დააზღვიე ოცნება

ასეთი ბედნიერი კარგა ხანია არ ვყოფილვარ. რატომ ხდება, რომ ერთ უბედურებას ეგრევე მეორე მოჰყვება და ასე გრძელდება დაუსრულებლად. თუმცა ბედნიერებაზე გიყვებოდით.

აი ერთ დღეს, მართლაც რომ მზემ გამოანათა ჩემს ცხოვრებაში. თუნცა მანამდე კიდევ ერთი უბედურება შემემთხვა. პირდაპირი მნიშვნელობითაც მზე ანათებდა. ივლისის შუა რიცხვებში, მთელს ქვეყნიერებას გარიდებული მივუყვებოდი გზას და შუბლზე გადმოყრილი თმა მისველდებოდა. სიცხის მიუხედავად ჯიუტად არ ვჯდებოდი არცერთ მანქანაში, რომლებიც გზად იმისთვის ჩერდებოდნენ, რომ ჩემთვის დახმარება შემოეთავაზებინათ. ვიგრძენი, რომ ზურგს უკან ერთ-ერთმა ისევ შეანელა მოძრაობა და ინსტიქტურად გადავწყვიტე სწორედ მას გავყოლოდი. სწორედ ასეთი საოცარი მომენტები ცხოვრებისა გაფიქრებინებს, რომ ყველაფერი, შენი საკუთარი ცხოვრებაც კი, კანონზომიერად და ვიღაცის მიერ დაგეგმილად მიმდინარეობს.

საუბრის წამოწყება სცადა. არანაირი სურვილი მქონდა ახალი ნაცნობობისა ან ისე, უაზროდ ლაპარაკის. ჩემთვის აბსოლუტურად  სულერთი იყო ყველაფერი. მშურდა კიდეც მისი – ბედნიერი და უდარდელი იყო.

მაშინდელ „მე“-ს არც ვამტყუნებ და არც ვამართლებ. ძნელია იყო ადეკვატური, როცა ერთ დღეში ოჯახის ყველა წევრს კარგავ. და ეს ყველაფერი იმის გამო, რომ ვიღაც, მამიკოსგან გათამამებული ლაწირაკი მთვარლი ჯდება საჭესთან. კიდევ იმის გამო, რომ დაზღვევის არარსებობის გამო არ დაიწყეს ოპერაცია მანამ, სანამ არ მივიტანე დასახელებული თანხის ნახევარი მაინც. გვიან იყო უკვე, ძალიან გვიან…

მიქროდა ავტომობილი და ვნატრობდი, ნეტავ გამოჩნდეს ისევ მთვრალი და გამოუცდელი მძღოლი-მეთქი. სიკვდილი მინდოდა. დაზღვევა არ მქონდა და არც არავინ არსებობდა ქვეყნად ვინც ჩემი გადარჩენისთვის ფულს გადაიხდიდა. ირონიულად ვფიქრობდი ჩემს თანამგზავრზე ნეტავ ეს თუ არის-მეთქი დაზღვეული. შევხედე. არაჩვეულებრივი პროფილი ჰქონდა. შემეცოდა სასიკვდილოდ. ცოტა ხნით „გადავიფიქრე“ საიქიოს გამგზავრება.

პასუხი რომ ვერ მიიღო ჟესტებზე გადავიდა.

–         არ ვარ მუნჯი. დაზღვეული ხარ?

ჩემს ნორმალურობაში ეჭვი შეეპარა. მგონი ნანობდა რომ წამომიყვანა. ეცადა კითხვა გაეტარებინა:

–         ო! აბა რატომ არ მელაპარაკები? – მხოლოდ ამოვიოხრე და კიდევ ერთხელ შემშურდა მისი.

–         სად მიდიხარ? – მომაჩერდა პასუხის მოლოდინში.

გულწრფელად , ბავშვივით მიღიმოდა. მეგონა, რომ თუ არ დაველაპარაკებოდი ასევე – ბავშვივით გამებუტებოდა.

–         შენ? – დავუბრუნე კითხვა.

–         ბათუმში. და შენ? – მკითხა ისევ და გაიცინა.

გამეღიმა მეც. მგონი პირველი შემთხვევა იყო იმის მერე რაც ეს უბედურება დამატყდა თავს. გავიღიმე და ყელში ბურთი გამეჩხირა. როცა რაღაც მომენტში თავს კარგად ვიგრნობდი, მაშინ მოდიოდა მოგონებები ჩემი ოჯახის თითოეულ წევრზე. მაშინ მახსენდებოდა რომ აღარავინ მყავს დედამიწაზე ვისაც ჩემი ბედნიერება გაუხარდება ან უბედურება ეწყინება.

ჩემზე მოვუყევი. რატომ, არ ვიცი. ჩუმად მისმენდა.

საბა ერქვა. ეს იყო ბიჭი – თბილი თვალებით და ნათელი ღიმილით. მძიმე ბავშვობა ჰქონია. მამა მსმელი – პათოლოგიური სიმთვრალით, დედა – მომთმენი, ბავშვი უმამოდ არ გაიზარდოსო. მამამისი ცოცხალი აღარ იყო. ყველაფრის მიუხედავად, აღმოჩნდა რომ მანც უყვარდა. რა საცოდავები ვართ ადამიანები – მხოლოდ გავიფიქრე. ხმამაღლა ამას ვერ ვიტყოდი.

დაბინდებული იყო ბათუმში რომ შევედით. წარმოდგენა არ მქონდა სად წავსულიყავი. ღამის პლაჟზე გათენება გადავწყვიტე. დანარჩენის მოფიქრება ხვალისათვის გადავდე.

ის იყო უნდა მეთქვა სადმე გამიჩერე – მეთქი, რომ შემხვედრი მანქანის შუქმა თვალი მომჭრა. ოცნებები,თურმე  მაშინ სრულდება, როცა ამის აღარ გჯერა. ოცნებაცაა და ოცნებაც.  ჩაფიქრებასაც რომ შნო უნდა?!

ამის შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, ბარზილიური სერიალის ნებისმიერ რეჟისორს რომ შეშურდება.

ჩემს სიმპათიურ მძღოლს მსუბუქი დაზიანება მიეღო. მე კი რამოდენიმე დღე გონზე არ მოვსულვარ.მანქანა, ბედის ირონიით დაზღვეული აღმოჩნდა და მიყენებულ ზიანს სრულად ანაზღაურებს სადაზღვევო კომპანია. ამჯერად, საბას და დედამისის დამსახურებით, რომელიც მთელი ეს დრო გვერდიდან არ მომშორებია, გადავრჩი. ამიტომ, თავი მოვალედ ჩვთვალე და საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, დანიშნულ პაემანს უსიტყვოდ დავთანხმდი.

Advertisements

6 comments on “დააზღვიე ოცნება

  1. სხვების სადაზღვევო პოსტები არ წამიკითხავს და არ ვიცი სჯობია თუ არა, მაგრამ ეს კი ძალიან მომეწონა 🙂

რას ფიქრობ შენ?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s