მე დავბრუნდი

არ მჯერა რომ აქ ვარ. არც იმის მჯერა რომ ვწერ… და საერთოდაც, ეს აქ რა მოსატანია – ჩემი ოპტიმიზმი პესიმიზმისკენ იცვლება ამ ბოლო დროს. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ სანამ დავბერდები ბევრი რამ მოვასწრო. მოსასწრები კი იცოცხლეთ ბევრი მაქვს. ჯერ არაფერი დამიგეგმავს, უბრალოდ ზოგადი გეგმებია, რომლებიც განხორციელდება თუ არა ოდესმე ესეც ჯერ კიდევ საკითხავია.

მოკლედ, წარმატებები მე, წარმატებები თქვენ და ვეცდები მოგვიანებით დაწვრილებით მოგიყვეთ ყველაფერი:*

უბოღმესი და უსაძაგლესი პოსტი ever!

 

რა უნდა გააკეთო როცა მოსაწყენი და ერთფეროვანი ყოველდღიურობა გაქვს. ამასთან არც ისე დიდი შემოსავალი, რაც არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ დაისვენო სულ ცოტა დუბაიში მაინც.
რა უნდა გააკეთო იმისათვის რომ გქონდეს ყველაფერი? არაფერი განსაკუთრებული. Continue reading

პრაქტიკული რჩევები მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდისთვის

თუ თქვენ გადაწყვიტეთ გახდეთ მძღოლი და უკვე დაიწყეთ კიდეც თეორიაში მზადება, მაშინ დროა ნათიას ამ პოსტს გაეცნოთ . მე კი შევეცდები  საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე რამდენიმე რჩევა მოგცეთ.

ყველაზე მეტად გამოცდის ჩაბარებაში ხელს ნერვიულობა გვიშლის. გვეუბნებიან რომ არ ვინერვიულოთ და რატომღაც სულაც არ გვამშვიდებს ეს. როცა მანქანაში ჩვჯექი ისე ავღელდი, რომ რაც მანამდე დამაზეპირებინეს აბსოლუტურად ყველაფერი გადმომცვივდა თავიდან და ალალბედზე დავიწყე მოძრაობა. რა თქმა უნდა პირველივე რთულ ელემენტში, ბოქსში ჩავიჭერი.

მე ჩვაბარე თელავის ავტოდრომზე, სადაც არის მხოლოდ  “ზიგზაგი”, “მოძრაობის მიმართულების შეცვლა”, “ბოქსი”, “რვიანი”, “პარკინგი” და “აღმართი”.  რუსთავისა და გორის ავტოდრომებისგან განსხვავებით აქ არ არის შუქნიშანი, ქვეითთა გდასასველი  და ლიანდაგი. თან გამოცდის მსვლელობისას მხოლოდ ერთი (ანუ შენი) ავტომობილი მოძრაობს. ეს ძალიან კარგია, რადგან ყურადღება აღარ გეფანტება. 

რა გავაკეთე მე: პირველი ორი წარუმატებელი ცდის შემდეგ  დავრწმუნდი რომ არაფერი გამომივიდოდა თუ არ დავმშვიდდებოდი. მირჩიეს ალკოჰოლი, დამამშვიდებელი და იღიღინეო :))) დავლიე დამამშვიდებელი, ერთი საათის მერე 50 გრამი ვისკი (ზედმეტიც არ მოგივიდეთ) და ღიღინ-ღიღინით ჩავედი გამოცდაზე ნახევარი საათის შემდეგ. აშკარად ისე აღარ ვნერვიულობდი როგორც თავიდან. ღიღინი საღეჭი რეზინით წარმატებით ჩავანაცვლე და მასზე გადავიტანე ყურადღება.

