ვირტუალური ურთიერთობები

ისევ ვირტუალურ ურთიერთობაზე ვწერ. ამჯერად განსხვავებულზე. რატომ უნდა უჩნდებოდეს ვირტუალური სექსის მოთხოვნილება ნორმალურ, ჯანმრთელ ადამიანს, რომალსაც ყავს მუდმივი სექსუალური პარტნიორი და შესაბამისად რეგულარული სექსიც აქვს. კი ბატონო საინტერესოა ახალი ადამიანი, რომელიც მიგიზიდავს და რომლის მიმართაც უცებ ისეთ ვნებას იგრძნობ რომ თავის შეკავება გიჭირს და ყველაფერზე თანხმდები. არც იმას ვამბობ რომ მასტურბირება მიუღებელია- მეთქი, ღმერთმა დამიფაროს! მაგრამ აი, გადის დრო, ძააალიან ცოტა დრო და ხვდები რომ ეს არის სრული სისულელე. არსებობენ ადამიანები ვისაც ვირტ.სექსი სიამოვნებას ანიჭებს, მაგრამ მე მივხვდი, რომ ეს ჩემთვის არაა. ვამბობ უარს იმის მიუხედავად, რომ ფანტაზიას უსასრულო გასაქანს აძლევ შენც და შენი პარტნიორიც და ეს არის ძალიან მაგარი! პარტნიორს გააჩნია რაღა თქმა უნდა. მმმ.. და კიდევ, ხანდახან ვფიქრობ, რომ იმდენად ვეწყობოდი ერთ ადამიანს ფანტაზიებში და იმდენად ვხვდებოდით ერთმანეთის სურვილებს, რომ ურთიერთობის გაწყვეტა სრული სისულელე იყო. სხვანაირად სამწუხაროდ არ გამოვიდა. არ გამოვიდა ჩემგან ბისექსუალი. ამას მაშინ მივხვდი როცა საწინნაღმდეგო სქესის ძალიან სიმპათიური (და რაღა თქმა უნდა თეთრი :დ) ბიჭი გამოჩნდა. აი, აქ ვარ სწორედ. აქ, სადაც ვირტუალური სექსის იქით სხვა გზა არ ჩანს და მე ეს ერთადერთი არჩევანი აბსლუტურად არ მაკმაყოფილებს. არა მხოლოდ ფიზიკურად. მოკლედ, დავრწმუნდი რომ ეს ჩემთვის არაა და ისღა დამრჩენია ამის შესახებ მან გაიგოს. ოჰ, აი თითქმის ყველაფერი ვთქვი და გადაწყვეტილებაც მივიღე, მაგრამ…. მისი ერთი მესიჯი იმდენად მაღელვებს რომ ვერ გადამიწყვეტია საბოლოოდ უარის თქმა. ეს პოსტიც იმიტომ დევს დრაფტებში. რას არ მივცემდი მარტო ერთ ჩახუტებაში… თან ეს სიმღერა ახლა – ” მენატრება, მენატრება, მენატრება შენი ნაზი ხმა…” და თორნიკე ყიფიანის უძალიანმაგრესი შესრულება. ვუსმენ და მინდა ეს ბიჭი. ჰოდა, დილანდელი გადაწყვეტილება ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ არის. პ.ს ჯანდაბას! დაე, იხილოს დღის სინათლე ამ პოსტმა 😐

Advertisements

3 comments on “ვირტუალური ურთიერთობები

  1. გოგო წიპა მხარზე ხელის დარტყმა გინდა რო არაუშავს – გადაიტან ვირტუალურ დაშორებას გოგოსთან? 😀

    ა ტაკ იესლი სერიოზნა ვირტუალური სექსი ასწორებს მოქმედ ფიზიკურ პარტნიორთან, როგორც ნაირსახეობა. ცადე იკაიფებ, ანუ ასწორებს იმენნა იმ აკრძალვის პონტში რო არა – დღეს არათუ არ შემეხები, ლაივში ვერც მნახავ… მაგრამ შეგვიძლია…

    პროსტა usually მოქმედ პარტნიორებს ეზარებათ ერთმანეთისთვის ამ ყურადღების/დროის დათმობა, “ნიჩივო, ხვალ გვქონდეს სექსი” და რაციონალურად და ლოგიკურად ჟღერს უმეტეს შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება, მარა რო დატორმუზდე ადამიანი და “ჰმ” თქვა და give it try მაგარია, ზა ადნო ხანდახან ერთმანეთის ფანტაზიებს იგებ რომლებიც ასე დეტალებში არ იცოდი… 😀

  2. როდესაც დაოჯახებული ხარ არის ხოლმე მომენტი როდესაც გინდა შენი ფანტაზიების შესახებ სხვას მოუყვე. ასეთ დროს საყვარლის გაჩენას ჯობია ვინმეს მიწერო ანონიმურად და ისაუბრო, თუნდაც ვირტუალური სექსი გქონდეს. ღალატს ნამდვილად სჯობს და ვერც შენს საიდუმლოს გაიგებს ვინმე. მეც მყავს მეუღლე მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როდესაც ასეთი ურთიერთობა (ზოგჯერ ხანგრძლივი) მქონია უცნობ, ანონიმურ ქალთან.

რას ფიქრობ შენ?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s