დაიცავი თავი, ნუ გახდები მკვლელი!

 

 

ყოველთვის, როცა ამ დღეს იხსენებს გული ეწურება. თეთრხალათიანი ადამიანები მის გარშემო დაფუსფუსებენ, მას კი – მიუხედავად იმისა, რომ გაქცევა უნდა –  ვერ ახერხებს. ო, ვერ იქნა და ვერ დაივიწყა ეს დღე. ყოველ ჯერზე უფრო მეტად და მეტად სტკივა გული.

ზის და ხელებს დაჰყურებს. ვეღარაფერს გრძნობს ემოციებისგან დაცლილი. შუშის თვალებით შეჰყურებს და თითქოს არ ესმის რას ეუბნება ერთ-ერთი თეთრხალათიანი. მისთვის უკვე ყველაფერი სულერთია, რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს ყველაფერი, რაც შეიძლება მალე.

თეთრხალათიანი ადამიანები მის გარშემო დაფუსფუსებენ. ყველაფერს 8696150-doctors-pointing-at-somethingხედავს, ესმის და გრძნობს. მისი გონება ავტომატურად სთხოვს პატიებას ღმერთს. მხოლოდ პატიებას შესთხოვს უსასრულოდ, გაფუჭებული გრამოფონივით, მას ვისიც ბოლომდე არ სწამს. მაგრამ ახლა მხოლოდ ისღა დარჩენია იმედად.

ყველაფერი დამთავრდა. ტკივილმა დაუმძიმა სხეული. უფრო მეტად კი – სული, ცოდვამ მარწუხებივით შემოასალტა თავისი ბილწი თითები გულს და არაფრის დიდებით აღარ ეშვება. ივლის ასე ტკვილისგან მოკრუნჩხული გულით და ვერავის შეყვარებას ვეღარ შეძლებს.

უმძიმესი დღე იყო მის ცხოვრებაში; ეს იყო დღე, რომელმაც უმოწყალოდ დაუმახინჯა სული. დღე რომელიც აჩრდილივით ჰყავს ადევნებული და ყოველ მის გახსენებას აუტანელი ტკივილი ახლავს თან.

სასოწარკვეთილი გაიფიქრებს:

–         ღმერთო, შვილი მოვკალი. მე საკუთარი შვილის მკვლელი ვარ!

ეს იყო შეცდომა, რომელსაც არაფრის დიდებით აღარ გაიმეორებს. ამ გადაწყვეტილების მტკიცედ სწამს, თუმცა გავა დრო, სულ რამოდენიმე წელიწადი და ისევ აღმოჩნდება თეთრხალათიანი ადამიანების გარემოცვაში.

images (1)

დაიცავი თავი, ნუ გახდები მკვლელი!

Advertisements

19 comments on “დაიცავი თავი, ნუ გახდები მკვლელი!

  1. რაღაც ერთი მხრიდან არის მგონი პრობლემა წარმოჩენილი , როგორც მივხვდი აბორტზეა პოსტი და აბორტის აკრძალვა , ამ ყველაფრის ამორალურად მიჩნევა და კრიმინალთან გაიგივება არ არის მგონი სწორი , ბევრი , ძალიან ბევრი შემთხვევაა როცა აბორტის გარდა სხვა გზა არ რჩება (თუნდაც გაუპატიურებული ქალი რომელსაც არ უნდა მოძალადისგან ყავდეს შვილი) , უბრალოდ ჩვენ არ ვიცით კონკრეტული მიზეზები რა განაპირობებს კონკრეტულ შემთხვევებში ამას , ესე თუ ავიღებთ კონტრაცეფციის გამოყენება თითქმის იგივეა (არსი ერთია) და მკვლელობას რომ ვარქმევთ ამას სწორია ეგ ?

    • მე მკვლელობას ვარქმევ რაც უნდა იყოს. აბორტს ძაალიან ბევრი ადამიანი იკეთებს საქართველოში და ჩემი ნაცნობებიდან(რაც არც ისე ცოტაა მერწმუნე) არც ერთს გაუკეთებია აბორტი გაუპატიურების და ა.შ შემდეგ. ყველაფერი კონტრაცეპტივების უგუვებელყოფას მოჰყვება და სწორედ ამაზე ვწერ, რომ ყველანაირად ვეცადოთ არ გავხდეთ საკუთარი შვილის მკვლელები.

