სახელები და ასოციაციები

თორნიკე – ძალიან დიდი ტკივილი და იმედგაცრუება.

ადამიანი რომელსაც აღარ დავკონტაქტებივარ რამდენიმე წელია უკვე და დღემდე არსებობს დარჩენილი სიცარიელე. როცა გავიცანი გრძელი თმა ჰქონდა. მისთვის არასოდეს მითქვამს, რომ მომწონდა მისი თმა. მერე დაჭირდა შეჭრა და ახლა ალბათ ისევ მოკლედ აქვს და წვერსაც ატარებს. საქმე უბრალოდ იმაშია, რომ მე არ შემიძლია მისი დავიწყება, რადგან ასეთი მეგობარი (ყველანაირი კონტექსტით) მე არ მყოლია. რამდენი წელიც არ უნდა მომემატოს ალბათ მაინც მემახსოვრება. შეიძლება მე მხოლოდ ის დრო მენატრება, როცა ონლაინში ერთმანეთის გამოჩენას ველოდებოდით და დაუსრულებლად ვლაპარაკობთ ყველაფერზე.

ისე, მაინტერესებს მისი ამბები. რა ხდება მის ცხოვრებაში…

სანდრო – აღმოჩენა.

ჯერ ერთი ის, რომ ალექსანდრეებსაც თუ სანდროს ეძახდნენ ახლახანს გავიგე და პირღია დავრჩი. ჰო, ეს არაფერი. საშინლად არ მიყვარდა ეს სახელი, მაგრამ იმდენი კარგი ადამიანი გავიცანი ბოლო პერიოდში სახელად “სანდრო” რომ ყველაფერი შემოტრიალდა. ერთ-ერთი ჩემი ქრაშია ^^ ბოლოს რომ ვნახე მოგვიანებით გნახავო მითხრა. აბა რა-მეთქი. მე მეორე დღეს საქართველოდან რომ მოვდიოდი არ მითქვამს. ამეტირებოდა.

დენისი – სრული გაუგებრობა.

აი, აქ ლამის კედელს ვურტყა თავი.  ძალიან დებილი ვარ. როცა ადამიანი სიგიჟემდე მომწონს, რატომ ვაიგნორებ თავდაუზოგავად ვერ ვხვდები. ერთი თვის მანძილზე ვხვდებოდი. ორივემ ცუდად ვიცოდით ინგლისური და ამიტომ ცოტას ვლაპარაკობდით. ძალიან კარგადაც რომ მცოდნოდა მაინც ვერ შევძლებდი ლაპრაკს. აი რატომ მჭირს ე ს, დავინახავდი თუ არა აბსოლუტურად ყველა სიტყვა სადღაც მიფრინავდა და გამოშტერებული შევყურებდი :დ ისედაც არაადეკვეტური ვარ იმ ადამიანებთანი ვინც სიგიჟემდე მომწონს და ახლა ენის ბარიერი.. ჰოდა რას ვყვები.. წამოსვლისას, ტაქსში რომ ვჯდებოდი ისიც იქ იყო. მანქანასთან ვიდექი და მივიდე, დავემშვიდობო თუ არათქო-ვფბდი. ისე წამოვედი არ დავემშვიდობე. არც ნომერი გამომირთმევია, არც საკონტაქტოდ რომელიმე სოცქსელი. ვნანობ.

ერთხელ რომ შემოეხედა ჩემთვის ასე უკანმოუხედავად არ წამოვიდოდი. დღემდე ვერ ვხვდები მის ასეთ რეაქციას.

“მისი სახელი” – საოცრება, რომლის სახელსაც აქ ვერ დავწერ. არც კი ვიცი რა მოგიყვეთ მასზე. მოულოდნელი და სრულიად შემთხვევითი აღმოჩენა. მარტო ჩემი არა, ორივემ აღმოვაჩინეთ ერთმანეთი. რა ვიცი, ოდესმე იქნებ დაწვრილებითაც მოგიყვეთ, მაგრამ ახლა ისეთ სასიამოვნო გაუგებრობაში ვარ გახლართული, რომ აზრების დალაგება მასზე ძალიან მიჭირს. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ თუ ვინმე გინდა გვერდით გყავდეს, უნდა იყოს მისნაირი.

 

მინდოდა ერთ, ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანზე დამეწერა, მაგრამ არაფერი გამომდის…

Advertisements

6 comments on “სახელები და ასოციაციები

  1. მაგრა ტეხავს სახელი რაღაცა ცუდთარ რო იწვევს ასოციაციას და ყველა ადამიანი მაგ სახელით იგივე ასოციაციას იწვევს, არადა ვაფშე სხვანაირი ადამიანია ))

რას ფიქრობ შენ?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s