სტუმარი

ჩემს ლოჯიაში საიდან აღმოჩნდა ან როდის დაიდო ბინა არ მახსოვს. ასაკიც ვერ გავნსაზღვრე. იმხელა იყო პატარა ბიჭი რომ აღარ ეთქმის. ოდნავ შეთხელებული თმით და საშუალო სიმაღლით. არც ისეთი სიმპათიური, როგორი მამაკაცებიც მომწონს, მაგარმ არც – შეუხედავი. არ მახსოვს, როგორ ვცხოვრობდით მის მოსვლამდე, ან ვინ ვიყავით საერთოდ. ის კი ვიცი რომ სახლში ვიყავით „ჩვენ“.

რამოდენიმე დღემ გაიარა და გადავწყვიტეთ საკუთარი თვალით გვენახა სტიქიით დაზარალებული ქალაქი. საშინელი ქარიშხალი იყო. წვიმა, სეტყვა, ქარბორბალა, გუგუნი, გრუხუნი და ელვა, როგორც ცეცხლი. იშვიათი მოვლენაა არა?

ქალაქი უკვე დაწყნარებულიყო. ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, თუმცა სტიქიის კვალი ბევრგან დარჩენილიყო. მრავალსართულიანი სახლის საკმაოდ მაღალ, პირველ სართულზე სახლებიდან გზამდე, ხიდები გაეკეთებინათ. ხიდებად გადებული ფერადი ტაშტებისა და კიდევ უამრავი საყოფაცხოვრებო ნივთებისგან აწყობილი გდასასვლელები, რომლებიც ნახევრად უკვე დაეშალათ, გულს მოგიკლავადათ.

მას ჩემთვის არ უთქვამს, მაგრამ ვიცოდი რომ ორ დღეში უნდა წაუსლიყო. ამის გაფიქრებაზე გული მეწურებოდა.

–         იცი, აღარც კი მახსოვს როგორ ვცხოვრობდი შენამდე.

მან შემომხედა და გაიღიმა. მისი ღიმილი  „ყველაფერს აქვს დასასრულიო“ ამბობდა.

მივაბიჯებდით წალეკილ ქალაქში, როგორც ცოლ-ქმარი, რომლებსაც ვნება უკვე გადავლილი აქვთ. მინდოდა მეთქვა:“არ წახვიდე, დარჩი ჩვენთან“-მეთქი. ვერ მოვასწარი. გამომეღვიძა.

Advertisements

რას ფიქრობ შენ?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s