ტუჩებდაპრუწული გოგოები და ძალიან ჩვეულებრივი ბიჭები

იმის გამო, რომ სრულიად ინტერნეტსივრცეში მეტისმეტად აქეს და ადიდეს ქართული “ტაქსი” (ფილმზეა საუბარი), გუშინ გადავწყვიტე მენახა ბოლოსდაბოლოს. მართალია ფილმის დასაწყისი ვნახე მარტო, მაგრამ ამას არც აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ფილმზე საუბარს არ ვაპირებ. მთავარი გმირი რომ ცოლის მოყვანას გადაწყვეტს აი ეგ მომენტი უნდა ავღნიშნო და ფრაზა “მივედი ჩემს სანაცნობოში ყველაზე ლამაზ გოგოსთან…” თუ რაღაც ეგეთი დაახლოებით. ხოდა, აი ეს ყველაზე ლამაზი გოგო, ჩვეულებრივი ტუჩებდაპრუწული სნობი გოგოშკა აღმოჩნდა.

აი, რეალურად, მართლა არ მესმის, ბიჭებო რა გადასარევი გოგოც არ უნდა იყოს და რა სრულყოფილი ფორმებიც არ უნდა ჰქონდეს, ასეთი გოგოები როგორ მოგწონთ? მართლა მაინტერესებს რა. განა ვიბოღმები ან რამე :დ თან ფილმის პერსონაჟს, საერთოდ ცოლად მოყავს. როგორ უნდა აიტანო ეგეთი ადამიანი დილა-შუადღე-საღამო-ღამე!!! თავისი გაწელილი, სრულიად უინტერესო ლაპარაკით. ასე მგონია შუა აქტის დროსაც ტუჩები აქვთ-მეთქი დაპრუწული და მანიკიურს დაჰყურებენ სადმე, ვაიდა ხომ არ გამიფუჭდაო.

მოიღეთ მოწყალება ბიჭებო და მოჰფინეთ ნათელი ჩემ თვალში მაგ მოვლენას. დავიჯერო არ წუხდებით? არა, ნუ, რადგან გყავთ ასეთი პარტნიორები/ცოლები ალბათ არ წუხდებით, მაგრამ რა გატანინებთ ხალხნო ადამიანები არ ხართ? :დ მაგას მე პირადად, ალალი, გამოუსვლელი და სოფლელი გოგო მირჩევნია უსწორმასწოროდ შეჭრილი მიდი ქვედაბოლოთი 😐

გელოდებით. ვკვდები ისე მაინტერესებს ეს ამოუხსნელი ფენომენი ^^

Advertisements

12 comments on “ტუჩებდაპრუწული გოგოები და ძალიან ჩვეულებრივი ბიჭები

  1. ვისაც ეგეთი ცოლი (შეყვარებული) ყავს ეგრე არ ახასიათებს და არ ნაკლად მიიჩნევს ეგეთ თვისებებს. მე არ მეშლება ნერვები ეგეთ ხალხზე და არც ვმეჰობრობ.

  2. იმიტო რო თავიდან ეს გოგოები ძალიან საყვარლები არიან და კაი ბიჭის “დაკერვა” უნდათ, მერე კიდე გადადიად რაღაც იდიოტურ მოთხოვნებზე იმიტო ცხოვრებაში არაფერი აინტერესებთ გათხოვების და კაცების წვალების გარდა. რეალურად ზუსტად ტაქსის ტიპაჟის გოგოები ძალიან ცოტანი არიან ისიც ისეთები, რომლებსაც გონიათ რო აიფონში გამოიხატება ადამიანის დონე. ეგეთი გოგოები ეგეთივე ბიჭებს მოყავთ ცოლად

      • ნუ აი ერთადერთი მაქსიმუმ, სამსახურში მყავდეს ვინმე ეგეთი. თუმცა მასთანაც ვერიდები კონტაქტს 😀

      • სამსახურიდან მიწევდა ზუსტად :დდ ნუ, მერე ცოტა რომ დავუახლოვდი პირდაპირ ვეუბნებოდი სნობი ხარ მეთქი, დიდად კი არ აპროტესტებდა ოღონდ :დ

      • აუ სნობებზე მე აცრილი ვარ. აი ძალიან ვერ ვიტან. ძალიან, ძალიან, ძალინ ცუდი დამოკიდებულება მაქვს.
        კარგია პირდაპირობა, მეც ეგეთი ვარ.
        მაგრამ სამსახურში მივხვდი, რომ აზრი არ აქვს და მკიდია ფეხებზე უკვე :))

რას ფიქრობ შენ?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s