მოკლედ, როდესაც ოთხივე ცდა ჩამიფლავდა და ერთადერთი გასვლაღა მრჩებოდა, ჩაბარების იმედი თითქმის აღარც მქონდა. წინა გამოცდებზე, როცა აღმართამდე მივაღწიე (ბოლო ელემენტამდე!) ორივეჯერ ჩამიქრა და პლუს კიდევ დარღვევები და გამომაბუნძულეს. არადა სასწავლო სვლებზე არცერთხელ გამჭირვებია აღმართზე გადავლა. ასე იყო თუ ისე სულ ბოლოს ისე გავიარე რომ არცერთი ქულა დამკლებია და კომპიუტერმა, როცა მომილოცა გამოცდის ჩაბარება, მანქანიდან როგორ გადმოვედი არც მახსოვს :)) კარგა ხანს არ მჯეროდა.

ამდენი კი იმიტომ ვწერე, რომ მიიღეთ შესაბამისი ზომები და არ ინერვიულოთ. მხოლოდ სიტყვები “არ ინერვიულო” ვერ დაგამშიდებთ დამიჯერეთ.

სათქმელი თუ არაფერი გაქვს გ ა ჩ უ მ დ ი!

რა აზრი აქვს იმას რას დავწერ. ან საერთოდ რატომ ვწერ. ვის აინტერესებს. ვწერ, ვდებ და ობი ეკიდება. ხანდახან რომელიმე გზააბნეული თუ შემოივლის და ისიც იმიტომ, რომ გუგლის სერჩში სიტყვა “სექსმა” გადმოაგდო ჩემს ბლოგზე. მგონი ჩემი თვითშეფასება ასეთ მინიმალურ ზღვარზე ჯერ არ ყოფილა. რატომ ვარ ამ დონეზე გითხრათ. თქვენი კუმირი რომ თქვენით დაინტერსდეს რას იზამთ? ისე, უბრალოდ, სრულიად შემთხვევით რომ მოგწეროთ. ძაან დებილობები ველაპარაკე. ის “მე” მე არ ვიყავი. რომელიღაც შტერი გოგო იყო, ოღონდ არა – მე. ასეთი არ ვარ. მოკლედ, როგორც იტყვიან გაფრენილ სიტყვას უკენ ვერ დააბრუნებ. ჯობდა სულ არაფერი მეთქვა. შეიგნე რა ადამიანო სათქმელი თუ არაფერი გაქვს გ ა ჩ უ მ დ ი!

stop-talking1

 

ერთი და მთავარი იყო სათქმელი. მიყვარხარ. მორჩა. ეს ხომ არ ისე ძნელია.  მონიტორი ვერ დაინახავდა როგორ გავწითლდებოდი.

როგორ უნდა გვიყვარდეს მომხმარებელი

 

ერთხელ, ჩვეულებისამებრ, „მარშრუტკით“ მგზავრობისას მძღოლმა ხურდა გამომიწოდა და – ინებეთო. ვერ წარმოიდგენთ რა გაოცებული დავრჩი მისი თავაზიანობით. გასაგებია რომ ისიც ადამიანია და რა მოხდა განსაკუთრებული თუ მგზავრის მიმართ თავაზიანობა გამოიჩინა. არც არაფერი. უბრალოდ მძღოლებისგან კეთილი ქცევებით განებივრებული ნამდვილად არ ვართ. ასე არაა? აი ის მძღოლი ავიღოთ თუნდაც, მგზავრებს კანფეტებით რომ უმასპინძლდება. დადებითი განწყობა, სულ ცოტა ხნით მაინც, გარანტირებული გაქვს. სულ ერთმა სიტყვამ შეიძლება განაპირობოს საუკეთესო განწყობა.

უცხო ადამიანები რომ შენობით მომმართავენ არ მიყვარს. დიდი რამე თუ მოგმართაო, გაიფიქრებთ თქვენ. ნამდვილად არაა ეს კატასტროფა, მაგრამ მომკალით და არ მიყვარს. ამიტომ მომსახურების სფეროში, თავაზიანობას მომხმარებლის მიმართ პირველ ადგილზე ვაყენებ. თუმცა მოდი მივყვეთ ლოგიკურად.

