დაიცავი თავი, ნუ გახდები მკვლელი!

 

 

ყოველთვის, როცა ამ დღეს იხსენებს გული ეწურება. თეთრხალათიანი ადამიანები მის გარშემო დაფუსფუსებენ, მას კი – მიუხედავად იმისა, რომ გაქცევა უნდა –  ვერ ახერხებს. ო, ვერ იქნა და ვერ დაივიწყა ეს დღე. ყოველ ჯერზე უფრო მეტად და მეტად სტკივა გული.

ზის და ხელებს დაჰყურებს. ვეღარაფერს გრძნობს ემოციებისგან დაცლილი. შუშის თვალებით შეჰყურებს და თითქოს არ ესმის რას ეუბნება ერთ-ერთი თეთრხალათიანი. მისთვის უკვე ყველაფერი სულერთია, რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს ყველაფერი, რაც შეიძლება მალე.

თეთრხალათიანი ადამიანები მის გარშემო დაფუსფუსებენ. ყველაფერს 8696150-doctors-pointing-at-somethingხედავს, ესმის და გრძნობს. მისი გონება ავტომატურად სთხოვს პატიებას ღმერთს. მხოლოდ პატიებას შესთხოვს უსასრულოდ, გაფუჭებული გრამოფონივით, მას ვისიც ბოლომდე არ სწამს. მაგრამ ახლა მხოლოდ ისღა დარჩენია იმედად.

ყველაფერი დამთავრდა. ტკივილმა დაუმძიმა სხეული. უფრო მეტად კი – სული, ცოდვამ მარწუხებივით შემოასალტა თავისი ბილწი თითები გულს და არაფრის დიდებით აღარ ეშვება. ივლის ასე ტკვილისგან მოკრუნჩხული გულით და ვერავის შეყვარებას ვეღარ შეძლებს.

უმძიმესი დღე იყო მის ცხოვრებაში; ეს იყო დღე, რომელმაც უმოწყალოდ დაუმახინჯა სული. დღე რომელიც აჩრდილივით ჰყავს ადევნებული და ყოველ მის გახსენებას აუტანელი ტკივილი ახლავს თან.

სასოწარკვეთილი გაიფიქრებს:

–         ღმერთო, შვილი მოვკალი. მე საკუთარი შვილის მკვლელი ვარ!

ეს იყო შეცდომა, რომელსაც არაფრის დიდებით აღარ გაიმეორებს. ამ გადაწყვეტილების მტკიცედ სწამს, თუმცა გავა დრო, სულ რამოდენიმე წელიწადი და ისევ აღმოჩნდება თეთრხალათიანი ადამიანების გარემოცვაში.

images (1)

დაიცავი თავი, ნუ გახდები მკვლელი!

თეთრი

480407485220856431_TgXac2Xc_c_large

ზის ჩემ პირისპირ და ვუყურებ. ან როგორ არ უნდა ვუყურო. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან სიმპათიურია, მაგრამ ლამაზი ტუჩები  და თეთრი ყელი აქვს. პირველად დავაკვირდი ბიჭის ყელს, თუ რა ხდება არ ვიცი, მაგარმ ასეთი თეთრი მამაკაცი ჯერ არ შემხვედრია. ხომ ხედავთ, მარტო ქალების ყელ-კისერს არ ეტრფიან თურმე. სიმღერის დროს ერთი მსხვილი ძარღვი იკვეთება. ვზივარ მის პირისპირ და ერთი სული მაქვს ხელი გავიწვდინო და თითებით მის კისერს შევეხო. იქნებ ჩემი კოცნა ისევე მოუნდეს, როგორც მე მინდა – მისი. Continue reading