შენიშვნა

–         გინდა?

–         რა ვიცი, მინდა?

–         ცხოვრება ხანმოკლეა, ყველაფერი უნდა გასინჯო – ცალყბა ღიმილით აგრიხა ტუჩი.

ვართმევ და ეს სიტყვები მახსენდება.  სულ პირველად რომ მომწერა, მაშინ მეუბნებოდა ამას. ცხოვრება ხანმოკლეა და თავს უარი არაფერზე უნდა უთხრაო, მაბამდა თავის ჭკუით. ახალც ხომ ჰგონია, რომ მაბამს. არადა რა იცის, რომ ეს მე ვებმევინები  უბრალოდ.

ვცდილობ ნაფაზი ნორმალურად დავარტყა და არ შევრცხვე. უკან ვუბრუნებ და რაღაც Imageგანსაკუთრებულს ველოდები. Continue reading

Advertisements

როგორ გავხდი მეძავი(ნაწ.1)

            -თანახმა ხარ?

ზურა ფიქრობდა. სერიოზულ სახეზე ყოყმანის ნატამალს ვერ შემაჩნებდით, ალბათ დათანხმდება. ბოლოსდაბოლოს მისი რა მიდის. ფული? ჰმ,მისთვის არც ისე ბევრი…

-კარგი!

არა,რაღაცნაირად მინდოდა უარი ეთქვა. ახლა უკან ხომ არ დავიხევ, ამის გარდა სხვა ოცნებების ასრულებაც შემიძლია. ვფიქრობდი მე და თავს ვარწმუნებდი, რომ ეს პროსტიტუცია კი არა გარიგებაა, და თან ძალიან ჭკვიანური ჩემი მხრიდან. საკმაოდ სიმპათიური მამაკაცია ზურა, მომხიბვლელობას ფინანსური შესაძლებლობებიც მატებს. თმა გაჭაღარავებია. უხდება კიდეც. მომწონს. Continue reading