თეთრი

480407485220856431_TgXac2Xc_c_large

ზის ჩემ პირისპირ და ვუყურებ. ან როგორ არ უნდა ვუყურო. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან სიმპათიურია, მაგრამ ლამაზი ტუჩები  და თეთრი ყელი აქვს. პირველად დავაკვირდი ბიჭის ყელს, თუ რა ხდება არ ვიცი, მაგარმ ასეთი თეთრი მამაკაცი ჯერ არ შემხვედრია. ხომ ხედავთ, მარტო ქალების ყელ-კისერს არ ეტრფიან თურმე. სიმღერის დროს ერთი მსხვილი ძარღვი იკვეთება. ვზივარ მის პირისპირ და ერთი სული მაქვს ხელი გავიწვდინო და თითებით მის კისერს შევეხო. იქნებ ჩემი კოცნა ისევე მოუნდეს, როგორც მე მინდა – მისი. იმის გაფიქრებაზე, თუ როგორ მოვიქცევ მის ზედა ტუჩს ჩემ ტუჩებშუა და ენით მის გემოს შევიგრძნობ, მაჟრჟოლებს და ვსველდები. ვუყურებ მას და გვიან ვხვდები, რომ უაზროდ ვარ მიშტერებული. თვალს უეცრად ვარიდებ იმის შიშით რომ  არ ამოიკითხოს ყველაფერი. უცბადვე მინდა, რომ ყველაფერს მიხვდეს. მიხვდეს და ჩვეულებრივად მიიღოს. მაგრამ ყურადღებას არ მაქცევს. მე კიდევ მრცხვენია. მრცხვენია  ჩემი თავის. თავს ვიმშვიდებ იმით, რომ.. ვთქვათ.. არ იმჩნევს ჩემდამი სიმპათიას. მე ხომ მისი ძმაკაცის და ვარ. თუმცა, ამან ყველაფერმა,ძალიან გამიფუჭა ხასიათი. იმიტომ, რომ როგორ შეიძლება მინდოდეს და მამაკაცის ყურადღება ვერ მივიქციო.

480407485220855900_7brlxvTV_c_large

დავიღალე მასზე ფიქრით. უკვე დავიკიდე კიდეც. სადაცაა წავა და ჩემ ფიქრებს  თან გაიყოლებს. ხვალ  აღარც მემახსოვრება. აი მიდის კიდეც. ყველას დაემშვიდობა. მე ხელს მართმევს და საეჭვოდ დიდხანს არ მიშვებს. ჩემ მზერას იჭერს და თვალებით მიცინის. მიხვდა?

Advertisements

4 comments on “თეთრი

  1. შენს ნაწერებს რომ ვკითხულობ ვინმე ნიუ–იორკელი ქერი ბრედშოუსმაგვარი ქალი მგონიხარ… მაგარია იცი…უნდა წეროოო და თან ბევრი!!! ასეთი რამეების წერასაც ძალა უნდა რომ იცოდეს კაცმა, გკითხულობ და გელი ახალი ფანტაზიით სავსე პოსტებით… 🙂

რას ფიქრობ შენ?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s