ვინ არის უცნაური?

ამ ქვეყნად რამდენი ადამიანიც არის, იმდენივე აზრი არსებობს ხომ? ზოგიერთის ემთხვევა ჩვენს აზრებს და გემოვნებას, ზოგის -არ და ზოგის, სულაც ეწინააღმდეგება. მაგრამ ყველაზე მეტად რაც მაკვირვებს და ვერაფრით მივმხვდარვარ არის ადამიანების სექსისადმი, როგორ რაღაც ცუდისადმი, მიდგომა. არსებობს კატეგორია ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც უტყდება სექსისგან სიამოვნების მიღების აღიარება. კარგი, აი მოდი, ერთ ტიპზე მოგიყვებით, რომელიც თვლის რომ ორალური სექსი “ფუ, რა საზიზღრობაა“. ვუსმენდი ამ ადმიანს და მეცოდებოდა მისი სექსუალური პარტნიორი, თავად ისიც მეცოდებოდა. შეიძლება გარკვეულ ასაკამდე გქონდეს ეგ გრძნობა, რომ მართლა თქვა “ფუ, რა საზიზღრობაა“. ეგ კი არა, იმასაც ფიქრობ “აუ, როგორ შევხედავ საერთოდ ან აუ, ხელს როგორ მოვკიდებ “. მაგრამ როცა 22 წლის ახალგარდა მსგავს აზრებს აფრქვევს და თან აშკარად აღელვებულია, ჰორმონები ხომ თავისას შვრება, ხედავ რომ უნდიხარ და ყველაფერს დათმობდა შენთან სექსისთვის. მაგრამ ნურას უკაცრავად! ის ამას არ ამხელს ცოცხალი თავით :დ კიდევ, მეკითხება მქონია თუ არა მე თვითონ ორალური სექსი და თან აყოლებს, ნუ გეშინია შენზე წარმოდგენა არ შემეცვლებაო :ლოლ: გადავბჟრდი, აღარ ვიცოდი უკვე რა მეთქვა. ეს ყველაფერი არაა. მეუბნება რომ პირველად ელაპარაკება “ჩემნაირ ტიპს„ :დ

ის: ესეთები მოგწონთ?

ეგი გვინდა ქართველებს? :დ

ეგი გვინდა ქართველებს? :დ

მე: ვგიჟდებით.

:დ

არ მქონდა უკვე ძალა გამეგრძელებინა მასთან ლაპარაკი.

მარტო მე მჭირს ეს?

ვქროლავ ფბ-ს ჩემთვის, მოკრძალებითა და კდემით. ჰოდა.. რაღაცას ვეძებდი ინტერნეტში გამწარებულიო და ეგრევე თვალწინ დამიდგა მისი გრძელი, ლამაზი თითები, როგორ ჩაფრენია მაუსს და როგორ დაცურავს თითი რგოლზე ზევით-ქვევით. შემდეგ “მზერა” მის მაჯაზე გადადის, რომელზეც მოუხსნელად უკეთია ვერცხლისფერი სამაჯური. როდესაც ხელში პენისი აქვს ჩაბღუჯული, ეს სამაჯური უზომოდ სექსუალურად გამოიყურება მის დაჭიმულ მკლავზე. ამ ყველაფერმა თვალწინ გამირბინა და დავსველდი.