მომხარებელს იზიდავ  პირველ რიგში: ხარისხით და მერე მომსახურებით. თუმცა ეს უკანასკნელი გაცილებით მნიშვნელოვანია ჩემთვის. აი მაგალითად, შამპუნი რომელსაც ვიყენებ არის ჩემთვის განსაკუთრებული და მისი შოვნა ძალიან მიჭირს. მიწევს ძალიან ბევრი მაღაზიის შემოვლა და ძებნა. ეს შამპუნი  რამე განსაკუთრებულს და ძვირადღირებულს არ წამოადგენს, უბრალოდ ძალიან ჭირს მისი პოვნა იმ ტიპის თმისთვის როგორიც მე მაქვს.  ერთხელაც, აი ასე, ძებნა-ძებნით მივაგენი ერთ fake-smile2ჩვეულებრივ სუპერმარკეტს, სადაც ვიპოვე „ჩემი“ შამპუნი და თანაც რამდენიმე ცალი. ის იყო გავიფიქრე, რომ შემდეგ ჯერზე ძებნა აღარ მომიწევდა და გახარებულმა სალაროს მივაშურე, რომ ჩემს სიხარულს მალე ბოლო მოეღო. გამყიდველ-კონსულტანტი აბსოლუტურად ყველას ეუხეშებოდა ჩემამდე ვინც იდგა სალაროსთნ.  ერთმა მოხუცმა კაცმა გაბედა და შენიშვნა მისცა. ისეთი დღე აყარა, მის ადგილზე ყოფნას ნამდვილად არ ვისურვებდი. როგორც იქნა მოვიდა ჩემი ჯერი, გადავიხადე ფული და რასაც ქვია, უკანმოუხედავად მოვკურცხლე იქიდან. იმ დღის მერე იმ მაღაზიაში ფეხი არ შემიდგამს. ვინ იცის იქნებ შეცვალეს კიდეც გამყიდველი, მაგრამ მაშინდელი სიტუაცია რომ მახსენდება შიგნით შესვილის ყველანაირი ხალისი მეკარგება. აქ უკვე ღიმილზე აღარაფერს ვამბობ, ადამიანურობა ჰქონდა გოგოს დაკარგული, რამ გაამწარა ასე. გასაგებია,რომ ბევრი პრეტენზიული კლიენტი შეიძლება შემოვიდეს, უაზროდაც მოგიშალოს ნერვები (ასეთები ბევრი მინახავს დამიჯერეთ) , მაგრამ როდესაც მუშაობას იწყებ მომსახურების სფეროში ამისათვის მზად უნდა იყო. მე პირადად უკვე ნაპოვნი მაქვს რამოდენიმე მაღაზია, სადაც არავინ იბღვირება. უფრო მეტიც, თავს ძალიან შინაურულად ვგრძნობ და სანამ ხურდას დამიბრუნებენ (სალაროსთან რიგი თუ არ არის) მეგობრულად მესაუბრებიან.  ასევეა სალონი, სპორტდარბაზი და ა.შ.  დავდივარ იქ სადაც მშვიდი და სასიამოვნო მომსახურება მხვდება.

ყველაზე მთავარი იცით რა არის? მომხმარებელი უნდა გრძნობდეს რომ შენ ის გჭირდება და შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სინამდვილეში ხომ ასეც არის.

ჰო, და კიდევ, არასოდეს (!) აგრძნობინოთ მომხმარებელს „ თქვენ ბევრნი ხართ, მე კიდევ – ერთი“. თითოეული მათგანი ძვირფასია თქვენთვის და თქვენი ბიზნესისთვის. ყველაზე რთული პროფესია ადამიანობააო, უთქვამს ვიღაცას. იყავით ადამიანები.

thanks

რაც ხდება – ყველაფერი უკეთესობისკენ

არ ვიცი სათაური რამდენად ნათელი და საღი გამომივიდა, მაგრამ მიხვდებოდით ალბათ რისი თქმაც მინდა. ერთი შეხედვით გულსატკენი მოვლენა შეიძლება მომავლის წარმატებისკენ გადადგმულ ერთ ნაბიჯად გადავაქციოთ. ან სულაც, შეეშვით, დაე თვითონ გადაიქცეს. დაისვენეთ, საკუთარი თავი გაანებივრეთ და უფრო მეტი პატივისცემით მოპყარით საკუთარ პერსონას. დამიჯერეთ სხვები უფრო დაგაფასებენ და მეტ პატივს დაგდებენ.

