ვინ არის უცნაური?

ამ ქვეყნად რამდენი ადამიანიც არის, იმდენივე აზრი არსებობს ხომ? ზოგიერთის ემთხვევა ჩვენს აზრებს და გემოვნებას, ზოგის -არ და ზოგის, სულაც ეწინააღმდეგება. მაგრამ ყველაზე მეტად რაც მაკვირვებს და ვერაფრით მივმხვდარვარ არის ადამიანების სექსისადმი, როგორ რაღაც ცუდისადმი, მიდგომა. არსებობს კატეგორია ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც უტყდება სექსისგან სიამოვნების მიღების აღიარება. კარგი, აი მოდი, ერთ ტიპზე მოგიყვებით, რომელიც თვლის რომ ორალური სექსი “ფუ, რა საზიზღრობაა“. ვუსმენდი ამ ადმიანს და მეცოდებოდა მისი სექსუალური პარტნიორი, თავად ისიც მეცოდებოდა. შეიძლება გარკვეულ ასაკამდე გქონდეს ეგ გრძნობა, რომ მართლა თქვა “ფუ, რა საზიზღრობაა“. ეგ კი არა, იმასაც ფიქრობ “აუ, როგორ შევხედავ საერთოდ ან აუ, ხელს როგორ მოვკიდებ “. მაგრამ როცა 22 წლის ახალგარდა მსგავს აზრებს აფრქვევს და თან აშკარად აღელვებულია, ჰორმონები ხომ თავისას შვრება, ხედავ რომ უნდიხარ და ყველაფერს დათმობდა შენთან სექსისთვის. მაგრამ ნურას უკაცრავად! ის ამას არ ამხელს ცოცხალი თავით :დ კიდევ, მეკითხება მქონია თუ არა მე თვითონ ორალური სექსი და თან აყოლებს, ნუ გეშინია შენზე წარმოდგენა არ შემეცვლებაო :ლოლ: გადავბჟრდი, აღარ ვიცოდი უკვე რა მეთქვა. ეს ყველაფერი არაა. მეუბნება რომ პირველად ელაპარაკება “ჩემნაირ ტიპს„ :დ

ის: ესეთები მოგწონთ?

ეგი გვინდა ქართველებს? :დ

ეგი გვინდა ქართველებს? :დ

მე: ვგიჟდებით.

:დ

არ მქონდა უკვე ძალა გამეგრძელებინა მასთან ლაპარაკი.

ჯინსების თაობა

ეს არის წიგნი, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა წაიკითხოს. განსაკუთრებით კი მათ, ვინც დღემდე მისტირის საბჭოთა კავშირს. მათ, ვისაც არ უცხოვრია ამ დაწყევლილ კავშირში, მაგრამ მაინც აქვთ მისი დაბრუნების  სურვილი. მხოლოდ იმიტომ, რომ 37 მანეთად შეძლონ მოსკოვში გადაფრენა. წაიკითხეთ (არა მარტო ეს წიგნი) და დაფიქრდით რამდენ ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე კომუნისტურმა რეჟიმმა.

გეგა კობახიძე (ლაზარეს როლში)

წიგნში მოთხრობილია რეალური ამბავი რამოდენიმე მეგობარზე, რომლებმაც გადაწყვიტეს თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით ამერიკაში – თავისუფალ ქვეყანაში –  მოხვედრა. ძნელი მისახვედრი არაა თუ როგორი სისასტიკით გაუსწორდებოდა საბჭოთა ხელისუფლება ყველა იმ ადამიანს, ვისაც თავისუფლებისკენ სწარფვას შეტყობდა. Continue reading

როცა მზეს ეძინა

 ბაღში, მწვანედ შეღებილ მერხზე ისხდნენ. მათ უკან ეკლესია მოსჩანდა. ცას ისეთი ვარდისფერი გადაჰკრავდა, გაზაფხულობით რომ იცის ხოლმე, წვიმამდე. ამ სურათის შემხედვარეს, მოგინდებოდათ  ფირზე  აღგებეჭდათ ეს ყველაფერი.

იცით, ისხდნენ ისე თითქოს ერთმანეთისთვის სრულიად უცხო, ორი ადამიანი შემთხვევით ჩამომჯდარაო გვერდი-გვერდ. არადა, ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ. გაგიკვირდათ ხომ? ერთმანეთისთვის ბევრი რამ ჰქონდათ ნათქვამი უკვე და როგორც ჩანს კიდევ დარჩენოდათ. მაგრამ, რატომღაც ორივე დუმდა და გარშემომყოფებს მათ უცხოობაზე აფიქრებინებდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს იყო პირველი შემთხვევა რამოდენიმეწლიანი ურთიერთობის მერე, როცა ასე თითქოსდა უბრად იყვნენ ართმანეთთან. დიახ, დიახ პირველი. მე მგონია, რომ ეს იყო ის მომენტი, როცა მეგობრობა მთავრდება და რაღაც ახალი, მეგობრობაზე მეტი იწყება. ჰო, კარგით, შეიძლება არც მთავრდება, მაგრამ ახალი გრძნობა რომ ემატება ეს უეჭველია. Continue reading

მომაბეზრებელი გრძელცხვირები

ძალიან ბევრი ადამიანია ჩემს გარშემო, რომელიც ისე გაჯახებს სიმართლეს, რომ ყბა დაგრჩება ღია. უმრავლეს შემთხვევაში სიმართლე მწარეა ხომ? და ხუმრობით შენიღბული ვითომ არააა მტკივნეული? თან ამ დროს ფოქრობენ: რა მოხდა ვხუმრობ – ო.

რამდენი ცხვირი აღმოჩენილა იქ სადაც არ ესაქმება

ეს ძირითადად მაინც კახელებს ეხებათ. ნუ მიწყენთ კახელებო, სიმართლე მწარეა-მეთქი ვთქვი უკვე. მაგრამ კახეთში არ იცავენ სუბორდიანაციას ადმიანის პირად ცხოვრებასთან მიმართებაში. (არა,სრულიად საქართველოში თუ იცავენ?! ) Continue reading