შენიშვნა

–         გინდა?

–         რა ვიცი, მინდა?

–         ცხოვრება ხანმოკლეა, ყველაფერი უნდა გასინჯო – ცალყბა ღიმილით აგრიხა ტუჩი.

ვართმევ და ეს სიტყვები მახსენდება.  სულ პირველად რომ მომწერა, მაშინ მეუბნებოდა ამას. ცხოვრება ხანმოკლეა და თავს უარი არაფერზე უნდა უთხრაო, მაბამდა თავის ჭკუით. ახალც ხომ ჰგონია, რომ მაბამს. არადა რა იცის, რომ ეს მე ვებმევინები  უბრალოდ.

ვცდილობ ნაფაზი ნორმალურად დავარტყა და არ შევრცხვე. უკან ვუბრუნებ და რაღაც Imageგანსაკუთრებულს ველოდები. ნაფაზს გემრიელად არტყამს და ისევ მაწვდის.

–         ბევრი ხომ არ მომივა? – ვკითხულობ სასხვათშორისოდ და მოსაწევს ვართმევ. ისევ ვარტყამ ნაფაზს და ისევ ველოდები. ველოდები რომ რამე უნდა მოხდეს, ისეთი… განსაკუთრებული..

ნწ, არაფერი. არაფერიც არ ხდება, ან უბრალოდ მე აღარ ველოდები. ვყურებ მას, უფრო სწორად მის თვალებს. დაბინდულ მწვანე თვალებს. არ არის ძალიან სიმპათიური, აი ისეთი როგორებზედაც მრჩება ხოლმე თვალი, მაგრამ მომწონს. პრინციპში არც შეუხედავი არაა. მოკლედ, რომ ვუყურებ მისი ჩახუტების სურვილი მიჩნდება. ეს ხომ ყველაზე კარგი რამაა ამ ქვეყნად.

Imageკვამლი თვალებს წვავს და ოდნავ გახელილი ჭრილიდან შემომცქერის.  მისი ტუჩების გემოს გასაგებად ვიხრები. ბალახის გემო  დაჰკრავს. რატომღაც არ მყვება. ეს ფაქტი მაკვირვებს და უხერხულად უკან ვიწევ, მაგრამ ამ დროს კისერზე მაჭდობს ხელს და თავისკენ მიზიდავს. აი, ეს არის მგონი ის,“ რაღაც განსაკუთრებული“ ასე რომ ველოდი.

არავისზე საფქირად მცალია. არ მცალია მეგობრების გაკვირვებული მზერისთვის და არც მისი ცოლისთვის.

ვხვდები, რომ ასე ვეღრ გავაგრძელებთ. მის ტუჩებს ვწყდები და მთვრალივით გავდივარ სამზარეულოში. ცივი წყალი მჭირდება, ცოტა გონზე მოსვლა არ მაწყენს. ჯიბეში ტელეფონმა გაიბზუილა. სასტუმრო ოთახიდან მწერს: აბაზანაში ვარ. მოდი“. ტელეფონი ისევ ბზუის და ბზუის, არ ჩერდება. მესიჯი მისია:“ცუდი ბავშვი ხარ შენ. მომენატრე : (“. დავყურებ ტელეფონს, საკუთარ საძილე ოთახს გაკვირვებული ვავლებ თვალს და ვერ ვარკვევ რა იყო ეს, დამესიზმრა თუ…

Advertisements

რას ფიქრობ შენ?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s