რაც ხდება – ყველაფერი უკეთესობისკენ

არ ვიცი სათაური რამდენად ნათელი და საღი გამომივიდა, მაგრამ მიხვდებოდით ალბათ რისი თქმაც მინდა. ერთი შეხედვით გულსატკენი მოვლენა შეიძლება მომავლის წარმატებისკენ გადადგმულ ერთ ნაბიჯად გადავაქციოთ. ან სულაც, შეეშვით, დაე თვითონ გადაიქცეს. დაისვენეთ, საკუთარი თავი გაანებივრეთ და უფრო მეტი პატივისცემით მოპყარით საკუთარ პერსონას. დამიჯერეთ სხვები უფრო დაგაფასებენ და მეტ პატივს დაგდებენ.

იცით რას მივხვდი? რაც იცი არ უნდა დამალო. პირიქით უნდა აჭედო თავში ყველას, უნდათ ეს თუ არა. ძალით უნდა დაანახო რომ შენ ეს შეგიძლია. ნუ ჩაიცინებთ თქვენთვის და ნუ გაჩუმდებით თუკი სხვა რაღაცას შეცდომით აკეთებს. თქვი სინამდვილეში რა დაროგრ არის სწორი. თუ არ გამოამჟღავნებ ცოდნას საჭირო ადამაიანად არავინ ჩაგგთვლით.

და ბოლოს, რაც არ იცით იმაზეც კი შეგიძლიათ თავდაჯერებულად ლაპარაკი. მთავარია მათ ეგეონოთ, რომ შენ ეს ყველაფერი იცი. თუნდაც დროსთან ერთად გაცამტვერდეს მათი ილუზია, შენ მაინც იქნები პროფესიონალი მათ თვალში პირველი შთაბეჭდილებებიდან გამომდინარე.

თავმდაბლობა ერთ-ერთ კარგ თვისებად მიმაჩნდა, მაგრამ ასე ვერ იცხოვრებ. მე ალბათ არც არაფერი მეშველება უკვე, მაგრამ თქვენ ეცადეთ ჩემი რჩევები გაითვალისწინოთ. ვინ იცის იქნებ ვცდები კიდეც. თუ ასეა მითხარით. მე მხოლოდ საკუთარი გამოცდილება მალაპარაკებს და არა შური ან ბოღმა რამისადმი. აუცილებლად გაითვალისწინეთ ისიც რომ ოპტიმისტთა რიგებში ვეწერები, იმედი მაქვს გამოუსწორებელთაში – არა.

Pesimism-si-Optimism

სულაც არ გამომივიდა ის, რისი თქმაც მინდოდა. წარუმატებლობა რაღაცაში გაძლევს სტიმულს დაიწყო ახლიდან და იყო უფრო ძლიერი. მით უმეტეს რომ საკმაო გამოცდილება გიგროვდება. იგივე შეცდომას აღარ დაუშვებ და წარმატების მეტი შანსი გეძლევა. მგონი სულაც არ იყო საჭირო ამდენი ლაპარაკი, როცა ყველაფრის სათქმელად სულ ერთი ფრაზა მეყოფოდა –  “შეცდომებზე ვსწავლობთ”. ყველაზე საუკეთესო ვარიანტი კი იქნებოდა ეს: ” ჭკვიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენ, სულელები კი – საკუთარზე”, მაგრამ რას ვიზამთ ცხოვრება ისეა მოწყობილი რომ ხშირად გვიწევს სულელის როლში ყოფნა.