სპორტი მხოლოდ მამაკაცებისთვის

 

ღვინო მოსვა და ფუჟერი მაგიდაზე დააბრუნა.როცა გასწორდა, მამაკაცი ძლიან ახლოს აღმოაჩინა. როდის მიუჩოჩდა ვერ მოასწრო გააზრება. მზერა უტიფრად გაუსწორა. ტუჩები შეუთვალიერა. ისევ თვალები. კაცი მისკენ გადმოიხარა. ოსტატურად აირიდა ქალმა მისი კოცნა – ღვინოს დასწვდა ისევ. თვალებდახრილმა მოსვა. აღარ სურდა მისი თვალების ნახვა, სხეულში ნიაღვარივით რომ მოჰქონდა ცეცხლი და რომელიც მის წალეკვას ლამობდა. მამაკაცს უკან არ დაუხევია. ტუჩები ყურთან მიუტანა:

 

–         რაღაც მინდა გითხრა – დაიწყო ძალიან ინტიმური ხმით.

–         გისმენ, – მეტისმეტად იყო ქალი ღვინით დაკავებული.

–         ხედავ ამ ხალხს?

–         რა თქმა უნდა – თქვა და ისეთი ინეტერესით მოათვალიერა იქაური საზოგადოება, თითქოს ახლაღა დაინახა სად იმყოფებოდა.

–         შენ ყველასგან გამოირჩევი. ხომ გესმის რას ვგულისხმობ? შემოსვლისას მივხვდი, რომ ერთადერთი სასურველი ქალი შენ ხარ – ჩურჩულებდა ენდი და ცდილობდა ქალის არცერთი, თვით უმნიშვნელო მოძრაობაც – კი, არ გამოჰპარვოდა – ბევრს ხომ არ სვამ?

ქალმა გაოცებული, ღვინისაგან ოდნავ ამღვრეული თვალებით შეხედა. კაცმა მზერა მოცეკვავე წყვილებზე გადაიტანა და ენაზე იკბინა. მიხვდა, უაზრო კითხვა დასვა. ქალი დაჟინებით უცქერდა. ენდიმ როცა შეხედა, ლორას ირონიულ, ალესილ მახვილზე უფრო ბასრ  ღიმილს გადააწყდა.  ამ შეცდომის გამოსწორება გაუჭირდებოდა კაცს.

მოულოდნელად კოლოფი გაუწოდა. ქალმა გულგრილად დახედა მას და ღვინო მოსვა. სახეზე სრული გულრილობა ეწერა. ენდი დაიხარა, კოლოფი ახსნა და ისევ მაგიდაზე დააბრუნა. გასაღები ბრწყინავდა შიგ.

–         იცი ეს რა არის? – ჩაეკითხა და საკუთარ კითხვას პასუხი თავადვე გასცა – ეს შენი შანსია.

ენდის ხმაში თვითკმაყოფილება გაკრთა. მიხვდა, მიზანში მოარტყა.

–         სანაცვლოდ რა გინდა? – ჰკითხა ქალმა და ლოყებზე სიწითლემ გადაურბინა.

–         იცი, – მოუჭრა კაცმა.

გამომცდელად აკვირდებოდა ქალს და გრძნობდა, რომ ამ ღამით იგი მისი გახდებოდა. მიზანი თითქმის მიღწეული იყო. “შეძლება ავჩქარდი და მისი ყიდვა არ იყო საჭირო“-ო გაიფიქრა, მაგრამ დიდხანს ვერ დაუცდიდა. სულსწრაფი იყო ენდი.

 

 

 

–         მოვიფიქრებ – ერთი სიტყვა მიუგდო ქალმა და წავიდა.

