პრაქტიკული რჩევები მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდისთვის

თუ თქვენ გადაწყვიტეთ გახდეთ მძღოლი და უკვე დაიწყეთ კიდეც თეორიაში მზადება, მაშინ დროა ნათიას ამ პოსტს გაეცნოთ . მე კი შევეცდები  საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე რამდენიმე რჩევა მოგცეთ.

ყველაზე მეტად გამოცდის ჩაბარებაში ხელს ნერვიულობა გვიშლის. გვეუბნებიან რომ არ ვინერვიულოთ და რატომღაც სულაც არ გვამშვიდებს ეს. როცა მანქანაში ჩვჯექი ისე ავღელდი, რომ რაც მანამდე დამაზეპირებინეს აბსოლუტურად ყველაფერი გადმომცვივდა თავიდან და ალალბედზე დავიწყე მოძრაობა. რა თქმა უნდა პირველივე რთულ ელემენტში, ბოქსში ჩავიჭერი.

მე ჩვაბარე თელავის ავტოდრომზე, სადაც არის მხოლოდ  “ზიგზაგი”, “მოძრაობის მიმართულების შეცვლა”, “ბოქსი”, “რვიანი”, “პარკინგი” და “აღმართი”.  რუსთავისა და გორის ავტოდრომებისგან განსხვავებით აქ არ არის შუქნიშანი, ქვეითთა გდასასველი  და ლიანდაგი. თან გამოცდის მსვლელობისას მხოლოდ ერთი (ანუ შენი) ავტომობილი მოძრაობს. ეს ძალიან კარგია, რადგან ყურადღება აღარ გეფანტება. 

რა გავაკეთე მე: პირველი ორი წარუმატებელი ცდის შემდეგ  დავრწმუნდი რომ არაფერი გამომივიდოდა თუ არ დავმშვიდდებოდი. მირჩიეს ალკოჰოლი, დამამშვიდებელი და იღიღინეო :))) დავლიე დამამშვიდებელი, ერთი საათის მერე 50 გრამი ვისკი (ზედმეტიც არ მოგივიდეთ) და ღიღინ-ღიღინით ჩავედი გამოცდაზე ნახევარი საათის შემდეგ. აშკარად ისე აღარ ვნერვიულობდი როგორც თავიდან. ღიღინი საღეჭი რეზინით წარმატებით ჩავანაცვლე და მასზე გადავიტანე ყურადღება.

მოკლედ, როდესაც ოთხივე ცდა ჩამიფლავდა და ერთადერთი გასვლაღა მრჩებოდა, ჩაბარების იმედი თითქმის აღარც მქონდა. წინა გამოცდებზე, როცა აღმართამდე მივაღწიე (ბოლო ელემენტამდე!) ორივეჯერ ჩამიქრა და პლუს კიდევ დარღვევები და გამომაბუნძულეს. არადა სასწავლო სვლებზე არცერთხელ გამჭირვებია აღმართზე გადავლა. ასე იყო თუ ისე სულ ბოლოს ისე გავიარე რომ არცერთი ქულა დამკლებია და კომპიუტერმა, როცა მომილოცა გამოცდის ჩაბარება, მანქანიდან როგორ გადმოვედი არც მახსოვს :)) კარგა ხანს არ მჯეროდა.

ამდენი კი იმიტომ ვწერე, რომ მიიღეთ შესაბამისი ზომები და არ ინერვიულოთ. მხოლოდ სიტყვები “არ ინერვიულო” ვერ დაგამშიდებთ დამიჯერეთ.

Advertisements