სუნები

საშინელი გართულება მაქვს სუნებზე. არ არსებობს ტანსაცმელი ისე ჩავიცვა არ დავსუნო ან გავდიოდე სახლიდან და თმაზე არ ვისუნო. არ ვიცი ცუდია თუ კარგი, არა კარგია კაცო ჩემი აზრით, მაგრამ ძალიან დამღლელი კია. დავიღალე იმაზე შიშით, რომ რამე საზიზღარი სუნი არ ამდიოდეს.

წარმოიდგინეთ რა საშინელებაა ადიხარ მარშუტკაში და გვერდზე გიჯდება სასადილოს სუნიანი ადამიანი. ჰო, შეიძლება სასადილოში მუშაობს მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ეს სამზარულოს სუნია. როგორ შეუძლიათ სადილები ამზადონ და ჰოპ, წავიდა მერე საღაც!

ოფლის სუნი საერთოდ სხვა განზომილებაა. ვისაც დეოდორანტის ყიდვა არ შეგიძლიათ რაღაცა მიზეზების გამო, შემიძლია ბებიაჩემის ვერსია გასწავლოთ რომელიც დატესტილია ჩემ მიერ და 100%-ით მუშაობს. არაფერი განსაკუთრებული, მივდივართ წყლამდე (იმედი მაქვს იმხელა პრობლემა არაა ორი “კრუშკა” წყალი), ვიბანთ, ვიმშრალებთ და შევიფრქვევთ ნაზად საჭმელ სოდას ^^  ვუალა! შეგიძლიათ მშვიდად მომიჯდეთ გვერდზე საზ.ტრანსპორტში.

ჰო, რატომ ვთქვი ახლა ეს ყველაფერი. ესეც ფობიაა მგონი და მრავლ უცნაური ფობიების რიცხვს თავისუფლად შევმატებ.

Advertisements

4 comments on “სუნები

  1. მარტო ეგ კი არა, სადმე ისეთ ადგილას თუ ჩავივლი სადაც ცუდი სუნი დგას, ან ვინმე “ავსუნიანის” (ასე ვეძახი მე :D) გვერდით თუ ვიქნები ცოტა დიდი ხნის განმავლობაში, მერე მგონია რომ მეც გადამედო ის სუნი და ლამისაა მიწაში ჩავძვრე ხოლმე 😀

რას ფიქრობ შენ?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s