ასტრონავტის დღიური

პოსტი ეფუძნება ნამდვილ ამბავს

 

1985 წელი, 2 მაისი.

ამ დღეს თითქმის ცხრა წელი ველოდი. ჩემთან ერთად გუნდის ყველა წევრიც. ყოველი დღე თენდებოდა იმედით, რომ წარმატებით დასრულდებოდა ხომალდის პროექტირება. აღარც მეგონა, რომ ბოლოსდაბოლოს დადგებოდა ეს დრო. როცა ეკიპაჟის შერჩევის დრო მოვიდა სიმართლე გითხრათ სერიოზულად შევშფოთდი, რომელიმე კრიტერიუმი რომ ვერ დამეკმაყოფილებინა ყველაფერი ჩაიშლებოდა.

 

Challenger-ის ეკიპაჟი

1985 წელი, 23 ივლისი. Continue reading

დააზღვიე ოცნება

ასეთი ბედნიერი კარგა ხანია არ ვყოფილვარ. რატომ ხდება, რომ ერთ უბედურებას ეგრევე მეორე მოჰყვება და ასე გრძელდება დაუსრულებლად. თუმცა ბედნიერებაზე გიყვებოდით.

აი ერთ დღეს, მართლაც რომ მზემ გამოანათა ჩემს ცხოვრებაში. თუნცა მანამდე კიდევ ერთი უბედურება შემემთხვა. პირდაპირი მნიშვნელობითაც მზე ანათებდა. ივლისის შუა რიცხვებში, მთელს ქვეყნიერებას გარიდებული მივუყვებოდი გზას და შუბლზე გადმოყრილი თმა მისველდებოდა. სიცხის მიუხედავად ჯიუტად არ ვჯდებოდი არცერთ მანქანაში, რომლებიც გზად იმისთვის ჩერდებოდნენ, რომ ჩემთვის დახმარება შემოეთავაზებინათ. ვიგრძენი, რომ ზურგს უკან ერთ-ერთმა ისევ შეანელა მოძრაობა და ინსტიქტურად გადავწყვიტე სწორედ მას გავყოლოდი. სწორედ ასეთი საოცარი მომენტები ცხოვრებისა გაფიქრებინებს, რომ ყველაფერი, შენი საკუთარი ცხოვრებაც კი, კანონზომიერად და ვიღაცის მიერ დაგეგმილად მიმდინარეობს. Continue reading

ამბავი იმისა, თუ როგორ გვაბოლებს ხელისუფლება

so more questions

ბოლო ერთი თვის მანძილზე, ალბათ მოისმენდით ფრაზებს ტელევიზორიდან:“ჩვენ ახალს არაფერს ვიგონებთ“, „საგანმანათლებლო საქმიანობა გრძელდება“, „საქართველოს ხელისუფლება გაძლევთ შანსს ისწავლოთ“, „კომპიუტერული ცენტრები ყველა სოფელში“ და ა. შ.

ილია ჭავჭავაძის სახელს წაიმძღვარებენ და გვაბოლებენ, რომ მალე ყველა სოფელში იქნება კომპიუტერული ცენტრები და მოსახლეობა შეძლებს აითვისოს ინტერნეტი. საკუთარი ეკონომიკური საქმიანობა გაიუმჯობესოს და გააცნოს მთელს მსოფიოს. ალბათ იფიქრეთ, რომ ცენტრში სიარული და კომპიუტერის შესწავლა უფასო იქნება. ან თუნდაც ინტერნეტის გამოყენება. ნურას უკაცრავად. მოდი უბრალოდ თავიდან დავიწყებ. Continue reading