წერილი, რომელიც ადრესატამდე არ მივიდა

თავიდან, აი მაშინ როცა დაგინახე არ გიცნობდი. თავისთავადია არა? სარეთოდ რა შუაშია ეს. და თან რა უაზრო წინადადებაა?! უბრალოდ ალბათ იმის თქმა მინდოდა, რომ არ მომეწონე მაშინ. უჟმური ტიპია შტერი ვარცხნილობით-მეთქი ვფიქრობდი. ახლა? ვხვდები, რომ მომწონხარ და სულ მენატრები. გათენება მიხარია, ვიცი რომ გნახავ. ჩემი გრძნობების გამო მგონია, რომ – შენც გაგიჩნდა ჩემ მიმართ სიმპათია. რომანტიკოსი არ ვარ და კარგად ვხვდები, რომ ეს ჩემი ილუზიაა და მეტი არაფერი. ძალიან თავმოყვარე ვარ, მაგრამ შენს ერთ დაძახებაზე შენთან გამოვიქცევი. იმდენად მენატრები,რომ იმისათვისაც მზად ვარ სხვა ქალთან გიზიარებდე. იცოდე, რომ ეს ჩემთვის ძალიან რთული იქნება. ამ წერილს რატომ ვწერ. ის ხომ შენამდე ვერ მოვა. ქვეყნიერების აღსასრულის ტოლფასი იქნება ეს ჩემთვის. სულ ჩემთვის… ჩემთვის.. პირველად ცხოვრებაში ეგოისტურად ვიქცევი.

ჰო, ვაღიარებ. მე შენთან მინდა და ისიც ტყუილია, რომ ვამბობ სხვასთან გავიზიარებ-მეთქი შენს თავს. Nნეტავ შენ რას ფიქრობ? ან საერთოდ ფიქრობ კი ჩემზე? (აი,აქ დიდი სიამოვნებით დავწერდი “ჰოი, მუხთალო წუთისოფელო” – მეთქი. :დ ) რა მეხუმრება ღმერთო :/ რამდენი დღეა უკვე ვერ ვჭამ, წყალსაც კი ვერ ვსვამ. ცუდად ვარ. მეფორიაქება.
ეს ის არის! აი, ის…’მგონისიყვარული’. ის, რისიც ასე მეშინოდა მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების მანძილზე.
ყველაფერი რაც მოგწერე ტყუილია და ჩემი გამოგონილი. იმ შემთხვევისთვის იცოდე თუკი ეს წერილი შენამდე მოაღწევს.

პ.ს ბოლო წინადადებას ყურადღებას ნუ მიაქცევ.
პ.პ.ს არა,არა პოსტსკრიპტუმს ნუ მიაქცევ ყურადღებას.
პ.პ.პ.ს აჰ, არა! ბოლო ფრაზას ნუ მიაქცევ მხოლოდ ყურადღებას.

აღმოჩნდა რომ ისიც იმავეს გრძნობს რასაც მე. როდესაც მე ამ წერილს ვწერდი, პარარელურად მას თავის ნეტბუქში დაუწერია ჩემთვის წერილი (გინდ დაიჯერეთ, გინდ არა. ძალიან არარეალურს გიყვებით :)). რამდენიმე დღის შემდეგ წავიკითხე და გავშტერდი. ზუსტად იგივეს მწერდა რასაც მე ვგრძნობდი. განსხავვება ის იყო მხოლოდ რომ მან გაბედა და გამიმხილა, მე კი – ვერ.

ყველაზე მთავარი ისაა ამ ამბავში, რომ მას ცოლი ყავს, მე კიდევ – ქმარი. ურთიერთობის დაწყებისთანავე დავსვი წერტილი და მან გამიგო, არაფერი დაუძალებია. გამიკვირდა, მაგარმ დავაფასე.

თქვენ რას იზამდით ჩემს ადგილზე?

Advertisements

12 comments on “წერილი, რომელიც ადრესატამდე არ მივიდა

  1. ღალატი ხორციელი არაა, ანუ მარტო წახვდე და სხვასთან გქონდეს სექსი, ეგ არაა ღალატი. ღალატი ისააა სხვზე რომ ფიქრობ და ამ დროს სულ სხვას რომ ეკუთვნი.. მე კუთვნილებას გავაუმებდი და იმასთან ვიქნებოდი ვისთანაც ბედნიერი ვარ.. მაგრამ ამ სმყაროში ხომ ყველას უნდა სცე პატივი შენი თავის გარდა.. ხომ ყველას გრძნობებზე უნდა იფიქრო და ბოლოს შენსაზე უარი უნდა თქვა..