      • ეგ მაგალითი მოვიყვანე უბრალოდ , ისე ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს როგორ მოექცეს საკუთარ სხეულს , უნდა გააჩენს ბევშვს უნდა არა , ბევრი შემთხვევაა როცა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აუცილებელია ორსულობის შეწყვეტა , თუნდაც არ იყოს ესე ადამიანის უფლებაა რომ შეასრულოს რეპროდუქციული ფუნქცია და არა მოვალეობა , მკვლელობას რომ ვეძახით არასწორია , ემბრიონი არ არის პიროვნება , ჩასახვიდან პირველი ექვსი თვე ვერ გრძნობს ტკივილის , ის აბორტის დროს არ იტანჯება , პიროვნების მოკვლაა მკვლელობა , მკვლელობა მკვლელობააო თუ ესე ამბობ მაშინ ვინც ვეგატარიანელი არ არის ყველა მკვლელია , როცა არ შეგიძლია მისცე ის ელემენტარული შვილს რაც მას ჭირდება ჯობია არ გყავდეს შვილი , აფრიკაში მილიონობით ბავშვი შიმშილით და დაავადებებით იტანჯება იმის გამო რომ მათ ოჯახებს არა აქვთ იმის საშუალება გამოკვებონ და უზრუნველყონ საკუთარი შვილები არსებობისთვის საჭირო ელემენტარული პირობებით , ასეთ ტანჯვაზე ბევრად ჰუმანურია აბორტი , თუმცა არ მომწონს აბორტი , არ მიმაჩნია რომ სწორია მაგრამ ეს იმ კონკრეტული ადამიანის გადასაწყვეტია გაიკეთებს თუ არა აბორტს ვინც ორსულად არის , ეს მისი უფლებაა , ამის გამო მკვლელობა არ უნდა ერქვას ამას

      • ნუ სექსისტობ 😐 კაცი და ქალი არაფერ შუაშია , რომ არ გამომიცდია საკუთარ თავზე ეგ არაფერ შუაშია , კაცი და ქალი სხვადასხვანაირად იგებს რაღაცეებს ? ემოციური მომენტია ყველა ქალისთვის , მით უმეტეს თუ უკვე დედაა და უყურებს შვილს ან შვილებს და წარმოიდგენს რომ ერთი ან რამდენიმე ესეთ შვილს არ მისცა უფლება დაბადებულიყო , რატო პრეზერვატივის გამოყენებისას არ აწუხებთ იგივე გრძნობა ? იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად უფრო მტკივნეული აღსაქმელია , როცა მიდიხარ მაღაზიაში და ყიდულობ ძეხვს ვერ იაზრებ იმდენად რას აკეთებ , მაგრამ როცა შენი ხელებით კლავ ცხოველს და მერე იმას ჭამ მაგ დროს სხვანაირად აღიქვამ ყველაფერს

      • მაგრამ იგრძნობ როგორ იზრდება შენთვის საყვარელი ადამიანის სხეულში შენი და მისი პატარა “ვიღაც” , კარგი ეხლა ნუ გაუშვი სექსისტური 😐

  2. კონტრაცეფციასა და აბორტს შორის არის განსხვავება” როცა თავს იცავ, სიცოცხლე არ იქმნება, როცა უკვე ჩანასახი არსებობს და იგლიჯავ საკუთარი სხეულიდან—ესაა მკვლელობა. დაორსულების თავიდან აცილება სხვა რამეა. ამიტომ, კონტრაცეფცია სჯობს…

    • განსხვავება არ არისო ვინ თქვა , არსია ერთი , აბებს გადაყლაპავ და ისე მოკლავ ემბრიონს თუ ოპერაციას გაიკეთებ და ისე ამოგაჭრიან რა მნიშვნელობა აქვს , კიდევ ბევრი სახის კონტრაცეფციაა მაგრამ რომ აიღო ესე არსი ერთია , მკვლელობა , მკვლელობას რომ ყვირით ეგ იმ კონკრეტული ქალის გადასაწყვეტია აბორტს გაიკეთბს თუ არა და მკვლელობას არ უნდა ეძახდე , არ არის ჰუმანური არავის არ მოსწონს მაგრამ სხვა გზა არ რჩება ალბათ ზოგიერთს ან უბრალოდ არ უნდა , მისი გადასაწყვეტია საკუთარ სხეულს მიანიჭებს თუ არა ინკუბატორის ფუნქციას , ადამიანის უფლებაა ეგ და ქალი არ არის ქსეროქსის აპარატი ! მისი გადასაწყვეტია შვილს გააჩენს თუ არა , ქალს აქვს უფლებები და ამორალუდად მიჩნევა ამ ყველაფრის და კრიმინალიზება არასოწორია

რას ფიქრობ შენ?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s