იცით რას მივხვდი? რაც იცი არ უნდა დამალო. პირიქით უნდა აჭედო თავში ყველას, უნდათ ეს თუ არა. ძალით უნდა დაანახო რომ შენ ეს შეგიძლია. ნუ ჩაიცინებთ თქვენთვის და ნუ გაჩუმდებით თუკი სხვა რაღაცას შეცდომით აკეთებს. თქვი სინამდვილეში რა დაროგრ არის სწორი. თუ არ გამოამჟღავნებ ცოდნას საჭირო ადამაიანად არავინ ჩაგგთვლით.

და ბოლოს, რაც არ იცით იმაზეც კი შეგიძლიათ თავდაჯერებულად ლაპარაკი. მთავარია მათ ეგეონოთ, რომ შენ ეს ყველაფერი იცი. თუნდაც დროსთან ერთად გაცამტვერდეს მათი ილუზია, შენ მაინც იქნები პროფესიონალი მათ თვალში პირველი შთაბეჭდილებებიდან გამომდინარე.

თავმდაბლობა ერთ-ერთ კარგ თვისებად მიმაჩნდა, მაგრამ ასე ვერ იცხოვრებ. მე ალბათ არც არაფერი მეშველება უკვე, მაგრამ თქვენ ეცადეთ ჩემი რჩევები გაითვალისწინოთ. ვინ იცის იქნებ ვცდები კიდეც. თუ ასეა მითხარით. მე მხოლოდ საკუთარი გამოცდილება მალაპარაკებს და არა შური ან ბოღმა რამისადმი. აუცილებლად გაითვალისწინეთ ისიც რომ ოპტიმისტთა რიგებში ვეწერები, იმედი მაქვს გამოუსწორებელთაში – არა.

Pesimism-si-Optimism

სულაც არ გამომივიდა ის, რისი თქმაც მინდოდა. წარუმატებლობა რაღაცაში გაძლევს სტიმულს დაიწყო ახლიდან და იყო უფრო ძლიერი. მით უმეტეს რომ საკმაო გამოცდილება გიგროვდება. იგივე შეცდომას აღარ დაუშვებ და წარმატების მეტი შანსი გეძლევა. მგონი სულაც არ იყო საჭირო ამდენი ლაპარაკი, როცა ყველაფრის სათქმელად სულ ერთი ფრაზა მეყოფოდა –  “შეცდომებზე ვსწავლობთ”. ყველაზე საუკეთესო ვარიანტი კი იქნებოდა ეს: ” ჭკვიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენ, სულელები კი – საკუთარზე”, მაგრამ რას ვიზამთ ცხოვრება ისეა მოწყობილი რომ ხშირად გვიწევს სულელის როლში ყოფნა.

შენიშვნა

ამ პოსტს გადავხედე დღეს და მოვკვდი სიცილით :))) თუმცა მაშინდელი ჩემი მდგომარეობაც გამახსენა , როცა მართლა არ მეცინებოდა.   კარგი ბიჭია, მაგრამ საშინლად მექალთანე. ჰოდა, რა უცბათაც მომიარა ‘რაღაცამ’, ასევე – უგზო-უკვლოდ გადამეკარგა მალევე. მოკლედ რისი თქმა მინდა იცით? ხშირად ხდება მსგავსი რამ. მომეწონება ტიპი, შეხვედავ – ძალიან კარგი ჩანს და სულ ცოტა ხანში აღმოვაჩენ ხოლმე რომ ეს კონკრეტული ადამიანი არის უბრალოდ სირი (ბოდიშით და სხვას ვერაფერს ვადარებ). ვამაყობ საკუთარი თავით, ცივი გონებით განსჯის უნარი რომ არასოდეს მღალატობს. ესეც არ იყოს მე ერთგული ადამიანი ვარ. ღალატს ვერანაირი მიზეზი ვერ ამართლებს ჩემ თვალში. კიდევ ძალიან ბვერი მინდოდა მეთქვა თქვენთვის, მაგრამ გამეფანტა აზრები და თან მეძინება სასტიკად.