მე რომ ევა ბრაუნი ვყოფილიყავი

რა იქნებოდა, რას ვიგრძნობდი მე რომ ევა ბრაუნი ვყოფილიყავი. სიცოცხლეზე მეტად მეყვარებოდა მამაკაცი, რომელიც მილიონობით ადამიანს კლავდა. ვუყურებდი ყოველ დღე, როგორ ხვდება ქუჩაში ზღვა ხალხი, ესალმებიან, უყვართ… ბავშვები ყვავილებით ხვდებიან, უღიმიან და ვერ ხვდებიან რომ ის ტირანია. მათი მშობლები ყველაფერს კარგად ხვდებიან, მაგრამ უმრავლესობა მასავით ნაცისტია და თვლიან რომ სხვა ერებს არ აქვთ სიცოცხლის უფლება, თუკი ამას თავად გადაწყვეტენ. მათ ავიწყდებათ, რომ ჩემი კაცი ღმერთი არაა. ის მართლა ნიჭიერია და დიადი გეგმები აქვს, მაგრამ ღირს კი? იდეალური სახემწიფო ანდაც, მთლიანი მსოფლიო, ღირს კი ამდენ შეწირულ სიცოცხლედ? არა რა თქმა უნდა. ხანდახან, დაძინებისას, მომივლიდა ფიქრები, რომ მომეკლა ეს ერთი კაცი და მეხსნა ბევრი სიცოცხლე და საერთოდაც, ბოლო მომეღო ამ ყველაფრისთვს. მაგრამ როგორია მოკლა ის, ვინც საკუთარ თავს გირჩევნია. ალბათ ბევრჯერ ვიჩხუბებდით, რადგან მოვთხოვდი თავი დაენებებინა ყველაფრისთვის და სადმე გავქცეულიყავით. რომელიმე თბილ ქვეყანაში, სადაც არავის ეცოდინებოდა ჩვენი ვინაობა.

სახელები და ასოციაციები

თორნიკე – ძალიან დიდი ტკივილი და იმედგაცრუება.

ადამიანი რომელსაც აღარ დავკონტაქტებივარ რამდენიმე წელია უკვე და დღემდე არსებობს დარჩენილი სიცარიელე. როცა გავიცანი Continue reading

ტუჩებდაპრუწული გოგოები და ძალიან ჩვეულებრივი ბიჭები

იმის გამო, რომ სრულიად ინტერნეტსივრცეში მეტისმეტად აქეს და ადიდეს ქართული “ტაქსი” (ფილმზეა საუბარი), გუშინ გადავწყვიტე მენახა ბოლოსდაბოლოს. მართალია ფილმის დასაწყისი ვნახე მარტო, მაგრამ ამას არც აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ფილმზე საუბარს არ ვაპირებ. მთავარი გმირი რომ ცოლის მოყვანას გადაწყვეტს აი ეგ Continue reading

არ მითხრა რომ..

არ მითხრა რომ მოგენატრე ან ფიქრობდი ჩემზე.

რომ ერთი სული გაქვს შეეხო ჩემს კანს.

არ მითხრა რომ გაინტერესებს როგორია ჩემი სიარულის მანერა ან როგორ ვმეტყველებ.

არ მკითხო… არა, კონკრეტულად არაფრი, არამედ ზოგადად არაფერი მკითხო.

როცა მოგწერ მაშინვე Continue reading

ვირტუალური ურთიერთობები

ისევ ვირტუალურ ურთიერთობაზე ვწერ. ამჯერად განსხვავებულზე. რატომ უნდა უჩნდებოდეს ვირტუალური სექსის მოთხოვნილება ნორმალურ, ჯანმრთელ ადამიანს, რომალსაც ყავს მუდმივი სექსუალური პარტნიორი და შესაბამისად რეგულარული სექსიც აქვს. კი Continue reading

მე დავბრუნდი

არ მჯერა რომ აქ ვარ. არც იმის მჯერა რომ ვწერ… და საერთოდაც, ეს აქ რა მოსატანია – ჩემი ოპტიმიზმი პესიმიზმისკენ იცვლება ამ ბოლო დროს. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ სანამ დავბერდები ბევრი რამ მოვასწრო. მოსასწრები კი იცოცხლეთ ბევრი მაქვს. ჯერ არაფერი დამიგეგმავს, უბრალოდ ზოგადი გეგმებია, რომლებიც განხორციელდება თუ არა ოდესმე ესეც ჯერ კიდევ საკითხავია.

მოკლედ, წარმატებები მე, წარმატებები თქვენ და ვეცდები მოგვიანებით დაწვრილებით მოგიყვეთ ყველაფერი:*

უბოღმესი და უსაძაგლესი პოსტი ever!

