ხვალე…

დავჯექ წერად. მაგრამ არც ისე ადვილია წერო მაშინ როცა არ გეწერინება. არც იმის მოყოლა მინდა როგორ დავისვენე რაჭაში. ვთვლი რომ მკითხველისთვის უინტერესო იქნება. უბრალოდ გეტყვით რომ დავუბრუნდი ჩვეულ რიტმს ცხოვრებისას. არა ჩვეულს არა, უფრო გავაქტიურდი. გარემოს შეცვლამ დადებითად იმოქმედა. უფრო გულმოდგინედ შევუდექი საოჯახო საქმეებს, რაც არც ისე სასიამოვნოა დამეთანხმეთ ამ ამბავში გამოცდილები.

კიდევ ერთი კვირა სახლში და მერე სოფელში მივდივარ ერთი ან ორი კვირით. იქაც არ მექნება ინტერნეტი. ტელევიზორი არის, მაგარმ ერთ არხზე მეტს ეჭვი მაქვს რომ არ დაიჭერს. ამიტომ არც მისი ჩართვის სურვილი მექნება. სამაგიეროდ ბეევრი კარგი წიგნი „დავითრიე“.  იმდენად ბედნიერი ვარ ამით რომ არც კი ვიცი რომლით დავიწყო. მოდი ისევ „წითელი და შავი“-ს დავასრულებ. ასე ჯობია. თან მშვენივრადაც მომწონს. ახლოს მოვიდა ჩემთან რაღაცნაირად. ჰო, სანამ რაჭაში ვიყავი დოსტოევსკის „მოთამაშე“ მოვასწარი. რომანის მთავარი გმირი აზარტული თამაშების მოყვარულია, რომელიც ხან მეფესავით ცხოვრობს, ხან მათხოვარივით, გააჩნია ბედის (უფრო კი „რულეტკის“) ბორბალი როგორ ტრიალებს. და „ხვალ“ ახალ ცხოვრებას იწყებს. ზუსტადაც რომ! რა კარგია რომ არსებობს ეს დალოცვილი „ხვალე“.

ეს თქვენ! შოთა ნიშნიანიძის ყველაზე “მართალი” ლექსი 

რა დიდებული სიტყვა არსებობს,
ეს დალოცვილი-ხვალე.
დღეს გვიანაა,ხვალე,ბავშვებო,
ხვალეც მელეა,მალე!
ხვალიდან ვდგები დილაადრიან,
ვარჯიშს დავიწყებ ხვალიდან.
ხვალიდან აღარ მოვწევ,ნაღდია,
წვეთსაც არ დავლევ ხვალიდან!
ხვალ გადავიხდი გადასახადებს,
ხვალ გავისტუმრებ ვალებს.
წერილს ხვალ დავწერ,აღარ გადავდებ,
ხვალვე გავგზავნი ბარემ.
იმ წიგნს უთუოდ ხვალ წავიკითხავ,
ხვალ დილიდანვე ვთარგმნი.
ხვალე ვისესხებ…
ხვალე გიყიდი…
კარგი, დაწყნარდი,კარგი!
ეხლა თუ არა,ხვალ გამიგებენ,
ეს დღეც დადგება მალე.
სახელოვანი ხვალ შევიქნები,
ხვალე..
ხვალე და
ხვალე…
შენც,ჩემო თავო,რა გეფიქრება,
რა გამოგილევს ხვალეს.
ეს ხვალე მუდამ,მუდამ იქნება,
მიდი,
თვალე და
თვალე…

პ.ს ფოტოები ჩემია 🙂

Advertisements

4 comments on “ხვალე…

  1. საოჯახო საქმეებისგულმოდგინედ შესრულებაში გამოცდილი ადამიანი ამბობს:-ეს მართლაც არაა სასიამოვნო საქმე, თუმცა შედეგი ნამდვილად მსიამოვნებს. ისე ვისურვებდი რომ ამ შედეგისთვის ვინმე სხვა იღვწოდეს…:)

  2. ხოდა სტენდალი ბავშობაში მაქვს წაკითხული მგონი სასიყვარულო თავგადასავალია ახალგაზრდა ბიჭსა და გათხოვილ ქალს შორის? გადავიკითხავდი სიუჟეტიც არ მახსოვს, ნიშნიანიძე კი ჩემი ძალიან საყვარელი ავტორია… მშვენიერი ლექსია და ამ ადრიანად კარგ განწყობაზე დავდექი, მადლობთ კარამელო…

    • კი, გათხოვილ ქალს და 19 წლის ბიჭის სასიყვარულო ურთიერთობა, ამას + ის, რომ ბიჭი მიდის სასულიერო გზით და ამას მხოლოდ მხოლოდ ანგარებით აკეთებს, რადგან ღარიბია და ხედავს რომ სასულიერო პირებს კარგი შემოსავალი აქვთ. რაღაცნაირი კავშირი დავინახე მე დღევანდელ ჩვენ სამღვდელობასა და წიგნში აღწერილ სამღვდელოებას შორის 😉

რას ფიქრობ შენ?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s