ამბავი იმისა, თუ როგორ გვაბოლებს ხელისუფლება

so more questions

ბოლო ერთი თვის მანძილზე, ალბათ მოისმენდით ფრაზებს ტელევიზორიდან:“ჩვენ ახალს არაფერს ვიგონებთ“, „საგანმანათლებლო საქმიანობა გრძელდება“, „საქართველოს ხელისუფლება გაძლევთ შანსს ისწავლოთ“, „კომპიუტერული ცენტრები ყველა სოფელში“ და ა. შ.

ილია ჭავჭავაძის სახელს წაიმძღვარებენ და გვაბოლებენ, რომ მალე ყველა სოფელში იქნება კომპიუტერული ცენტრები და მოსახლეობა შეძლებს აითვისოს ინტერნეტი. საკუთარი ეკონომიკური საქმიანობა გაიუმჯობესოს და გააცნოს მთელს მსოფიოს. ალბათ იფიქრეთ, რომ ცენტრში სიარული და კომპიუტერის შესწავლა უფასო იქნება. ან თუნდაც ინტერნეტის გამოყენება. ნურას უკაცრავად. მოდი უბრალოდ თავიდან დავიწყებ.

მაშ ასე, გამოცხადდა კონკურსი ტელევიზიით და პირველსავე დღეს შევავსე ანკეტა ორ მონაწილეზე (ცენტრს უნდა უხელმძღვანელოს ორმა ადამიანმა) და გავაგზავნე. მოგვიანებით გაივარე ტესტირება სადაც 50 ქულიდან 36 ავიღე და აქვე ავღნიშნავ რომ ჩემს მეწყვილეს ტესტირება არ გაუვლია. ამ დროისთვის უკვე საქმე გამოუჩნდა და მის გარეშე უნდა გამეგრძელებინა.

კრიალებს იუსტიციის სამინისტროს შენობა…

ტესტირების მერე, დამირეკეს და იუსტიციის სამინისტროში დაგვიბარეს გასუბრებაზე მეც და ჩემი მეწყვილეც (?).ტესტირების არსს ვერ ჩავწვდი. რა საჭირო იყო თუ ისიც დაიბარეს ვინც საერთოდ არ ყოფილა ტესტირებაზე. ავუხსენი, რომ ამჟამად მეწყვილე  აღარ მყავს და ალტერნატიულ ადამიანთან ერთად მოვალ-მეთქი. არა, აქედან შეგირჩევენ მეწყვილესო – მიპასუხა „კაი შემეშვი რა“ ტონით – ოპერატორმა გოგონამ.

…მაგრამ რაც ბრწყინავს ოქრო არაა

მივედი გასაუბრებაზე და როცა გამოირკვა სიტუაცია მეწყვილესთან დაკავშირებით მეკითხებიან : რატომ მისი შემცვლელი არ წამოიყვანეო(!). ნერვები მომეშალა, მაგარმ კაი ხო, გავატარე. ვუპასუხე მათ მიერ დასმულ კითხვებს.

აღმოჩნდა, რომ პირადად ჩემზეა დამოკიდებული ცენტრის მუშაობა ანუ უნდა ვიქირაო ფართი (ან მქონდეს საკუთარი), ვიხადო კომუნალური გადასახადები, მოვიზიდო სწავლის მსურველები და მევე დავაწესო საფასური, რადგან ეს იქნება ჩემი  შემოსავალი. სახელმწიფო უზრუნველყოფს ცენტრის მხოლოდ კომპიუტერებით აღჭურვას და უფასო ტრენინგს. ესაა და ეს. მითხარით ახლა, სოფელში მცხოვრებ გაჭირვებულ ხალხს, რომელიც საარსებო მინიმუმს მიწის დამუშავებით შოულობს რა ეკომპიუტერება? და ვინ გადაიხდის ამაში ფულს? განწირული არაა ახლა ეს ბიზნესი?

დადებითი პასუხის შემთხვევაში დამიკავშირდებიან. კაი ერთი?! ეცადეთ და აქეთ დამარწმუნეთ.

Advertisements

14 comments on “ამბავი იმისა, თუ როგორ გვაბოლებს ხელისუფლება

    • კი ბატონო, მაგრამ ასე არანაირად მ,გონია რომ გამოვიდეს. ქრა გადავიხადო, კომუნალურები გადავიხადო, ჯერ სახელმწიფოს თუ უნდა ვუხადო რამე ეგ არც ვიცი,სიტყვაზე მანდაც პროცენტი იხადო. რა ფეხები უნდა შემოგივიდეს იმდენი რომ შენს წვალებად გიღირდეს პროსტა არ მესმის. არ ვიცოდე მაინც რა რთულია ასწავლო იმ ხალხს კომპიუტერი, რომლიც აზრზე არაა, ნერვები უნდა მაგარი რა. და რომ არ დაგიფასდება. აზრი?

  1. საერთოდ ამ ტესტირებების , გასაუბრებბების , გამოსაუბრებების დედაც რა…. არ მჯერა რა….მე პირადად თიბისი ბანკში 5 ეტაპი გავიარე და ყველა ეტაპში აგადავედი და ბოლო ეტაპი იყო გასაუბრება და იქ ვიღაც მალალეტკა გოგომ გამომიცხადა : უკაცრავად შეცდომა იქნა დაშვებული 1991 წლიანი ბრძანდებით და თქვენ ვერ აგიყვანთ სამსახურშიო…. როგორც უნდა ისე ატრიალებენ ენას… შრომის კანონი გვაქვს ცუდი და მაგიტომ. ” დამსაქმებელს ყოველგვარი ახსნა–განმარტები სგარეშე შეუძლია დაითხოვოს დასაქმებული” …..რომელი საუკუნეა..იმედია შრომის კანონში შევა შესწორებები და კიდევ ცოტათი მაინც დაგვადგება საშველი თორემ არ ვიცი რა ….ამ საქართველოში გამჩერებელი არ ვარ,მირჩევნია წავიდე და სადღაც ვიღაცას ვბანო ერთი ადგილი და 1000 ევრო მქონდეს

    • იმიტომც არის ნახევარი საქართველო ევროპელ ბებია-ბაბუებს რომ უვლის. რაც უნდა იყოს, და რასაც უნდა აკეთებდა ყველა ვარიანტში გიფასდება შრომა სხვა თუ არაფერი. სტიმული გვჭირდება :/

  2. იმ ხელისშემშლელი ფაქტორებიდან, რაც ჩამოთვალე, ყველაზე ძნელი და საჩოთირო მაინც სოფელში გაზრდილი და ჩამოყალიბებული ადამიანისთვის კომპიუტერის სწავლებაა… ისე, მე რომ გამიჭირდეს მაგრად , აი, რომ ვშიმშილობდე უკვე, ვიღაც მოხუცისთვის ტრაკის გამობანვაზე წამსვლელი ვიქნებიიიი?! როგორ, ფიქრობ?

    • მაგაზე მე რომ მკითხო, არც დავთანხმდები, არ შემიძლია, მაგრამ ღმერთმა ნუ დაგვაჭირვოს ჩემო ნესტანდარეჯანო, თუარაა:/

რას ფიქრობ შენ?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s