს. გეგა და თინა სიგიჟემდე მიყვარს ❤

    • შესაძლებელია მასეც იყო. მაგრამ რატომ არ შეიძლება უბრალოდ “რკინის ფარდის” გადაწევა სდომებოდათ? ზუსტად მაგიტომ,რ ომ აქ არაფერი ეკლდათ რაღა უნდოდათ მაშ? საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში ჩააგდებდნენ უბრალო ახირების გამო?

      • უბრალოდ რკინის ფარდის გადაწევისთვის ადამიანთა სიცოცხლე საფრთხეში არ უნდა ჩაეგდოთ :/

    • თამთა, ჩარკვიანზე როგორ გეთანხმები, არ იცი… არადა, კაცმა რომ თქვას, იმდროინდელი რეჟიმი არც მას ეხატებოდა გულზე და არცერთზე ნაკლები მეამბოხე ყოფილა…

  5. dges wavikitxe es wigni ert dgeshii daimdenad momewonaa vegar vwyvetdi tvallss .. :X sabchota rejimi martla saShinelii iyoo da yvelaze meetad axalgazrdebs exebodatt.. qartveli gawiravs qartvels tore am bichebis gadarchena sheidzleboda ese male ro ar gaecat daxvretis brdzanebaa.

რას ფიქრობ შენ?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s