ტუჩებდაპრუწული გოგოები და ძალიან ჩვეულებრივი ბიჭები

იმის გამო, რომ სრულიად ინტერნეტსივრცეში მეტისმეტად აქეს და ადიდეს ქართული “ტაქსი” (ფილმზეა საუბარი), გუშინ გადავწყვიტე მენახა ბოლოსდაბოლოს. მართალია ფილმის დასაწყისი ვნახე მარტო, მაგრამ ამას არც აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ფილმზე საუბარს არ ვაპირებ. მთავარი გმირი რომ ცოლის მოყვანას გადაწყვეტს აი ეგ Continue reading

ჯინსების თაობა

ეს არის წიგნი, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა წაიკითხოს. განსაკუთრებით კი მათ, ვინც დღემდე მისტირის საბჭოთა კავშირს. მათ, ვისაც არ უცხოვრია ამ დაწყევლილ კავშირში, მაგრამ მაინც აქვთ მისი დაბრუნების  სურვილი. მხოლოდ იმიტომ, რომ 37 მანეთად შეძლონ მოსკოვში გადაფრენა. წაიკითხეთ (არა მარტო ეს წიგნი) და დაფიქრდით რამდენ ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე კომუნისტურმა რეჟიმმა.

გეგა კობახიძე (ლაზარეს როლში)

წიგნში მოთხრობილია რეალური ამბავი რამოდენიმე მეგობარზე, რომლებმაც გადაწყვიტეს თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით ამერიკაში – თავისუფალ ქვეყანაში –  მოხვედრა. ძნელი მისახვედრი არაა თუ როგორი სისასტიკით გაუსწორდებოდა საბჭოთა ხელისუფლება ყველა იმ ადამიანს, ვისაც თავისუფლებისკენ სწარფვას შეტყობდა. Continue reading