 

რა უნდა გააკეთო როცა მოსაწყენი და ერთფეროვანი ყოველდღიურობა გაქვს. ამასთან არც ისე დიდი შემოსავალი, რაც არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ დაისვენო სულ ცოტა დუბაიში მაინც.
რა უნდა გააკეთო იმისათვის რომ გქონდეს ყველაფერი? არაფერი განსაკუთრებული. Continue reading

პრაქტიკული რჩევები მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდისთვის

თუ თქვენ გადაწყვიტეთ გახდეთ მძღოლი და უკვე დაიწყეთ კიდეც თეორიაში მზადება, მაშინ დროა ნათიას ამ პოსტს გაეცნოთ . მე კი შევეცდები  საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე რამდენიმე რჩევა მოგცეთ.

ყველაზე მეტად გამოცდის ჩაბარებაში ხელს ნერვიულობა გვიშლის. გვეუბნებიან რომ არ ვინერვიულოთ და რატომღაც სულაც არ გვამშვიდებს ეს. როცა მანქანაში ჩვჯექი ისე ავღელდი, რომ რაც მანამდე დამაზეპირებინეს აბსოლუტურად ყველაფერი გადმომცვივდა თავიდან და ალალბედზე დავიწყე მოძრაობა. რა თქმა უნდა პირველივე რთულ ელემენტში, ბოქსში ჩავიჭერი.

მე ჩვაბარე თელავის ავტოდრომზე, სადაც არის მხოლოდ  “ზიგზაგი”, “მოძრაობის მიმართულების შეცვლა”, “ბოქსი”, “რვიანი”, “პარკინგი” და “აღმართი”.  რუსთავისა და გორის ავტოდრომებისგან განსხვავებით აქ არ არის შუქნიშანი, ქვეითთა გდასასველი  და ლიანდაგი. თან გამოცდის მსვლელობისას მხოლოდ ერთი (ანუ შენი) ავტომობილი მოძრაობს. ეს ძალიან კარგია, რადგან ყურადღება აღარ გეფანტება. 

რა გავაკეთე მე: პირველი ორი წარუმატებელი ცდის შემდეგ  დავრწმუნდი რომ არაფერი გამომივიდოდა თუ არ დავმშვიდდებოდი. მირჩიეს ალკოჰოლი, დამამშვიდებელი და იღიღინეო :))) დავლიე დამამშვიდებელი, ერთი საათის მერე 50 გრამი ვისკი (ზედმეტიც არ მოგივიდეთ) და ღიღინ-ღიღინით ჩავედი გამოცდაზე ნახევარი საათის შემდეგ. აშკარად ისე აღარ ვნერვიულობდი როგორც თავიდან. ღიღინი საღეჭი რეზინით წარმატებით ჩავანაცვლე და მასზე გადავიტანე ყურადღება.

მოკლედ, როდესაც ოთხივე ცდა ჩამიფლავდა და ერთადერთი გასვლაღა მრჩებოდა, ჩაბარების იმედი თითქმის აღარც მქონდა. წინა გამოცდებზე, როცა აღმართამდე მივაღწიე (ბოლო ელემენტამდე!) ორივეჯერ ჩამიქრა და პლუს კიდევ დარღვევები და გამომაბუნძულეს. არადა სასწავლო სვლებზე არცერთხელ გამჭირვებია აღმართზე გადავლა. ასე იყო თუ ისე სულ ბოლოს ისე გავიარე რომ არცერთი ქულა დამკლებია და კომპიუტერმა, როცა მომილოცა გამოცდის ჩაბარება, მანქანიდან როგორ გადმოვედი არც მახსოვს :)) კარგა ხანს არ მჯეროდა.

ამდენი კი იმიტომ ვწერე, რომ მიიღეთ შესაბამისი ზომები და არ ინერვიულოთ. მხოლოდ სიტყვები “არ ინერვიულო” ვერ დაგამშიდებთ დამიჯერეთ.