პაპა – ჩემი?

 

ყოველთვის მინდოდა მყოლოდა პაპა. თბილი, მოსიყვარულე, ჩემი დანახვა რომ ყოველთვის გაახარებდა. მარტო ჩემი კი არა ჩემი ძმის, ბიძაშვილების და დეიდაშვილებისაც. პაპა, რომელიც მისვლისას გვეტყოდა – მოდით, აახმაურეთ აქაურობა, თქვენ გენაცვალეთ თქვენაო. გგონიათ არ მყავდა? სულ რამოდენიმე თვის წინ გარდაიცვალა პაპაჩემი. ჰაჰა, სანამ თვალზე ცრემლი მოგადგებათ, მინდა სასწრაფოდ გითხრათ, რომ ის სულაც არ იყო ზემოთ აღწერილი და ჩემი საოცნებო პაპა. პირიქით, ჩემ მიერ დახატული ტიპაჟის ანტპოდი იყო. თუმცა მაცადეთ, მოგიყვებით. Continue reading

ხვალე…

დავჯექ წერად. მაგრამ არც ისე ადვილია წერო მაშინ როცა არ გეწერინება. არც იმის მოყოლა მინდა როგორ დავისვენე რაჭაში. ვთვლი რომ მკითხველისთვის უინტერესო იქნება. უბრალოდ გეტყვით რომ დავუბრუნდი ჩვეულ რიტმს ცხოვრებისას. არა ჩვეულს არა, უფრო გავაქტიურდი. გარემოს შეცვლამ დადებითად იმოქმედა. უფრო გულმოდგინედ შევუდექი საოჯახო საქმეებს, რაც არც ისე სასიამოვნოა დამეთანხმეთ ამ ამბავში გამოცდილები.

კიდევ ერთი კვირა სახლში და მერე სოფელში მივდივარ ერთი ან ორი კვირით. Continue reading

სპორტი მხოლოდ მამაკაცებისთვის

 

ღვინო მოსვა და ფუჟერი მაგიდაზე დააბრუნა.როცა გასწორდა, მამაკაცი ძლიან ახლოს აღმოაჩინა. როდის მიუჩოჩდა ვერ მოასწრო გააზრება. მზერა უტიფრად გაუსწორა. ტუჩები შეუთვალიერა. ისევ თვალები. კაცი მისკენ გადმოიხარა. ოსტატურად აირიდა ქალმა მისი კოცნა – ღვინოს დასწვდა ისევ. თვალებდახრილმა მოსვა. აღარ სურდა მისი თვალების ნახვა, სხეულში ნიაღვარივით რომ მოჰქონდა ცეცხლი და რომელიც მის წალეკვას ლამობდა. მამაკაცს უკან არ დაუხევია. ტუჩები ყურთან მიუტანა: Continue reading

სტუმარი

ჩემს ლოჯიაში საიდან აღმოჩნდა ან როდის დაიდო ბინა არ მახსოვს. ასაკიც ვერ გავნსაზღვრე. იმხელა იყო პატარა ბიჭი რომ აღარ ეთქმის. ოდნავ შეთხელებული თმით და საშუალო სიმაღლით. არც ისეთი სიმპათიური, როგორი მამაკაცებიც მომწონს, მაგარმ არც – შეუხედავი. არ მახსოვს, როგორ ვცხოვრობდით მის მოსვლამდე, ან ვინ ვიყავით საერთოდ. ის კი ვიცი რომ სახლში ვიყავით „ჩვენ“.

რამოდენიმე დღემ გაიარა და გადავწყვიტეთ საკუთარი თვალით გვენახა სტიქიით დაზარალებული ქალაქი. საშინელი ქარიშხალი იყო. წვიმა, სეტყვა, ქარბორბალა, გუგუნი, გრუხუნი და ელვა, როგორც ცეცხლი. იშვიათი მოვლენაა არა? Continue reading