ასტრონავტის დღიური

პოსტი ეფუძნება ნამდვილ ამბავს

 

1985 წელი, 2 მაისი.

ამ დღეს თითქმის ცხრა წელი ველოდი. ჩემთან ერთად გუნდის ყველა წევრიც. ყოველი დღე თენდებოდა იმედით, რომ წარმატებით დასრულდებოდა ხომალდის პროექტირება. აღარც მეგონა, რომ ბოლოსდაბოლოს დადგებოდა ეს დრო. როცა ეკიპაჟის შერჩევის დრო მოვიდა სიმართლე გითხრათ სერიოზულად შევშფოთდი, რომელიმე კრიტერიუმი რომ ვერ დამეკმაყოფილებინა ყველაფერი ჩაიშლებოდა.

 

Challenger-ის ეკიპაჟი

1985 წელი, 23 ივლისი.

როდესაც  ჩემს გარშემო ხალხი  უდიდესი მისიისთვის ემზადებოდა, ცოტათი მშურდა მათი. მაშინ ჯერ კიდევ საკმაოდ გამოუცდელი ვიყავი ამისთვის. ახლა კი დადგა დრო, როდესაც დედამიწის  მშვენიერებით კოსმოსიდან უნდა დავტკბე. ყველა ასტრონავტის ოცნება ხომ ესაა. ნახო კოსმოსი. ნახო როგორია სინამდვილეში სურათებში ნანახი გალაქტიკა, მთვარე, და სულაც დედამიწა. ხომალდის რეკონსტრუქცია წარმატებით მიმდინარეობს. სავარაუდოდ  86-ში ავფრინდებით.

 

1985 წელი, 30 სექტემბერი.

ბავშვობიდან ავიჩემე კოსმოსი და ისე იყო ჩემში გამჯდარი მისი სიყვარული, რომ ვერც წარმომედგინა ჩემი თავი სხვა სფეროში. ბევრი ვიშრომე, რათა აქამდე მოვსულიყავი. ახლა კი ვემზადები. ვემზადები  გასაფრენად. ძნელი დასაჯერებელია არა?

ბევრი, საკმაოდ რთული პროცედურის გავლა დამჭირდა. უწონადობაში გატარებული რამოდენიმე ათეული საათი.  წნევის ცვალებადობის ამტანიანობა, რომლის გადალახვის ყველაზე ნაკლები იმედი მქონდა და ხასიათს მიფუჭებდა, მაგრამ ჩემი სურვილი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ეს ბარიერიც გადავლახე. როგორც ჩანს ფსიქოლოგიურად შეამზადა ტვინმა სხეული.

1985 წლის, 5 ნოემბერი.

მე ოჯახი მყავს. ცოლი და შვილები. მართალია კოსმოსში გაფრენა  ჩემი ცხოვრების უდიდესი სურვილის ახდენაა, მაგრამ არსებობს გარკვეული საშიშროებაც, რომ უკან ვეღარ დავბრუნდე. ჩვენამდე ერთი ხომალდი  15 წუთში აფეთქდა. სიკვდილის არ მეშინია. ჩემს ოჯახს დავაკლდები ვიცი, მაგრამ იმის გაცნობიერება, რომ   სამყაროს შესახებ რაღაც ახალს შევიტყობ, ერთიორად მმატებს სტიმულს. ჩვენს მიერ აღმოჩენილი შეიძლება იყოს ისეთი რამ, რაც აქამდე არ ყოფილა. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია  დედამიწისთვის.

ერთდერთი რამ, რაც ამ შემთხვევაში ჩემი ოჯახისთვის შემეძლო გამეკეთებინა, ის იყო რომ დაუყონებლივ დავაზღვიე საკუთარი სიცოცხლე. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ რაიმე შემემთხვევა ჩემს ოჯახს სადაზღვევო კომპანია საკმაოდ სოლიდურ თანხას გადაცემს. მთავარია ატმოსფეროს გავცდეთ. Shuttle –  ის დაღუპვა დიდი დარტყმა იყო ჩვენთვის. ეს ერთადერთი შიშია. შიში იმისა, რომ მანამდე მოვკვდები ვიდრე ატმოსფეროს გავცდები. ამიტომ უნდა გავაგრძელოთ მათი დაწყებული საქმე და არამარტო გავარგრძელოთ, ბოლომდე მივიყვანოთ კიდეც. მათი გულისთვის, ვინც ხომალდზე იმყოფებოდა.

 

1985წელი, 17 დეკემბერი.

ეკიპაჟის შვიდივე წევრი მთელ დღეებს სადგურში ვატარებთ. ჩვენთნ ერთად მოდის მასწავლებელიც. მან ღია გაკვეთილი  უნდა ჩაატაროს კოსმოსიდან. აქამდე ეს არავის გაუკეთებია და ჩვენც იმედი გვაქვს, რომ ისტორიაში საკუთარ კვალს  დავტოვებთ.

ოჯახის წევრები სანახავად აქ გვაკითხავენ, თუმცა სულ რამოდენიმე წუთით. დროის დაკარგვა არ შეიძლება. თითქმის ყველფერი მზადაა გასაფრენად. რაც შეიძლება დიდხანს მინდა ვუყურო ჩემს ბავშვებს, მაგრამ ვერ ვახერხებ. იმედს ვიტოვებ – ცოცხალი დავბრუნდები და მათ ისევ ვნახავ.

 

ხომალდის გაშვება

1986წელი, 28 იანვარი.

ეს ჩემი უკანასკნელი ჩანაწერია დედამიწაზე. თუმცა უკანასკნელი რატომ, მე დავბრუნდები.

 

1987 წლის, 28 იანვარს ქვეყნის ყველა საინფორმაციო საშუალება აშუქებდა კოსმოსური ხომალდ Challenger-ის გაშვებას. ახლობლები აცილებდნენ ეკიპაჟის წევრებს. თითოეულმა წარმოსთქვა გამოსამშვიდობებელი სიტყვა. ღიმილით დაუქნიეს ხელი შეკრებილ ხალხს და ხომალდის გასაშვებად მოემზადნენ. მის აფრენას ოვაციებით და ტაშით შეხვდნენ.

ყველასათვის მოულოდნელად Challenger-ი აფრენიდან 75  წამში… აფეთქდა.

 

აფეთქება

 

 

Advertisements

6 comments on “ასტრონავტის დღიური

რას ფიქრობ შენ?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s