იდეალური დილის სექსი

ძილიდან ოდნავ გამოერკვა. კერტების  ტკივილმა ღამე გაახსენა. ვნებიანი, გიჟური ღამე. მაგრამ ის სად არის? წავიდა? უკეთესიც არის თუ წავიდა და მის გაღვიძებას არ დაელოდა. არ უნდოდა ახალი გაღვიძებული ენახა ვინმეს, წინა საღამოს გაცნობილ მამაკაცს-მით უმეტეს. ეს წინააღმდეგობაში მოდიოდა წუხანდელ, ცეცხლოვან ღამესთნ.

სამზარეულოში რაღაც გაბრახუნდა. აქ არის! ვერაფრით გაიხსენა ზუსტად როგორი იყო მისი რჩეული. მხოლოს ის ახსოვდა, რომ ნავარჯიშევი ტანი და ლამაზი მკერის კუნთები ჰქონდა, რასაც ასე აფასებდა მამაკაცში.

ფეხის ხმაზე მიხვდა, რომ მისკენ გამოემართა და სასწრაფოდ თავი  მოიმძინარა. ფეხის ხმა საწოლთან შეწყდა და ვაჟის სუნთქვა სახეზე იგრძნო.

–         ჰეი – მიესალმა ჩუმად სასიამოვნო ხმა.

ქალს გაეღიმა და თვალები ფრთხილად გაახილა. საკუთრი არჩევანით კმაყოფილი დარჩა. ამასთან, საოცრად მიმზიდველი ტუჩები ჰქონდა. ქალმა მამაკაცი თავისკენ მიიზიდა. იგი ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაჰყვა მის ნებას. თავისი ძლიერი ხელით შემოისალტა ქალის მხურვალე სხეული და რამოდენიმე ძალდაუტანებელი მოქმედების შედეგ, სრულიად შიშველი თავის მკლავებში მოიმწყვდია.

ზემოთხსენებულ დილამდე, ქალს დილის სექსი მაინცადამაინც სასურველად არ მიაჩნდა. ახლა კი, სასიამოვნოდ მოდუნებულს თავი მამაკაცის მხარზე ჩამოედო და სრულიად საპირისპირო აზრი უყალიბდებოდა ამ საკითხთან დაკავშირებით.

სრული ბედნიერებისთვის ოხშივარავარდნილ, მაგარ ყავას ნატრობდა. ყავის სმის „რიტუალს“ როგორც წესი, საკუთარი თავის გარემოცვაში ატარებდა. ახლა კი, ძალიან უნდოდა მისი პარტნიორი ყავის მოყვარული აღმოჩენილიყო. დამსხდარიყვნენ, ღიმილით ეცქირათ ერთმანეთისთვის თვალებში და ნებიერად ეწრუპათ ცხელი, არომატული, შავი ყავა. აი ეს, დილის სექსის საუკეთესო დასასრული იქნებოდა. ყველაფერი ისე ცხადად წარმოიდგინა, რომ დარწმუნებული იყო, ასეც იქნებოდა.

–         ყავა დავლიოთ? – არც კი დაუშვია ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, მამაკაცს ყავა,  საერთოდ არ უნდა ჰყვარებოდა.

–         არა, გმადლობ. ყავა არ მიყვარს. – უპასუხა ისე, რომ მისთვის არც კი შეუხედავს.

Advertisements

20 comments on “იდეალური დილის სექსი

  1. ამ ბოლო ხანებში, მანდილოსნების ბლოგებში, არც თუ იშვიათია პოსტები სადაც, რატომღაც, ადამიანთა შორის ურთიერთობებთან დაკავშირებით, პესიმიზმი და უიმედობა უფრო სჭარბობს, თუმცაღა მე მაინც რატომღაც მჯერა, რომ თვალის არიდება ხდება იმ ლამაზი ფერებისაგან, რომლებიც ასე მრავლადაა ბუნებაში და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც…
    ძალზე იშვიათად ვაკეთებ, ხოლმე, კომენტარს ინტიმური თემატიკის პუბლიკაციებზე, მაგრამ ამჯერდ რაღაცნაირად გული დამწყდა ერთ ფინჯან ყავაში რომ გაიცვალა შესაძლო ლამაზი ფინალი ამ მშვენიერი ნოველისა…

    • ძალიან მიხარია, რომ დამიტოვეთ კომენტარი :)უზომოდ მოხარული ვარ ასეთ შეფასებას რომ ვისმენ/ვკითხულობ 🙂

      ყველაფერი ყოველთვის იდეალური ხომ ვერ იქნება. ეს ცოტა არ იყოს მოსაწყენიც კი იქნება და ამიტომაც გადავწყვიტე პოსტის ნეგატიურად დაბოლოვება:))
      და კიდევ, ხანდახან ერთი ფინჯანი ყავა გაცილებით მეტია, ვდრე ფინჯანი ყავა :დ

      • მართალი ხარ, ერთი ფინჯანი ყავა გაცილებით მეტია, ხანდახან, და ბევრი რამაც იკითხება ჭიქაშიც, ყავის დალევის შემდეგ, მაგრამ ეგ უკვე სხვა სასაუბრო თემაა;))
        წარმატებებს გისურვებ ლიტერატურულ შემოქმედებაში!:)

რას ფიქრობ შენ?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s