მშვიდობიანი ბლოგი

როგორც ამ ბლოგის ავტორი, თავს დამნაშავედ ჩავთვლი, რომ არ შევეხო, ამჟამად, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და არაფერი დავწერო ამ ყველაფრის შესახებ. ვეცდები ვიყო მაქსიმალურად კორექტული და ლაკონიური…

სასჯელაღსრულების სისტემაში ჩადენილ ფაქტებთან დაკავშირებით, პროტესტის გრძნობა დიდხანს ექნება ხალხს, ალბათ მანამ, სანამ არ დაისჯება ყველა ის ადამიანი, რომელსაც წვლილი მიუძღვის მაპტიმრების წამებაში, იქნება ეს: დამკვეთი, შემსრულებელი თუ ამ ქმედების ვერ/არ აღმომფხვრელი და შემჩერებელი. შესაბამისად აქციები უფრო და უფრო ხშირი და ხალხმრავალი იქნება, ამასთან დაკავშირებით იმის თქმა მინდა, რომ ეს პროტესტი მოდის ხალხისგან ამ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, ეს არის საზოგადოებრივი აზრი და არა “პოლიტიკური დოღი”, ამიტომ ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს მინდა ვთხოვო, რომ აქციებზე დასწრების დროს არ აპიარონ თავიანთი პარტიები და არ იარონ პარტიის მაისურებითა და რაც მთავარია დროშებით, ამ ყველაფრით მანიპულირება და რაღაც “ქულების ჩაწერა” ამაზრზენია… მათთვის ვინც ფიქრობს, რომ ეს ფაქტი მათ არ შეხებიათ და პროტესტის გამოხატვა საჭირო არ არის, მოვიყვან პატარა ციტატას, რომელიც არც კი ვიცი ვისია:

ისინი ჯერ კომუნისტებს მიადგნენ…

View original post 368 more words

NocHuRa's Official BLOG

დღეს (18.09.2012) გავრცელდა 2011 წელს გლდანის მერვე საპყრობილეში პატიმრების გაუპატიურების ამსახველი ვიდეო კადრები, რომელიც მეცხრე არხმა გაავრცელა ვლადიმერ ბედუკიძის წყალობით. შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ ბედუკაძე არის საპყრობილეს ერთ–ერთი ყოფილი თანამშრომელი, იგი 16 წელი მუშაობდა სასჟელაღსრულების დაწესებულებაში. ვლადიმერ ბედუკიძე დიდი ხნის განმავლობაში იღებდა მსგავს (ფარულ/ღია) კადრებს. ამჟამად მასზე ძებნაა გამოცხადებული. იგი პოლიტიკური სტოლვილის სტატუსით იმყოფება ერთ–ერთ ქვეყანაში.

მეცხრე არხის კორესპოდენტმა, გიორგი ფოფხაძემ უკვე აჩვენა ეს ვიდეო ევროკომისიისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს. კადრები საკმაოდ მძიმე საყურებელი იყო და მძიმე უფრო მათთვის ვინც გააუპატიურეს. კადრებში ნათლად ჩანდა, თუ როგორ აუპატიურებენ პატიმარებს ცოცხის ტარით, ხელკეტით და ერთ–ერთ პატიმარს ასევე აიძულებდნენ სიგარეტის ფილტრი გაეკეთებინა თავისივე უკანა ტანში (ანუსში), შემდეგ გამოეღო თავისივე ხელით, ჩაედო პირში, მოეწია და ისევ უკან დაებრუნებინა ანუსში. ცოტა გულის რევის შეგრძნება ხომ არ გაქვს მკითხველო?! თუ კი, გილოცავ! ესე იგი შენ კიდევ რაღაც ადამიანური გაქვს შემორჩენილი და ამ ყველაფერს ცივი გონებით არ კითხოლობ. შენ ცხოვრობ ისეთ დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელსაც საქართველო ქვია. ქვეყანა, სადაც ადამიანის…

View original post 488 more words

რა გზით შეიძლება არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ხალხის წახალისება?

რატომ უნდა ასოცირდებოდეს გააქტიურებული პოლიტიკოსი არჩევნებთან? მე, ქვეყნის ერთმა, უბრალო მოქალაქემ ხომ ვიცი, რომ ეს აქტიურობა და „ქვეყნის აღმშენებლობა“ ზუსტად არჩევნების დღესვე მკვეთრად დამუხრუჭდება. ამის მერე კი დაველოდები მომდევნო არჩევნებს სურვილების ასრულების მოლოდინით. იქნებ ეზოში რომ ელექტროენერგიის ბოძია დაზიანებული, ბოლოსდაბოლოს დაადგეს საშველი და მაშინ მაინც შეიცვალოს სანამ ვინმეს/რამეს არ დააშავებს.

ყველაზე აქტუალური მაინც დაპირებებია. იმედის მომცემი, მზეს რომ მიწაზე ჩამოგიტანენ – ისეთი დაპირებები. ეს დაპირებები ისევე აორთქლებადია პოლიტიკოსების გეგმებიდან, როგორც ოხშივარავარდნილი ყავა ჩემი საწერი მაგიდიდან – კუჭის სასრგებლოდ. მაგრამ მაინც მორჩილად ვისმენთ გაცვეთილ  (თუნდაც ახალ – შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი რომ არ იცვლება ეგაა) ფრაზებს და გულის სადღაც, პაწაწინა კუნჭულში მათი ასრულების იმედიც კი გვაქვს. Continue reading

იდეალური დილის სექსი

ძილიდან ოდნავ გამოერკვა. კერტების  ტკივილმა ღამე გაახსენა. ვნებიანი, გიჟური ღამე. მაგრამ ის სად არის? წავიდა? უკეთესიც არის თუ წავიდა და მის გაღვიძებას არ დაელოდა. არ უნდოდა ახალი გაღვიძებული ენახა ვინმეს, წინა საღამოს გაცნობილ მამაკაცს-მით უმეტეს. ეს წინააღმდეგობაში მოდიოდა წუხანდელ, ცეცხლოვან ღამესთნ.

სამზარეულოში რაღაც გაბრახუნდა. აქ არის! ვერაფრით გაიხსენა ზუსტად როგორი იყო მისი რჩეული. მხოლოს ის ახსოვდა, რომ ნავარჯიშევი ტანი და ლამაზი მკერის კუნთები ჰქონდა, რასაც ასე აფასებდა მამაკაცში.

ფეხის ხმაზე მიხვდა, რომ მისკენ გამოემართა და სასწრაფოდ თავი  მოიმძინარა. ფეხის ხმა საწოლთან შეწყდა და ვაჟის სუნთქვა სახეზე იგრძნო.

–         ჰეი – მიესალმა ჩუმად სასიამოვნო ხმა. Continue reading