    მე დვიკიდებდიი ქმარსაც და შვილებსაც 😐

  2. მერე ევროპაა იჟიმავეთ მაგის დედაც მოვსტ***ნ 😀

    კი არა და ადამიანი რომ არ გიყვარდა(თუ გიყვარდა მაშინ ისე არა რომ წლები გაგრძელებულიყო ანუ გამოდის არ გიყვარდა როგორც საჭირო იყო) და იმასთან ოჯახს ქმნიდი მაშინ უნდა გეფიქრა 😉

    ტიპიური ქართული სიტუაციაა, მეტის ღირსია ყველა ვინც იმ კაცს/ქალს უკავშირებს თავის ცხოვრებას ვინც არ უყვარს 😉

    ცოტა შეულამაზებლად და უხეშად ვთქვი მარა ესეა მგონი 🙄

    • ჰო,მაგრამ 16 წლის ასაკში რომ ქმნი ოჯახს რა სიყვარულზეა ლაპარაკი. ეს რომ შეგნებული მაქვს იმიტომაც მეშინია ოდესმე ნამდვილად არ შემიყვარდეს მიუხედავად იმისა, რომ ამ გრძნობის დიდად არ მჯერა.

      ევროპაა ამის დედაც კაი იყო ;დ

      • მესმის მესმის ყველაფერი მაგრამ, მთლად ესეც ხომ არ არის არა, კარგი ვთქვათ 16 წლის ბავშვს ვიღაც “უყვარს” (რეალურად ჰორმონები აწუხებს და სექსუალური ცხოვრების დაწყება უნდა) კარგი ვთქვათ შექმენი ოჯახი(ჩემი აზრით სიყვარულს არც ჭირდება ფურცელზე გაფორმება, მითუმეტეს ეკლესიაში) ბავშვებს რაღატომ იკიდებ კისერზე როცა ჯერ თვითონ ბავშვი ხარ ? კარგი ამდენი არ ესმის “ბავშვს” , ამდენს ვერ საზღვრავს და ეს და ის და ეგ უკვე იმ კონკრეტული ადამიანის პრობლემაა, თვითონ უნდა ხვდებოდეს და იაზრებდეს როგორ მოიქცეს , რა არის სწორი და უკეთესი საკუთარი თავისთვის და ასე შემდეგ, მერე როგორც წესი ყველა თავს იმართლებს ხოლმე

        შეგიძლია ამიხსენა და ჩამომიყალიბო სიყვარული რა არის ? რომ ამბობ არ მჯერაო იქნებ რაღაც არარეალური შეხედულებები გაქვს სიყვარულზე

        ეს ყველაფერი იცოდი, იცი და ესე იქცევი, ადამიანთან ერთად რომელიც არ გიყვარს ოჯახი შექმენი და შვილები გყავს მისგან, ერთად ცხოვრობთ და ეხლა დაიწყე მაგაზე ფიქრი და ეხლა გადარდებს ეგ ? და ერთი კითხვა მიჩნდება , რატომ ? აი რატომ ? მაზოხისტი ხარ ? 🙄

      • რა არის სიყვარული. ფიზიური ლტოლვა, ურთიერთგაგება და ბოლოს შეჩვევა. ეს მგონია მე და იქნებ არაა მარტო ეგ და არსებობს “ის”, მუცელში პეპლებით და ა.შ, ხომ გესმის რა რასაც ვგულისხმობ. არ ვიტყვი იმაას რომ ადამიანო რომელთან ერთადაც ვცხოვრობ არ მიყავრას, იმიტომ რომ იმდენად არგად გვესმის ერმანეთის და იმდენი გვაქვს ერთად გადატანილი, რომ აი ეს არის სიყვარული და სხვა არაფერი. ნუ, მოლედ არ ვიცი რამდენად გასაგებად ავხსენი რა :/

      • სიყვარული ყველას ინდივიდუალურად ესმის, რაც თქვი ეგეც არის და მაგას , ნდობა , ერთგულება , მეგობრობა და საერთო ინტერესებიც დაუმატე და ეგაა ნამდვილი სიყვარული 🙂 + ზოგისთვის პეპლების ფრთხიალიც არის , გულის ფეთქვებიც და ბულბულების სტვენაც 😀 (ყველასთვის ინდივიდუალურად)

