რაც ხდება – ყველაფერი უკეთესობისკენ

არ ვიცი სათაური რამდენად ნათელი და საღი გამომივიდა, მაგრამ მიხვდებოდით ალბათ რისი თქმაც მინდა. ერთი შეხედვით გულსატკენი მოვლენა შეიძლება მომავლის წარმატებისკენ გადადგმულ ერთ ნაბიჯად გადავაქციოთ. ან სულაც, შეეშვით, დაე თვითონ გადაიქცეს. დაისვენეთ, საკუთარი თავი გაანებივრეთ და უფრო მეტი პატივისცემით მოპყარით საკუთარ პერსონას. დამიჯერეთ სხვები უფრო დაგაფასებენ და მეტ პატივს დაგდებენ.

იცით რას მივხვდი? რაც იცი არ უნდა დამალო. პირიქით უნდა აჭედო თავში ყველას, უნდათ ეს თუ არა. ძალით უნდა დაანახო რომ შენ ეს შეგიძლია. ნუ ჩაიცინებთ თქვენთვის და ნუ გაჩუმდებით თუკი სხვა რაღაცას შეცდომით აკეთებს. თქვი სინამდვილეში რა დაროგრ არის სწორი. თუ არ გამოამჟღავნებ ცოდნას საჭირო ადამაიანად არავინ ჩაგგთვლით.

და ბოლოს, რაც არ იცით იმაზეც კი შეგიძლიათ თავდაჯერებულად ლაპარაკი. მთავარია მათ ეგეონოთ, რომ შენ ეს ყველაფერი იცი. თუნდაც დროსთან ერთად გაცამტვერდეს მათი ილუზია, შენ მაინც იქნები პროფესიონალი მათ თვალში პირველი შთაბეჭდილებებიდან გამომდინარე.

თავმდაბლობა ერთ-ერთ კარგ თვისებად მიმაჩნდა, მაგრამ ასე ვერ იცხოვრებ. მე ალბათ არც არაფერი მეშველება უკვე, მაგრამ თქვენ ეცადეთ ჩემი რჩევები გაითვალისწინოთ. ვინ იცის იქნებ ვცდები კიდეც. თუ ასეა მითხარით. მე მხოლოდ საკუთარი გამოცდილება მალაპარაკებს და არა შური ან ბოღმა რამისადმი. აუცილებლად გაითვალისწინეთ ისიც რომ ოპტიმისტთა რიგებში ვეწერები, იმედი მაქვს გამოუსწორებელთაში – არა.

Pesimism-si-Optimism

სულაც არ გამომივიდა ის, რისი თქმაც მინდოდა. წარუმატებლობა რაღაცაში გაძლევს სტიმულს დაიწყო ახლიდან და იყო უფრო ძლიერი. მით უმეტეს რომ საკმაო გამოცდილება გიგროვდება. იგივე შეცდომას აღარ დაუშვებ და წარმატების მეტი შანსი გეძლევა. მგონი სულაც არ იყო საჭირო ამდენი ლაპარაკი, როცა ყველაფრის სათქმელად სულ ერთი ფრაზა მეყოფოდა –  “შეცდომებზე ვსწავლობთ”. ყველაზე საუკეთესო ვარიანტი კი იქნებოდა ეს: ” ჭკვიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენ, სულელები კი – საკუთარზე”, მაგრამ რას ვიზამთ ცხოვრება ისეა მოწყობილი რომ ხშირად გვიწევს სულელის როლში ყოფნა.

Advertisements

4 comments on “რაც ხდება – ყველაფერი უკეთესობისკენ

  1. იცი, მე სულაც არ ვფიქრობ რომ დაშვებული შეცდომის გამო სულელი გამოდიხარ, ჩემი აზრით ასეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნები თუკი შეცდომებზეც ვერ ისწავლი ჭკუას და იმას თუ როგორ უნდა მოიქცე…
    ხოლო რაც თავმდაბლობას შეეხება: ბევრი მას კარგ თვისებად თვლის (მგონი შენც?), მაგრამ პირადად მე ვფიქრობ რომ რაც უფრო თავმდაბალი ხარ მით მეტი დაგჩაგრავს და შენს გამოყენებას შეეცდება ყველანაირი გაგებით… (მართალია 16 წლიანი ცხოვრება იმის საშუალებას არ მომცემს დიდად გამოცდილი ადამიანივით ვილაპარაკო, მაგრამ მაინც… 😀 )

    • სულელი ჯობდა ბრჭყალებში ჩამესვა, რადგანაც ცხოვრება სხვა არფერია თუ არა შეცდომები. თავმდაბლობაზე კი გეტყვი, რომ მართალია კარგ თვისებად მიმაჩნია (ისევ :/) და აი ჩემი გამოსწორებაც შეუძლებელია ამ მხრივ :)))) მიუხედავად ასაკისა ყველაფერი ძალიან კარგად გესმის, მაგრამ ეცადე ოქროს შუალედი არ დაკარგო თავმდაბლობასა და ამპარტავნებას შორის ❤

      • მართალია თავმდაბლობა არ მომწონს, მაგრამ არც ამპარტავნებას ვაფასებ 🙂 ადამიანმა შენი ადგილი უნდა იცოდე და შენს “სიმაღლეს” არა შენ არამედ სხვები უნდა აფასებდნენ… ჩემი აზრით, ამპარტავნება უარესი თვისებაა ვიდრე თავმდაბლობა ^_^
        გამოსწორება რატომ გჭირდება ვერ მივხვდი 🙂 შეიძლება თავმდაბალიც იყო მაგრამ თავი არავის დააჩაგვრინო, ასე რომ “გამოსწორება” შეიძლება არც იყოს საჭირო 🙂 ♥

  2. გეთანხმები რომ როცა ჩვენვე დავაფასებთ საკუთარ თავს და ამაყად ვივლით,აი მაშინ დაგვაფასებენ სხვებიც..თავმდაბლობით მართლა დავიჩაგრებით სამწუხაროდ

რას ფიქრობ შენ?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s