პაპა – ჩემი?

 

ყოველთვის მინდოდა მყოლოდა პაპა. თბილი, მოსიყვარულე, ჩემი დანახვა რომ ყოველთვის გაახარებდა. მარტო ჩემი კი არა ჩემი ძმის, ბიძაშვილების და დეიდაშვილებისაც. პაპა, რომელიც მისვლისას გვეტყოდა – მოდით, აახმაურეთ აქაურობა, თქვენ გენაცვალეთ თქვენაო. გგონიათ არ მყავდა? სულ რამოდენიმე თვის წინ გარდაიცვალა პაპაჩემი. ჰაჰა, სანამ თვალზე ცრემლი მოგადგებათ, მინდა სასწრაფოდ გითხრათ, რომ ის სულაც არ იყო ზემოთ აღწერილი და ჩემი საოცნებო პაპა. პირიქით, ჩემ მიერ დახატული ტიპაჟის ანტპოდი იყო. თუმცა მაცადეთ, მოგიყვებით.

ადამიანს ხომ ყავს ორი პაპა. ერთი დედის მამა, მეორე – მამის. მამაჩემის მამა, მე რომ დვიბადე უკვე გარდაცვლილი იყო. მთელი ცხოვრება ვიტანჯებოდი, რა იქნებოდა ის მაინც ყოფილიყო ცოცხალი და ვინ იცის იქნებ ისეთიც ყოფილიყო, როგორზეც ვოცნებობდით მე და ჩემი ძმა. თუმცა აბა ამას რას ვუშველიდი. აი, მეორე პაპა კი – დედის მამა- ცოცხალი და ასე თუ ისე ჯანმრთელიც გახლდათ. პაპა-ბებია თბილისსგარე ერთ-ერთ ისეთ სოფელში ცხოვრობენ, სადაც სააგარაკოდ სასახლეებს იშენებენ ფულიანი ხალხი და საიდანაც ნახევარი თბილისი ხელისგულივით მოსჩანს.

თუ გინდათ ნახოთ როგორი ხედი იშლება ბებიაჩემის სახლიდან, მაშინ მოგიწევთ გასცდეთ ამ ფოტოს კიდეებს 🙂

წესით, დასასვენებელი ადგილის ძებნა აღარ უნდა დაგვჭირვებოდა არა? ცდებით! იქაურობას რამოდენიმე დღით თუ ვესტუმრებოდით და ისიც ბებიაჩემის ხათრით.

ახლა კი კონკრეტულად ე.წ პაპაჩემზე. უკვე გითხარით, რომ გარდაიცვალა. ამ ამბავს ერთი ნერვიც არ შეურხევია ჩემთვის. გავიფიქრე – მადლობა ღმერთს, დაისვენებს ბებიაჩემი ბოლოსდაბოლოს-მეთქი. ერთი პაწაწინა სინანულის ნამცეცი ვერ ვიპოვე ჩემში მისი სიკვდილის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვეცადე მეპოვნა.

სამი შვილიდან და შვიდი შვილიშვილიდან, უკლებლივ ყველა სახლიდან ჰყავს გამოგდებული. ჯერი ჩემზე როცა მოდგა და უაზროდ ამიტყდა (აზრიანი მაგის ჩხუბი არც გამიგია :D), აქ ფეხის მომდგმელის დედაც ***- მეთქი და  წამოვედი. მოდი, დასკვნა თავად გამოიტანეთ როგორი ადამიანი იყო.

საერთოდაც, რატომ გიყვებით იცით? შური მახრჩობს ხოლმე სადმე კეთილ, თბილ მოხუცს რომ შევხვდები  😦 . წარმოიდგინეთ რა ტკბილია შვილი და რა ტკბილი უნდა იყოს კიდევ იმისი შვილი. უბრალოდ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც საკუთარი თავის გარემოცვაში ყოფნა ქვეყნად ყველაფერს ურჩევნიათ.

მოკლედ, პირადად მე, პაპაჩემის ცხოვრებისგან ძალიან კარგი გაკვეთილი მივიღე. ჭკვიანები ხომ სხვის შეცდომებზე სწავლობენ?! მე არ ვიქნები მისნაირი მოხუცი. დასკვნა კი ასეთია : ისე უნდა იცხოვრო, რომ როცა მოკვდები ერთ ადამიანს მაინც მოადგეს თვალზე ერთი, თუნდაც ერთადერთი, გულწრფელი ცრემლი.

როგორი პაპა-ბებია გყავთ აბა, მოჰყეთ.

Advertisements

4 comments on “პაპა – ჩემი?

  1. ვაჰ დაწყება ისეთი ლამაზი იყო… მადლობა ღმერთს არაჩვეულებრივი ბებია და ბაბუები მყავს… დედის მხრიდან ორივე, მამის მხრიდან მხოლოდ ბაბუა. არაჩვეულებრივი და უთბილესი ადდამიანები აფიან..დედის მხრიდან ბებია-ბაბუა განსაკუთრებით მიყვარს, და მათ სიკვდილს მგონია ზედ გადავყვები… გულწრფელად მეცოდებიან ისეთი ადამაიანები, ვისაც ხსვილიშვილები არ უყვართ… ან, მართლა უყვარდი შეიძლება, მაგრამ არ გამოხატავდა ამას და ზედმეტად თავმკყვარე იყო…
    არ ვიცი….

რას ფიქრობ შენ?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s