ლორა პირველი ავტომრბოლელი ქალი იყო თავის ქვეყანაში. იგი მოულოდნელად გამოჩნდა ავტოსპორტში. როგორც ყველა „პირველს“ მასაც ძალიან გაუჭირდა თავის დამკვიდრება მისთვის სასურველ სპორტის სახეობაში. უამრავი ინტრიგის მიუხედავად, მალე მოიპოვა ავტომრბოლელების სიმპათია თავისი შეუპოვრობით და მიზანდასახულობით. საკმაოდ წარმატებული ქალი-მრბოლელი, რამდენიმე გამარჯვების შემდეგ, ზოგიერთმა მონაწილემ აითვალწუნა და ლორასთან, როგორც ქალთან ერთად რბოლაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ამის გამო ქალებს, მამაკაცთა რალიში მონაწილეობა ოფიციალურად აეკრძალათ. ეს იყო ყველაზე ბინძური ფანდი რაც მის წინააღმდეგ გამოიყენეს. საბოოლოოდ უმრავლესობის გადაწყვეტილებით კანონი ძალაში შევიდა და ქალი ავტოსპორტს მიღმა დარჩა. ლორას  ნელ-ნელა ყველა ჩამოშორდა. ახლა აღარც სპონსორი ჰყავდა და აღარც სპორტული ავტომობილი.

„გაიძვერააო, ფიქრობდა ენდიზე, მას ჩემი ყიდვა უნდა. უამისოდაც დავწვებოდი მასთან, რა საჭირო იყო ეს“ – ფიქრობდა ქალი და თავს დამცირებულად გრძნობდა. როგორ ზუსტად მოუნახა სუსტი წერტილი?!  ეს ავტომობილი ხომ ახლა ჰაერივით სჭირდება! საკუთარი ქვეყანა თუ არ აძლევს შანსს, დროა მეზობელი ქვეყნის ავტომრბოლელთა რიგებში ჩაეწეროს. რაღა თქმა უნდა მხოლოდ და მხოლოდ პირველი ადგილი სჭირდება. ეს იქნება ერთგვარი პროტესტიც  ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

საღამოს, კარზე კაკუნი გაისმა. ენდი მას უკვე ელოდა. კარგად შეესწავლა ლორას მისწრაფებები და მისი ახლანდელი მდგომარეობაც მშვენივრად მოეხსენებოდა. მისთვის არ არსებობდა მიუწვდომელი ქალი. ვინც თავის დაფასებას დაიწყებდა, ყველას გამოუნახავდა სუსტ წერტილს. ვის – ქრთამით, ვის – შანტაჟით აიძულებდა მისთვის სიამოვნება მიენიჭებინათ.

ხმა არცერთს ამოუღია. ლორა მიუახლოვდა. ხელები პერანგის ღილებს ჩამოაყოლა, ქამარს მოეჭიდა და მის წინ ჩაიმუხლა. ქამრის ბალთა შეხსნა….

ეს საზღაური მას საკუთარი სამოვნებისთვის უნდა გადაეხადა. სიამოვნება – სიამოვნებისა წილ. მისთვის ერთადერთი „მამაკაცი“, რომელიც მას აკმაყოფილებდა, ავტომობილი იყო.

–         რეისი № 3217, აცხადებს ჩასხდომას – ისმოდა მომნოტონური ხმა აეროპორტში. ლორა სავარძელზე მოკალათდა და თვალები დახუჭა. პირველობა მისი კრედო გახდა. უნდა დაემტკიცებინა, რომ საკუთარი ქვეყნის  ავტოსპორტში  საჭირო პერსონა იყო.

სტარტზე აღმოჩენილმა რეალობის შეგრძნება დაკარგა. ნიშნის მოლოდინში ცოტა აღელდა. მომენტალურად მოსწყდა ადგილს ბუმბულივით ამსუბუქებული.

გული გამალებით უცემს, შლემის ქვეშ ოფლი მოჟონავს. ყველა ავტომობილი უკან მოიტოვა და თავდაჯერებულობა ერთო-ორად მოემატა. ფინიშამდე სულ რამოდენიმე წამიღა დარჩა.

–         ყურადღება! – ჩაესმა ლორას მონოტონური ხმა – რეისი №3217 ახორციელებს დაშვებას, გთხოვთ შეიკრათ უსაფრთხოების ქამრები.

 

 

(საკონკურსო პოსტი “TEGETA MOTORS” – ისთვის)

Advertisements

11 comments on “სპორტი მხოლოდ მამაკაცებისთვის

რას ფიქრობ შენ?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s