მალე შევხვდებით ❤

ძილისწინ

ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე :)))

რატომღაც მგონია, რომ ჩემი ყველა პოსტი ამიერიდან დაიწყება ფრაზით “ძალიან ვწუხვარ რომ ხშირად ვერ ვწერ” და თან, ყველა პოსტი იქნება წუწუნი იმაზე, რომ ვეღარ ვწერ:დ 

ბლოგი რომ გავაკეთე სახლში ვიჯექი უსაქმურად. ჰოდა გავიჩინე საქმე ბლოგის სახით. ახლა კი – მოვდივარ დაღლილი, ვივლებ წყალს. პარარელურად ქარჩხა ღრიალებს “გასაბერ კააააცს უყვარხარ შეეენ როგორიც ხააარ”. მერე SHINEDWON-ი აღრიალდება, მერე ქათამაძე მამშვიდებს და უფრო მერე, უფრო მამშვიდებს shinedown :)) 

კიდო რა. ახალი და განსაკუთრებული არაფერი ხდება. უფრო სწორად განსაკუთრებული არ ხდება არაფერი, თორემ ყოველ ახალ დღეს მოაქვს სიახლე ჩემი სამსახურის გადამკიდე:დ წავედი ახლა მოდერნ ფემილის ვუყურო და ჩემზე ბედნიერი არავინაა მხოლოდ პირველ სეზონზე რომ ვარ ჯერ. ხომ წარმოგიდგენიათ, მთელი ოთხი სეზონი მაქვს საყურებელი და კაი ხანი არ მოვიწყენ. უიჰ! გავიქეცი ახლა, წყალი გადმომივიდა სამზარეულოში:დ 

 

გაკოცეთ *

შენიშვნა

–         გინდა?

–         რა ვიცი, მინდა?

–         ცხოვრება ხანმოკლეა, ყველაფერი უნდა გასინჯო – ცალყბა ღიმილით აგრიხა ტუჩი.

ვართმევ და ეს სიტყვები მახსენდება.  სულ პირველად რომ მომწერა, მაშინ მეუბნებოდა ამას. ცხოვრება ხანმოკლეა და თავს უარი არაფერზე უნდა უთხრაო, მაბამდა თავის ჭკუით. ახალც ხომ ჰგონია, რომ მაბამს. არადა რა იცის, რომ ეს მე ვებმევინები  უბრალოდ.

ვცდილობ ნაფაზი ნორმალურად დავარტყა და არ შევრცხვე. უკან ვუბრუნებ და რაღაც Imageგანსაკუთრებულს ველოდები. Continue reading

წერილი, რომელიც ადრესატამდე არ მივიდა

თავიდან, აი მაშინ როცა დაგინახე არ გიცნობდი. თავისთავადია არა? სარეთოდ რა შუაშია ეს. და თან რა უაზრო წინადადებაა?! უბრალოდ ალბათ იმის თქმა მინდოდა, რომ არ მომეწონე მაშინ. უჟმური ტიპია შტერი ვარცხნილობით-მეთქი ვფიქრობდი. ახლა? ვხვდები, რომ მომწონხარ და სულ მენატრები. გათენება მიხარია, ვიცი რომ გნახავ. ჩემი გრძნობების გამო მგონია, რომ – შენც გაგიჩნდა ჩემ მიმართ სიმპათია. რომანტიკოსი არ ვარ და კარგად ვხვდები, რომ ეს ჩემი ილუზიაა და მეტი არაფერი. ძალიან თავმოყვარე ვარ, მაგრამ შენს ერთ დაძახებაზე შენთან გამოვიქცევი. იმდენად მენატრები,რომ იმისათვისაც მზად ვარ სხვა ქალთან გიზიარებდე. იცოდე, რომ ეს ჩემთვის ძალიან რთული იქნება. ამ წერილს რატომ ვწერ. ის ხომ შენამდე ვერ მოვა. ქვეყნიერების აღსასრულის ტოლფასი იქნება ეს ჩემთვის. სულ ჩემთვის… ჩემთვის.. პირველად ცხოვრებაში ეგოისტურად ვიქცევი. Continue reading