რა გზით შეიძლება არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ხალხის წახალისება?

რატომ უნდა ასოცირდებოდეს გააქტიურებული პოლიტიკოსი არჩევნებთან? მე, ქვეყნის ერთმა, უბრალო მოქალაქემ ხომ ვიცი, რომ ეს აქტიურობა და „ქვეყნის აღმშენებლობა“ ზუსტად არჩევნების დღესვე მკვეთრად დამუხრუჭდება. ამის მერე კი დაველოდები მომდევნო არჩევნებს სურვილების ასრულების მოლოდინით. იქნებ ეზოში რომ ელექტროენერგიის ბოძია დაზიანებული, ბოლოსდაბოლოს დაადგეს საშველი და მაშინ მაინც შეიცვალოს სანამ ვინმეს/რამეს არ დააშავებს.

ყველაზე აქტუალური მაინც დაპირებებია. იმედის მომცემი, მზეს რომ მიწაზე ჩამოგიტანენ – ისეთი დაპირებები. ეს დაპირებები ისევე აორთქლებადია პოლიტიკოსების გეგმებიდან, როგორც ოხშივარავარდნილი ყავა ჩემი საწერი მაგიდიდან – კუჭის სასრგებლოდ. მაგრამ მაინც მორჩილად ვისმენთ გაცვეთილ  (თუნდაც ახალ – შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი რომ არ იცვლება ეგაა) ფრაზებს და გულის სადღაც, პაწაწინა კუნჭულში მათი ასრულების იმედიც კი გვაქვს.

მიამიტურად გვჯერა იმ ადამიანისა/პარტიისა, რომელმაც ვერცერთი პრობლემური საკითხი მოაგვარა თავისი მმართველობის პერიოდში და ისევ გვჯერა, რომ ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იქნება. ისევ შემოვხაზავთ ერთ კონკრეტულ ნომერს, რომელსაც მერე ათწლეულების მანძილზე ვხაზავთ (შეჩვეული ჭირი ჯობია მაინც..), ვხაზავთ …  და ყველაფერი კარგად იქნება. ეს – ქართული ილუზიაა. ყველაფერი ისევ ისეა – ხალხი შიმშილობს, მთავრობა “გულაობს”. ძველ  პრობლემებს ახალი ემატება და მათ მოსაგვარებლად ისევ არაფერი კეთდება.

გასაკვირიც აღარაფერია. სწორედ ეს განაპირობებს ამომრჩევლის პასიურობას. სულხან-საბასი არ იყოს: ვირი რომ ერთხელ ტალახში გაატარო, მეორედ იმავე გზაზე, იმავე ადგილას  უეჭველად გვერდს აუვლის.

თუკი ვხედავ რომ ჩემი არჩეული კანდიდატი ჩემი ქალაქისა თუ ქუჩის სასარგებლოდ არაფერს აკეთებს, აღარ წავალ არჩევნებზე. კარგად მესმის იმ ადამიანებისა(ხანდახან მაინც), რომლებიც „მაინც არაფერი შეიცვლება“-ს მოტივით არჩევნებზე წასვლა ფიქრადაც არ მოსდით.

ჩემი ერთი ხმა გადამწყვეტია. მე მჭირდება მოტივაცია იმისათვის, რომ გავიღო დამატებითი ხარჯი ოჯახის ბიუჯეტიდან. წავიდე ჩემი პატარა ქალაქიდან იმ დიდ ქალაქში, სადაც ხმის მიცემის უფლება მაქვს. ღირს კი?

ეღირება თუ ნებისმიერი კანდიდატი პატიოსნად შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და არ ისარგებლებს ბოროტად თანამდებობრივი მდგომარეობით. მოუსმინოს მასთან მისულ ადამიანს, რომელსაც რაღაც უჭირს და მხოლოდ მის თავიდან მოშორებაზე არ ფიქრობდეს.

და ბოლოს შეასრულე რასაც გვპირდები (ღმერთო ჩემო,ნახევარი მაინც!) და მე აუცილებლად მოგცემ ჩემ ერთ, გადამწყვეტ და შენთვის ასე მნიშვნელოვან, ხმას.

Advertisements

3 comments on “რა გზით შეიძლება არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ხალხის წახალისება?

რას ფიქრობ შენ?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s