კინოში მარტო არავინ დადის

პარასკევ საღამოს კინოში წასვლა გადავწყვტე. ძალიან დაძაბული დღეები მქონდა და ცოტა გულის გადაყოლება მინდოდა. იქ სადაც ადმიანები წყვილად სიარულს ამჯობინებენ მე მარტო წავედი. თქვენ წარმოიდგინეთ არც დამზარებია. ფილმი საღამოს სეანსზე ავირჩიე და სახლიდან ორი საათით ადრე გამოვედი. მომენატრა საღამოს თბილისი. ასეთი დღეები ხშირად უნდა მოვიწყო. თან ფლეილისტსაც განვაახლებ და… ვერ დავაყენე საშველი 😦

საკუთარ თავთან ყოფნას არაფერი სჯობს.

ავირჩიე სულ ბოლო რიგი. მაგრამ მგონი შევცდი, ბოლო კი არა წინა რიგი უნდა ამერჩია. ვიქნებოდით მხოლოდ მე და ეკრანი. და აღარ იარსებებდა დანარჩენი სამყარო. კიდევ ვერ გავითვალისწინე რომ საღამოს უფრო ბევრი ხალხი იქნებოდა, ვიდრე დღისით. ხალხმრავლობას ხასიათი არ გავაფუჭებინე და მეორე სართულზე დაველოდე ფილმის დაწყებას.

ფეხდაფეხ ბიჭი მომყვა. მოათვალიერა დასაჯდომი ადგილები და ჩემ წინ მდგარ წითელ დივანზე ჩამოჯდა. გადავწყვიტე, რომ მალე ის გოგონაც გამოჩნდებოდა ვისაც ელოდებოდა. აბა, ვინ დადის კინოში მარტო! ის ზის, ყურსაცვამები გაურჭვია და თვალს არ მაცილებს. მე – ჯიბრზე თვალს არ ვარიდებ.

ფილმი მალე დაიწყო. ერთსა და იმავე დარბაზის კართან შევჩერდით. შესაფერისი დრო იყო ერთმანეთს გამოვლაპარაკებოდით. რამდენჯერმე ისე გამომხედა შევატყვე აპირებდა კიდეც რაღაცის თქმას, მაგრამ გადაიფიქრა. შევედი და ბოლო რიგს მივაშურე. ნომრის ძიებაში ვეღარ მივაქციე ყურადღება ის საით წავიდა, მაინტერესებდა კი. დავჯექი და ძებნა დავუწყე, მაგრამ  ვერ ვიპოვე და შევეშვი.

შუქი ჩაქრა და „ჩემი“ ბიჭი თითქმის დამავიწყდა კიდეც. ჩემგან მარჯვნივ გოგო და ბიჭი მოთავსდენენ. რა თქმა უნდა ერთი სკამის გამოტოვებით. მარცხნივ ვიღაც მომიჯდა და სკამი რომ არ გამოტოვა გაკვირვებული შევაჩერდი. მან გამიღიმა. ვაჰ! გული ისე ამიჩქარდა შემეშინდა მასაც არ გაეგო.

–         მარტო ხარ? – თოთქოს ისედაც ნათელი არ იყო, რომ მარტო ვიყავი.

–         კი. შენც?

–         მეც.

–         არ მოვიდა?

–         არა. არც შენი?

–         მე არავის ველოდი – ვუთხარი და მივხვდი არ დაიჯერებდა.

მარჯვენა წყვილი ხმ… ხომ ხვდებით… რა მინდოდა, რას მივახტი ამ ბოლო რიგს. მათ გადავხედეთ, მერე ერთმანეთს და გაგვეცინა. ერთი სიტყვით ჩვენ რომ რომანტიული კომედია გამოგვიგიდა ასეთს, ამ ფილმის სცენარისტი სიზმარშიც ვერ ნახავს.

რით დამთავრდა ყველაფერი? არფერი ისეთი. მხოლოდ ნომრები გავცვალეთ. რა იქნება მომავალში იქნებ ოდესმე ისიც მოგიყვეთ.

Advertisements

32 comments on “კინოში მარტო არავინ დადის

  1. მეც დავდივარ მარტო და ამაში განსაკუთრებული არაფერია.
    კინოში არა მაგრამ სკვერში რომ ვზივარ მარტო და დასვენება მინდა და ფიქრი, არ არსებობს ვინმე გზაარეული არ მოვიდეს და ტვინი არ გაბურღოს. ვის ელოდები? არ მოდის? არ გინდა ერთმანეთი გავიცნოთ?

  2. ერთხელ ვიყავი ლომპში მარტო და მეორედ აღარ ვაპირებ.. ის ემოვიწყინე ვეღარც ფილმს ვუყურებდი და ვერაფერს ვერვაკეთებდი ფაქტიურად “ვიდე” 😐

რას ფიქრობ შენ?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s