        მაგრამ პრობლემა რაშია ვერ ჩავწვდი 🙄
        რავიცი აბა , არ ყოფილა მაშინ ნამდვილი სიყვარული თუ სხვის/სხვების მიმართ ლტოლვები გაქვს , მარტო სექსზე დახამებული ადამიანები ცხოველებისგან დიდად არც განსხავდებიან და არამგონია არსებობდეს ადამიანი რომლისთვისაც სექსუალური ცხოვრება ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანია , ასე რომ თუ არ გიყვარს ადამიანი შესაბამისად და სხვებისკენ იწევ გაიწიე მერე , ეგ ყველა ადამიანის უფლებაა ვისთან ექნება სექსუალური კავშირი მაგრამ არამგონია არსებობდეს კაცი, იმ კაცს ერქვას ნამდვილი კაცი და იმან აიტანოს საყვარელი ქალის სხვასთან გაყოფა და განაწილება , მოკლედ ესე მარტო პატარა გოგონებს ერევათ ხოლმე თავგზა და აღარ იციან რა ქნან , არამგონია ზრდასრული ადამიანი ესე იყოს , ნუ ეხლა კუხნას მიჯაჭვული თუა ადამიანი და არასოდეს , არაფერი საინტერესო მის ცხოვრებაში არ ხდება და უყურადღებოდ არის და ამის გამო სხვაგან ეძებს იმ ყურადღებას ეგ სხვა საქმეა

        სააერთოდ მგონია რომ ყველამ თავისი პირადი ურთიერთობები თავისთვის უნდა შეინახოს და თვითონ მიიღოს გადაწყვეტილებები როგორ მოიქცეს იმ ადამიანთან ერთად ვინც უყვარს , ეხლა ეგ იმას გავს რომ ამოწმებ ხალხის აზრს , რეაქციას და იმის მიხედვით გინდა მერე რამე გადაწყვიტო ? 😀 რაღაც არამგონია , როცა საქმე ესეთ ურთიერთობებს ეხება , როცა საქმე სიყვარულს ეხება იქ არავინ არ ითვალისწინებს სხვის აზრს , არც მეგობრებისას და არც მშობლების და ა.შ. ყველაფერს თვითონ წყვეტს , შენ ან ეხლა ამ პოსტებით ერთობი , ან რეაქციები შეაფასე

        მოკლედ როგორც ადამიანი ადამიანს ისე გირჩევ – როგორც ჩათვლი საჭიროდ , სწორად და შენთვის უკეთესად ისე უნდა მოიქცე (როგორც ბუნებრივია)

        დანარჩენი აქ პოსტვები, კომენტარები და განხილევები ზედმეტია (თუ რა თქმა უნდა არ ერთობი 😀 )

      • რა თქმა უნდა ისე მოვიქცევი, როგორც საჭიროდ ჩვთვლი. მაგრამ უბრალოდ საინტერესოა სხვები რას ფიქრობენ. ყველაზე პრიკოლი იცი რა იყო? რაც მომწერა მეც ზუსტად იგივეს ვფიქრობდი და ეგ იყო რაღაც “woow” მომენტი. არც პირველია ეგ რომ “მაბავს” და ალბათ არც უკანასკნელი. საქმე იმაშია რომ არ ვიტყუებ თვს და მოვლენებს სწორად ვაფასებ. აი მაგიტომაც დაისვა წერტილი 😉

      • პრიკოლი რათ უნდა მაგას , ორივე ერთ სიტუაციაში თუ ხართ შესაბამისად ყველა ადამიანი ნორმალურად რო დაფიქრდება მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებდა

        ისე მე ამორალურად მიმაჩნია რომ ორ ადამიანთან ერთდროულად ქონდეს ვიღაცას ურთიერთობა , ან ქმარი/ცოლი ყავდეს და + საყვარელი , ან ერთი უნდა ყავდეს ადამიანს ან მეორე , ჩემთვის ესეთი ადამიანი ცხოველისგან დიდად არ განსხვავდება რომელიც პირველივე შემხვედრთან ჟიმაობს , ნუ ის ადამიანებიც არ მომწონს დიდად ვინც ღალატობს , არ ვთვლი რომ სწორია , ისე ერთგულებაც კაი ვეშია 😉 მარა ეგ ჩემი აზრია და მორალი კიდევ ყველასთვის ინდივიდუალურია

      • ოპ ოპ ოპ, აი ეგ არის ამჯერად (ჯერ-ჯერობით) აქ მთავარი 😉 ჩემ აზრებს კითხულობ ბრატუხა :))

რას ფიქრობ შენ?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s